• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CYBER-EXE საქართველო 2018“ – კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
CYBER-EXE საქართველო 2018“ – კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

6 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ შედგა, რომლის მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.
ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ. გახსნის ცერემონიას დაესწრო პირიტ პიკერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორის მოადგილე, რომელმაც წარმატება უსურვა მონაწილე გუნდებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეხუთედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში“, − აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ღონისძიება შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში ახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად ანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მზადდება რეკომენდაციები.
მსგავსი ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მას „წითელი და ლურჯი“ ჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.
„როდესაც 2014 წელს „Cyber-Exe საქართველო“ პირველად ჩავატარეთ, მაშინ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებოდნენ სავარჯიშოების შედგენის, მთლიანად ღონისძიების ფორმატის ფორმირების საქმეში. ახლა სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო სამი ღონისძიება მთლიანად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ რესურსებით არის ორგანიზებული და სავარჯიშოების პროგრამაც ჩვენი სპეციალისტების მიერაა შედგენილი. დღევანდელ ღონისძიებაში 25-მდე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი სავარჯიშოები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის საქმეში“, − განაცხადა დავით ქვათაძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მენეჯერმა.
ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა. თითოეული გუნდი, მინიმუმ, ერთი და, მაქსიმუმ, სამი წევრისგან შედგება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 60-ს აღემატება.
სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პირველი „CYBER-EXE საქართველო“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით 2014 წელს გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კომპანია „ჰუავეი“ (Huawei) და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (NATO-GEORGIA PDP).

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა

8 years ago

ბარაკ ობამამ მუსულმანებს მიულოცა

13 years ago
კომენდანტის მიუხედავად, სამეზობლოში დიდი ქეიფები იმართებოდა, ამას ვერ გააკონტროლებ – იმნაძე

კომენდანტის მიუხედავად, სამეზობლოში დიდი ქეიფები იმართებოდა, ამას ვერ გააკონტროლებ – იმნაძე

5 years ago
რუსეთის მიერ უკანონოდ  მიტაცებული ქართული მიწები

რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებული ქართული მიწები

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by