„ეი, ფაშისტებოო! შვილებზე ლაპარაკს მოეშვით! ყველამ თავის შვილს გასცეს პასუხი თავის სამზარეულოში!”, – წერს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„მართლა თავზე ხელი აიღეთ უკვე?!
ყველამ თავის შვილს უსმინოს და პასუხიც გასცეს! თავისუფლება!
დიახ, ჩვენი მოტანილია ეს თავისუფლება და ასე გამოყენების უფლებას არ მოგცემთ. ნუ უზრდელობთ და კარიდან რომ გაგდებთ ფანჯრიდან ნუ შემოდიხართ, ჩვენც ვიცით პასუხის გაცემა. ნუ დაკარგეთ საბოლოოდ სახე!”, – წერს ნანა ლორთქიფანიძე.
გუშინ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, 84 ხმით, პროტესტის ფონზე დაამტკიცა. პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან იმართებოდა საპროტესტო აქცია შეძახილებით: „არა რუსულ კანონს!“.
მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ინიციირებიდან, დღემდე, პარლამენტთან ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.