• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვეფხისტყაოსნელი“ – გიორგი გიქორაშვილი პოემის 120 ცალ განსხვავებულ ეგზემპლარს ფლობს

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, პერსონა
A A
„ვეფხისტყაოსნელი“ – გიორგი გიქორაშვილი პოემის 120 ცალ განსხვავებულ ეგზემპლარს ფლობს
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგი გიქორაშვილი 18 წლისაა. ეს მისი ასაკია, მაგრამ არ ახსოვს ის რიცხვი, რამდენი წელიც მას შემდეგ გავიდა, რაც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერობა დაიწყო. აღარც კი ახსოვს, როდის დაიწყო მისი ცხოვრების ეს პერიოდი. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე იშვიათი გამოცემა დედამისსა და დედამისის დეიდას ჰქონდათ. „12-13 წლის რომ ვიყავი, როდესაც სკოლაში პირველად წავიკითხე „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავი, იმდენად დამაინტერესა ამ ნაწარმოებმა, რომ, სახლში მისულმა, შინ არსებული ყველა ეგზემპლარი უცერემონიოდ გადავიბარე“.გიორგი ექსკლუზიურად “თბილისი თაიმსთან”  ჰყვება კოლექციის შესახებ, რომლის რაოდენობა დღეს 120 ცალს აღწევს. 

რატომ გადაწყვიტე მისი შეგროვება?

„მახსოვს, პირველად როგორი რუდუნებით მეჭირა 1955 წლის ქართულ ენაზე არსებული გამოცემა თოიძის ილუსტრაციებით. თითქოს, ხელში წიგნი კი არა, გრაალის თასი მეჭირა. წიგნის ერთი გადაშლაც კი საკმარისი იყო, რომ ჩამითრია არაბეთისა და ინდოეთის რუსთველიანურმა მორევმა – იმ პიროვნული ქცევის კოდექსმა, რასაც ავტორი გვთავაზობს. შინაარსის გარდა, მონუსხული ვიყავი რუსთაველის პოეტური ხელოვნებით. ქართული გამოცემების გარდა, სახლში გვქონდა გამოცემა გერმანულ ენაზე. წიგნის წინ-უკუღმა თვალიერების შემდეგ, უცბად, მადლიერების გრძნობამ შემიპყრო – ვიღაც გერმანელი ჩამოვიდა საქართველოში, ისწავლა ქართული, ქართულიდან ასეთი სირთულის ნაწარმოები გადათარგმნა გერმანულად, იქ გამოსცა და ჩვენ არც კი ვიცით მისი სახელი. გადავწყვიტე, როგორც ჩიტი ტყის ხანძრის დროს, მეც, ჩემი შესაძლებლობებით, გამომესწორებინა ეს “გაუგებრობა” და თითო ენაზე თითო წიგნი შემეგროვებინა”.

დღეისთვის, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“, დაახლოებით, 120 ცალი განსხვავებული ეგზემპლარის მფლობელია. ზოგადად, ეს ნაწარმოები, დაახლოებით, 56 ენაზეა ნათარგმნი. გიორგიმ კი, ჯერჯერობით, 28 ენაზე გამოცემული ვერსია შეაგროვა, მათ შორისაა – ტაჯიკური, იაკუტიური, ყაბარდოული, მოლდოვური, ბასკური, ქურთული, იაპონური, უზბეკური, ყაზახური, პოლონური და მეგრული ვარიანტები შესაბამისი ნაწარმოებისა.

ყველაზე მეტად, შენს კოლექციაზე რომელი ვერსიები გამოირჩევა?

„ჩემი კოლექციიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი 1917 წლის უნგრულ ენაზე არსებულ გამოცემას. წარმოიდგინეთ, წიგნი იბეჭდება ბუდაპეშტში გაგანია პირველი მსოფლიო ომის დროს. მიუხედავად ამისა, აქვს ზიჩის საოცარი ხარისხის ილუსტაციები. წიგნი დამატებით ჩასმულია ტყავის ყდაში, რომელსაც ყუაზე სათაური მოოქროვილი ასოებით აქვს ამოკვეთილი და, რაც მთავარია, იგი არის უნგრელი ქართველოლოგის, მორის იშტვანოვიჩის საჩუქარი ქართველი ენათმეცნიერის, შოთა ძიძიგურისადმი, რასაც მოწმობს წარწერა წიგნის პირველ გვერდზე“.

