• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო ეპიდემიის ზღვარზე- რამდენად შეძლებს ქვეყანა ჩვენ დაცვას ?!

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველო ეპიდემიის ზღვარზე- რამდენად შეძლებს  ქვეყანა ჩვენ დაცვას ?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აღწერს ბოლო  ათ წელში გრიპით გარდაცვალების  შემთხვევებს. სტატისტიკური მონაცემები არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. როგორც ცხრილიდან ირკვევა, გასულ წელს განსაკუთრებით გააქტიურდა ისეთი სეზონური გრიპი, რომელიც H1N1 სახელწოდებითაა ცნობილი და უფრო მეტი მას ე. წ „ ღორის გრიპის „ სახელით იცნობს.

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღორის გრიპით გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსნაირ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია. მიუხედავად ამისა დარგის ექსპერტები და შესაბამისი უწყებები მონდომებით გვამშვიდებენ და მოსახლეობაში ატეხილ პანიკას სამედიცინო განმარტებებით პასუხობენ იმასთან დაკავშირებით, რომ გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლი  450-500 შემთხვევაა, 100 000 მოსახლეზე.

მიუხედავად დამამშვიდებელი განცხადებებისა, ქვეყანაში მაინც პანიკაა. ამის შემჩნევა ადვილადაა შესაძლებელი ქალაქში პირბადიანი ადამიანების რიცხვის ზრდითა თუ შესაბამისი მედიკამენტების ფასისა და მაინც გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლებით.

რა კონკრეტული ნიშნების მატარებელია სეზონური ვირუსი, რომელიც უბრალოდ გრიპი არაა და ბევრად მეტ გართულებას იწვევს და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ამ საკმაოდ საშიში დაავადებისგან ?

სიცხე, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მწვავე თავის ტკივილი, ხველა, სისუსტე, სუნთქვის გართულება – ეს ის სიმპტომებია, რაც ვირუსს  ახასიათებს და ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს ძალიან ჰგავს. ე.წ. ღორის გრიპი დომინანტური იყო 2010, 2011, 2013, 2017 წლებში და კვლავ აქტუალურია მიმდინარე წელს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 276 შემთხვევა დაფიქსირდა.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

ასევე სეზონური ვირუსების და მათ შორის, ღორის გრიპის პრევენციის ერთერთ ეფექტურ გზად ითვლება პირადი ჰიგიენის შენარჩუნება, პირბადის სწორი გამოყენება და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაციის მისაღებად დროული მიმართვა ექიმთან. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც ვირუსი ფატალურად დასრულდა, ადგილი ჰქონდა ექიმთან დაგვიანებულ მიმართვას და შესაბამისად დაავადების გართულებულ ფორმებში გადასვლას.

Wikipedia-ს ინფორმაციით,  სახელწოდება „ღორის გრიპი“ კი 1918 წელს გავრცელებულ ვირუსს უკავშირდება, რომელიც ღორებსა და ადამიანებში ერთდროულად გავრცელდა. თავიდან,  უმეტესად იმ ადამიანებს ემართებოდათ, ვისაც ღორებთან ახლო კავშირი ჰქონდათ. თუმცა, მოგვიანებით, ვირუსი იმ ადამიანებზეც გავრცელდა, ვინც ღორების სიახლოვეს არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ღორიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა იშვიათობაა.  ვირუსმა მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 50-100 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ღორის გრიპის ვირუსი მთელს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, რომელსაც აპრობირებული მეთოდებით ებრძვიან ქვეყნები და ცდილობენ მოსახლეობა ეპიდემიის საფრთხისგან დაიცვან. ამისთვის თითოეულ სახელმწიფოს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო რესურსი და მისი სწორად გამოყენება ესაჭიროება.

ვირუსული სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება კითხვები ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს გამართულობასთან და მის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. რამდენად აქვს ჩვენს ქვეყანას შესაბამისი რესურსი გაუმკლავდეს საკმაოდ რთულ ვირუსულ სეზონს და დაძლიოს ე.წ ღორის ვირუსი მოსახლეობის პანიკისა და ნაკლები ინფორმაციულობის ფონზე, ამ და სხვა კითხვებით “თბილისი თაიმსმა” რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. გთავაზობთ მათ შეფასებას.

„ამ ეტაპზე  გრიპის ეპიდემია მკვეთრად შემცირებულია,  გამომდინარე  იმ სტატისტიკური მონაცემების ანალიზიდან,  რომელსაც მაქსიმალურად ოპერატიულად აქვეყნებს „ლ. საყვარელიძის” სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

თუმცა  სტატისტიკა  მიუთითებს  მეტად დაძაბულ  სეზონზე რის  ერთ-ერთ მთავარ   მიზეზს წარმოადგენს თავად  მოსახლეობის  ნაკლები  ჩართულობა დაავადების პრევენციაში,  აქ  ვგულისხმობ როგორც შესაბამისი ჰიგიენური ნორმების, ასევე აცრების უგულველყოფაც.

მიმაჩნია,   რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები როგორც სპეციფიური  მედიკამენტის, ასევე სამედიცინო სერვისების ასპროცენტიანი დაფინანსების მიმართულებით არის ადეკვატური პასუხი გამოწვევაზე. რაც შეეხება გართულებას და განსაკუთრებით  ფატალურ შემთხვევებს ობიექტურ, ფაქტორებთან ერთად როგორიცაა  მძიმე, თანმხლები  დაავადებები და  სხვა ფონურ მდგომარეობები,  ასევე  მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორებიც მათ შორის ექიმთან  დაგვიანებული ვიზიტი.  ბუნებრივია  არსებული გამოცდილება, საერთაშორისო პრაქტიკის  დანერგვასთან ერთად სამომავლოდ, ხელს შეუწყობს   მსგავსი დაძაბული სიტუაციების პრევენციას „- განაცხადა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ბოლქვაძემ.

ანა ურუშაძე

 

Tags: H1N1ვირუსიღორის გრიპი
ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს”

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება

ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება

12 years ago
BBC: გერმანია შენგენის ზონას ტოვებს?! – ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაპირისპირება და შექმნილი „კოალიციები“

ანგელა მერკელი კანცლერად მეოთხედ აირჩიეს

8 years ago
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შეჭირვებულ ოჯახებს კონფლიქტის ზონის სოფლებში ესტუმრნენ

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შეჭირვებულ ოჯახებს კონფლიქტის ზონის სოფლებში ესტუმრნენ

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by