• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

7 years ago
in საზოგადოება
A A
თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

200-ზე მეტი სერვისი ადგილიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − თეა წულუკიანმა ადიგენში მე-60 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს − მთავრობის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადიგენისა და მეზობელი სოფლების მკვიდრთ − საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეიდან ადიგენის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურებას ისეთივე მაღალი სტანდარტით მიიღებს, როგორც დიდი ქალაქების მცხოვრებნი.

საზოგადოებრივი ცენტრი ადიგენსა და მიმდებარე სოფლებში (ზარზმა, აბასთუმანი, წრე, ზანავი, გომარო, მლაშე, გორგული, იმერთუბანი, ლელოვანი, ამხერი, ღორძე, სამყურე, კახარეთი, ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა, უტყისუბანი, ფლატე, საირმე, ჭელა, ჭეჭლა, კეხოვანი, მოხე, ციხისუბანი, ნამნიაური, გორთუბანი, ზედუბანი, აფიეთი, დერცელი და კიკიბო) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ., აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. დღეისათვის, ადიგენის გარდა, პრობაციის სერვისების მიღება საჩხერის, წნორის, წალკისა და დმანისის საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, ადიგენის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ.

ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საიუბილეო-საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადიგენის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 59 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს.

დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერეში, წნორსა და დმანისში.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

10 years ago
ილია მეორე: „ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში“

ილია მეორე: „ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში“

12 years ago
მომავალი წლიდან, შშმ პირთათვის  ადაპტირებული სივრცის არარსებობის შემთხვევაში, დაწესებულებები დაჯარიმდებიან

მომავალი წლიდან, შშმ პირთათვის  ადაპტირებული სივრცის არარსებობის შემთხვევაში, დაწესებულებები დაჯარიმდებიან

8 years ago
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები დააკავა

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები დააკავა

12 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by