• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა – „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდა  კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს  

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
აფბა – „მაგთისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების ზრდა  კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს   
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მიზეზი ტარიფების გასაზრდელად, ვინაიდან კომპანიების ხარჯები მუდმივად მცირდება“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება კომპანია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ („ჯეოსელი“) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მობილურ მომსახურებაზე, ფიქსირებულ ინტერნეტზე და IP ტელევიზიის შერეულ პაკეტებზე ტარიფების ზრდა იგეგმება. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება ყოვლად მიუღებელია და იგი კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიები მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად  ცდილობენ მომსახურების გაძვირებას და შედეგად მნიშვნელოვნად აზარალებენ მომხმარებელს.

„მაშინ, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მთელ მსოფლიოში ტარიფები მცირდება, საქართველოში იგი წლებია იზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი კონკურენტი კომპანია ერთდროულად აანონსებს მსგავს მომსახურებებზე ტარიფების ზრდას, რაც შეთანხმებული მოქმედების და კარტელური გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზეზი, თითქოს ტარიფების ზრდასთან ერთად მომსახურებაც უმჯობესდება აბსურდულია და საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად. ბოლო წლების განმავლობაში მობილურ ოპერატორებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მათ შორის, 2018 წლიდან მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზი სრულად გაუქმდა. ხარჯების შემცირების კვალდაკვალ, უნდა შემცირებულიყო ტარიფებიც, თუმცა როგორც ვხედავთ, მაღალი მოგების მიღების მიზნით, კომპანიები დაუსაბუთებლად კიდევ უფრო ზრდიან მას.

ასევე, მიუღებელია საბითუმო ინტერნეტზე და IP ტელევიზიაზე ტარიფების ზრდა, ვინაიდან 2018 წლიდან კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტზე ტარიფი გაუნახევრა, ხოლო „სილქნეტი“ თავად ყიდის საბითუმო ინტერნეტს, შესაბამისად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული ხარჯები.

კომპანიების მსგავს, თავაშვებულ ქმედებას, განაპირობებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად ოლიგოპოლიური მდგომარეობაა და „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ მთლიანი ბაზრის, დაახლოებით, 75%–ს აკონტროლებენ. მათ შორის, მობილური ოპერატორების ბაზრის 75%, ინტერნეტბაზრის 78% და   IP ტელევიზიის 83%–ი სწორედ აღნიშნულ ორ კომპანიაზე გადანაწილებული“, – აცხადებენ აფბაში.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმაურება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც იგეგმება ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლა. აფბა მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას შეაჩეროს კომპანიების აღნიშნული გადაწყვეტილება და ტარიფებზე დააწესოს ზედა ზღვარი, რათა მომავალში, კომპანიების მხრიდან დაუსაბუთებლად კიდევ არ მოხდეს ფასების ზრდა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკითხის შესასწავლად მიმართოს კონკურენციის საააგენტოს, რათა მოხდეს ბაზრის დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს ყოველგვარი შეთანხმებისა და კარტელური გარიგების საფრთხე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოწოდება კომპანიებისადმი ტარიფების ზრდის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია, რადგან ბაზარზე არსებული სიტუაციის კონტროლი სრულად ევალება მარეგულირებელ კომისიას. კარგია, რომ კომპანიების განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა მარეგულირებლის მხრიდან, თუმცა აუცილებელია, რომ აღნიშნული მოწოდებას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირებაც, ვინაიდან ამ ეტაპზე ფასების ზრდის არანაირი მიზეზი არ არსებობს და კომპანიების გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებული მოქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ მობილურ მომსახურებაზე გაზრდილ ტარიფებზე, არამედ ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებების შემთხვევაშიც.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებელს და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ეფექტური და გამართული მუშაობის გარეშე, მომხმარებელი სრულიად დაუცველია კომპანიების მაღალი ტარიფების წინაშე“ , – აცხადებენ აფბაში.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ზურაბ ჭიაბერაშვიილი: „მოვაგროვებთ იმდენ ხელმოწერას, რომ ხელისუფლებას პლებისციტის დანიშვნა ვაიძულოთ“

ზურაბ ჭიაბერაშვიილი: „მოვაგროვებთ იმდენ ხელმოწერას, რომ ხელისუფლებას პლებისციტის დანიშვნა ვაიძულოთ“

9 years ago

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ ვაუჩერებზე გამოყოფილი თანხა გაორმაგდა

12 years ago
7 შეცდომა, რომელსაც ქალები საწოლში უშვებენ

7 შეცდომა, რომელსაც ქალები საწოლში უშვებენ

9 years ago

ქართული მონარქია და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტები

13 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by