• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, საზოგადოება
A A
თბილისის მერია მომსახურე ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა, რომელიც განსახილველად, თბილისის საკრებულოს გასულ კვირას გადაეგზავნა.

„გასულ კვირას, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარვადგინეთ, რასაც ოპოზიციის მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა 871 მილიონია, რომელშიც, როგორც მერიის შემოსავლები, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტი შედის. ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში, 50 მილიონამდე ლარით მეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა ასევე, ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის არის გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი, 340 მილიონ ლარს შეადგენს.

„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ ქალაქში იმაზე მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე, აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 327 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ – ყველაფერი მიდის სწორად და დაგეგმილად. მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და დედაქალაქს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, ამისთვის 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, ხუთი მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება; იგეგმება ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთაგან ერთ-ერთი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა.

გარდა ამისა, დაგეგმილია რამდენიმე ხიდისა და მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობისთვის დაახლოებით, ცხრა მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ხოლო კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის სატრანსპორტო კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული მონაკვეთის სრული რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით, 27 მილიონი ლარი გამოიყოფა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაახლოებით, 25 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რომელშიც ავტობაზების მოდერნიზებაც არის გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე, სრულიად ახალი ავტობუსებისა და ელექტროავტობუსების შემოყვანა იგეგმება.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026

საინტერესო

ფსიქოლოგი -“მოზარდები ძალიან გულჩვილი, ფაქიზი ფსიქიკის მატარებლები არიან, მათ უნდა იცოდნენ ამ პერიოდის მახასიათებელი თავისებურებები და მოზღვავებული სექსუალური ენერგიის სუბლიმაციის გზები”

ფსიქოლოგი -“მოზარდები ძალიან გულჩვილი, ფაქიზი ფსიქიკის მატარებლები არიან, მათ უნდა იცოდნენ ამ პერიოდის მახასიათებელი თავისებურებები და მოზღვავებული სექსუალური ენერგიის სუბლიმაციის გზები”

7 years ago
მაჰირ მამედოვი:  “ჩვენ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვზრდით გაზის მიწოდებას”

მაჰირ მამედოვი: “ჩვენ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვზრდით გაზის მიწოდებას”

11 years ago
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

1 week ago
ქართველების 99%-ი უცხოელ ტურისტებს სიხარულით იღებს

სად მიდის ტურიზმის სფეროდან მიღებული თანხები?

9 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by