თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, მახათას მთაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე მსურველთა დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მიზნით, მოქალაქეებს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.
კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ “ვარკეთილი”-დან, ვარდების რეცოლუციის მოედანიდან, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან მახათას მთის მიმართულებით 15.00 საათიდან 21.00 საათამდე იმოძრავებენ., აცხადებენ მერიაში.
07.05.13