• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან ვასაძე: ,, საქართველოში განძი ბევრად უფრო საფრთხეში იყო, ვიდრე ერთი კარგი კაცის ხელში – საფრანგეთში“

13 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
7
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

konferenciaaaგაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუნესკოს  დადგენილებით 2013 წელი გამოცხადებულია, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის წელი. ადამიანის, რომელმაც პატივი დასდო მისი არსებობით არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ მსოფლიოს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გუშინ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, გელათის აკადემიის პრეზიდენტი მეუფე იოანე,  საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის“ დამაარსებელი ლევან ვასაძე, აკადემიოსი როინ მეტრეველი, აკადემიური პერსონალი და უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენცია პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ გახსნა, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე და ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლმოსილ საქმიანობაზე ისაუბრა.

როინ მეტრეველის განცხადებით, ექვთიმე თაყაიშვილი, არის საქართველოს ისტორიის მწვერვალი, ამომავალი ფიგურა. მან წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცის ბიოგრაფიული ცნობები გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

ლევან ვასაძემ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ პატრიარქი მოგვიწოდებს, ისტორიაზე არ ვიფიქროთ მხოლოდ, როგორც ფაქტოლოგიაზე, არამედ იმაზე თუ რატომ ხდება ისტორიაში ყოველივე და რას აკეთებენ პიროვნებები საქართველოს ისტორიაში.

მისი თქმით საჭიროა გავიაზროთ თუ რატომ ხდება თუნდაც ნებისმიერი ომი, რატომ მოხდა მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომი. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი თუ რატომ მოევლინა წმიდა ექვთვიმე ღვთისკაცი საქართველოს ძნელბედობის პერიოდში.

ლევან ვასაძემ უფრო ფილოსოფიური კუთხით მიმოიხილა ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა და მის სულიერ მდგომარეობასა და ბიბლიურ ალეგორიებზეც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა იმ ეპოქის მდგომარეობა, რომელ ეპოქაშიც ის მოღვაწეობდა და დასძინა, რომ განძი საქართველოში ბევრად უფრო დიდ საფრთხეში იყო, ვიდრე ერთი კარგი კაცის ხელში – საფრანგეთში. მან იმდროინდელ ეროვნულ ცნობიერებას გაუსვა ხაზი და დასვა კითხვა სტუდენტების მიმართ ,,რატომ ხდება, რომ რომელიღაც წლებში ქართველი ერი წყვეტს, რომ საბჭოთა ხელისუფლებისგან გადამალოს განძი და იგივე ხელისუფლების პერიოდში წყვეტს, რომ სამშობლოში დააბრუნოს?“

საუბრის დასასრულს მან განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გულისტკივილი გამოთქვა ბოლოდროინდელ დამოკიდებულებაზე, რომ საზოგადოების ნაწილს მიაჩნია სარწმუნოება სამუზეუმო ექსპონატია და არა სულიერი განათლების სიმბოლო.

,,იმას, რასაც ამ უნივერსიტეტში აკეთებთ ეს არის განათლება“ განაცხადა მან ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

გამომსვლელთა შორის XX საუკუნის პირველი ნახევრის საინტერესო ნიუანსებზე პროფესორმა ვახტანგ გურულმა ისაუბრა.

კონფერენციამ თითქმის ორ საათს გასტანა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) სახელობის აუდიტორიის გახსნით დასრულდა.

08.10.13

გიორგი ჩუბინიძე

Tags: ვიდრე ერთი კარგი კაცის ხელში - საფრანგეთში“ლევან ვასაძე:საქართველოში განძი ბევრად უფრო საფრთხეში იყო
Share3Tweet2

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

ჩინელმა მკვლევარმა ქართულ ღვინოს წიგნი მიუძღვნა

11 years ago
ილონ მასკი Twitter-ის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას გეგმავს  

ილონ მასკი Twitter-ის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას გეგმავს  

4 years ago
თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა

11 years ago
„უფალს ებარებოდე ანგელოზო… ყველა სიტყვა უძლურია ახლა…“ – გარდაიცვალა პატარა ნუცა, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა

„უფალს ებარებოდე ანგელოზო… ყველა სიტყვა უძლურია ახლა…“ – გარდაიცვალა პატარა ნუცა, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა

2 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by