• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კალაძე – ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის

7 years ago
in საზოგადოება
A A
კახა კალაძე – ექსპლუატაციაში  შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობელს ნათესავებს, სრულიად საქართველოს.თუმცა, სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზეც გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას – აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მართლაც ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა. მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და დანგრეულ შენობა-ნაგებობაში შესვლის საშუალება მოგვეცემა, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა  სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ.

ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი. ორი დღის განმავლობაში არ წყდება ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ მზადყოფნას დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ სხვადასხვა ფორმით, ზოგი საკუთარი საცხოვრებელი ფართით, ზოგი საკვებით და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის, რადგან ეს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი სასტუმროების „შაინი“, ტეხასი“, „რუსთაველი 36“-ის მფლობელებს, რომლებმაც უსასყიდლოდ განათავსეს დაზარალებულები.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზეც გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას – აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივცემთ საშუალებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს.

სიახლე არაა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად დაფუძნებულია სიცრუეზე, არაერთხელ გამოგვიჭერია ისინი ტყუილებში. გუშინ მათ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე, საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი, სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ, რაღაც გაუგებარ ვითომდა კორუფციულ სქემას – თითქოს, შენობა-ნაგებობა თუ ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, იქ ადამიანები ცხოვრობენ და ეს არის კორუფციული სქემა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან.  ასევე, მინდა ავხსნა როგორ ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება – არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას. შემდეგ, როდესაც დასრულდება მშენებლობა, ადგილზე მიდის თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დამთავრებული ნაგებობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შენობას, სადაც სამწუხაროდ, აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები. ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნა. მერიაში წერილი შემოაბრუნეს და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული.

ექსპლუატაციაში  შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი აირის შეყვანა, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული.

რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, ეს არის „საქართველოს კანონი არქიტექტურულ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. 2006 წელს ამ კანონში იყო 5.5 მუხლი, რომელშიც ჩამოწერილი იყო მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული  იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოდიან და ცრუ ბრალდებებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ცდილობენ, 2009 წელს განახორციელეს აღნიშნულ კანონში ცვლილება და ეს მუხლი საერთოდ ამოიღეს. დღეს, კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ასეთ შენობებში შესვლა. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი პარტიაა და კორუფციულ სქემაში დღეს ჩვენ გვდებს ბრალს. ამდენი წლის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა და იქ ხალხი ცხოვრობს.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ განხორციელებული ცვლილებების შედეგი სახეზეა, თუ რა მდგომარეობაშია დედაქალაქი. მათ კანონმდებლობიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები ამოიღეს, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ეს ქაოტური განაშენიანება და სხვა პრობლემები, რასაც დღეს ყველა ერთად ვებრძვით, არ მომხდარიყო.

ჩვენს პირობებში რეგულაციები  მნიშვნელოვნად გამკაცრდა:

1 )        10-ჯერ გაიზარდა ჯარიმა შეჩერებული მშენებლობის უნებართვოდ გაგრძელებაზე და 50 000 ლარი გახდა;

2) 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე და შეადგენს 25 000 ლარს;

3)         4-ჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე და 15 000 ლარი გახდა;

4)         სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა 10-ჯერ და 30 000 ლარი შეადგინა;

5) ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე, დაგვემატა ხმაურის რეგულაცია და მოწესრიგება. ამ მიმართულებითაც, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, 2018 წლის განმავლობაში, 10 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ სანამ არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული  მედიასაშუალებები, პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ კანონმდებლობას ჩახედონ, საკითხში ცოტა გარკვეულ ადამიანთან მაინც გაიარონ კონსულტაცია, ან მოთმინება იქონიონ და დაელოდონ კომპეტენტური უწყებების დასკვნებს. ასევე, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს დედაქალაქს შევუნარჩუნოთ ხიბლი და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. ქალაქში 20-25 წლის განმავლობაში, ძალიან მძიმე  შედეგი დადგა. ყველა ვხედავთ და ვაცნობიერებთ, რომ არავისთვისაა მისაღები ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ მოვაგვაროთ ყველა ის აქტუალური პრობლემა და ღირსეულად ვუპასუხებთ გამოწვევებს, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. დარწმუნებული იყავით, რომ თბილისის მერია და მისი თითოეული თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული სიტუაცია გამოვასწოროთ და ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული, გამართული ინფრასტრუქტურით, გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობით და ამ ყველაფერში თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.”

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება

შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება

9 years ago
სააკაშვილის სამალავის კარი რომ გასაღებით გააღეს სამართალდამცველებმა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს – ღარიბაშვილი

ეშმაკი არ ასვენებს და იქნებ ციხეში მაინც დაისვენოს 6 წელი – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

5 years ago
გიორგი მარგველაშვილს ახალი მრჩეველი ჰყავს

“პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ბევრი კომპონენტისგან შედგებოდა”

11 years ago
გოტიე ჰენი: სამი სახის დამწერლობა — და ეს მაშინ, როცა ზოგ ენას ერთიც არ გაჩნია

გოტიე ჰენი: სამი სახის დამწერლობა — და ეს მაშინ, როცა ზოგ ენას ერთიც არ გაჩნია

7 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by