გიორგის „ ვეფხისტყაოსნურ“ კოლექციაში ყველაზე ძველი მისი 1905 წლის ვერსიაა. მისი თქმით, ეს არ არის კლასიკური გაგების „ვეფხისტყაოსანი“. „ეს არის, ვციტირებ: “სოსიკო მერკვილაძის მიერ გამოკრებილი ხალხური ვეფხისტყაოსანი”. სოსიკო მერკვილაძემ, მკვლევარმა და წიგნის ავტორმა, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იქ “გამოიკითხა” ზეპირსიტყვიერად შემორჩენილი ვეფხისტყაოსანი. დამიჯერეთ, რომ წაიკითხოთ, შინაარსი იმდენად განსხვავებულია, რომ უბრალოდ სახტად დარჩებით.

როგორც წესი, გიორგი „ვეფხისტყაოსნის“ ვერსიებს თბილისელი ბუკინისტებისგან ყიდულობს. გარდა ამისა, როდესაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობს, რომ იქედან იქაურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის“ გარეშე სამშობლოში არ დაბრუნდეს.

დღემდე აგრძელებ შეგროვების პროცესს?

იყო დრო, როდესაც თბილისის ყველა ბუკინისტი აღრიცხული მყავდა – ვინ, სად, რა წიგნს ყიდდა. მაგრამ რაც უფრო იზრდება შენი კოლექცია, მით უფრო რთული ხდება, რაიმე ახალი გამოცემა შემატო მას. კოლექციონერობა არ არის დასრულებადი პროცესი, იგი უსასრულოა. არ არსებობს ისეთი კოლექცია, რასაც სრულად შეაგროვებ და თამამად იტყვი – მორჩა, დავამთავრე მისი შეგროვება. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ ავიღოთ. ვთქვათ, შეაგროვე ყველა უკვე გამოცემული ეგზემპლარი. დავუშვათ, სადმე იპოვნე 1721 წლის ვახტანგისეული პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ (რომელიც მხოლოდ 21 ცალია შემორჩენილი) და იპოვნე 1941 ჰიტლერის მიერ ქართველი სამხედროებისთვის დაბეჭდილი ეგზემპლარიც (რომლის სულ 5 ცალია შემორჩენილი). კი, რამდენიმე თვით გექნება სრული კოლექცია, მაგრამ მალე გამოვა ახალ ენაზე, ხელმეორედ დაიბეჭდება და ასე გაგრძელდება სამუდამოდ. მე ვცდილობ, რომ, ძველთან ერთად, ყველა ახლადდაბეჭდილი გამოცემაც შევმატო ჩემს კოლექციას. მაგრამ ეს კოლოსალურ შრომას, ენერგიასა და დროს მოითხოვს, რაც აბიტურიენტისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

ჯერჯერობით, გიორგის კოლექციას მონაწილეობა არცერთ აქტივობაში მიუღია. „მე ძალიან მომთხოვნო პიროვნება ვარ და თუ პირადად არ დავრწმუნდი, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, ჩემი „ვეფხისტყაოსნები“ ჩემი სახლის ზღურბლს არც კი გადაკვეთს. დიახ, მქონია შემოთავაზება, რომ  ჩემი კოლექცია გამომეფინა კონკრეტულ დაწესებულებასა, თუ ინსტიტუტში, მაგრამ უარი მითქვამს, რადგან იქ არ არსებობდა არანაირი ინვენტარი წიგნის დაზიანებისგან დასაცავად“.

მარიამ ტიელიძე

Share6Tweet4

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

“ლაშა ბექაური საოცარი მებრძოლია, ძიუდოს სამყაროში მას სამურაის ადარებენ” –  ტედი რინერი საქართველოში ვიზიტზე, ქართველ ძიუდოისტებზე და ქართველ მენტორზე

“ლაშა ბექაური საოცარი მებრძოლია, ძიუდოს სამყაროში მას სამურაის ადარებენ” – ტედი რინერი საქართველოში ვიზიტზე, ქართველ ძიუდოისტებზე და ქართველ მენტორზე

2 years ago
„მამინაცვალი ბავშვებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას აიძულებდა, უარის გამო სცემდა“ – შსს-მ მამაკაცი დააკავა

„მამინაცვალი ბავშვებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას აიძულებდა, უარის გამო სცემდა“ – შსს-მ მამაკაცი დააკავა

3 years ago

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში თბილისის რესტონები ჩაერთნენ

11 years ago
სააგენტო ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

11 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by