• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: ჩვენ წარვმართავთ პროცესს ისე, როგორც არის ეს რაციონალური და პრაგმატული

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: ჩვენ წარვმართავთ პროცესს ისე, როგორც არის ეს რაციონალური და პრაგმატული
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განვიხილეთ კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, შემდეგ შეხვედრაზე უკვე გაგრძელდება დეტალური დისკუსია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რაც უნდა აისახოს კანონპროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი პრინციპების განხილვა იყო. მისივე თქმით, საუბარი იყო პრინციპული მნიშვნელობის ყველა დეტალზე.

“რეალურად, იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა. დაწყებული იმით, თუ რამდენად უნდა იყოს ღია ის კონკურსი, რომელიც გამოცხადდება, შემდეგ როგორ უნდა იყოს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მიერ. როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი შემდეგ პარლამენტში, რამდენი კანდიდატი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ ყველაფერზე გვქონდა ჩვენ საუბარი. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტები, რომელიც იქნება შემოთავაზებული კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ოპოზიციის წარმომადენლების მიერ სამუშაო ჯგუფის დატოვებასაც. მისი თქმით, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, მათ შეხვედრას ბოიკოტი განოუცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი არის ღია და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

„ რაც შეეხება ორ არამოსამართლე წევრს, საბჭოს არამოსამართლე წევრებს და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. დავაზუსტებ, ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას, არ მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ ვართ დღესაც გახსნილი დისკუსიისთვის. თუ ვინმეს სურს დამატებით წვლილი შეიტანოს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ჩვენ ამისათვის მზად ვართ და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა იქამდე, ვიდრე შედგება სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა. აქედან გამომდინარე, არის აბსოლუტურად გახსნილი პროცესი. ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ასეთი გახსნილი პროცესის საფუძველზე შემუშავდება საბოლოოდ კანონპროექტი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და პარლამენტის თავმჯდომარე მოკლებულია უფლებას, შეუერთდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მოთხოვნას, თანამდებობა დატოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა.

„ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე მოკლებულია ყოველგვარ უფლებას, რომ შეურთდეს პოლიტიკურ მოთხოვნას, რომც იზიარებდეს თეორიულად. არ გვაქვს არანაირი უფლება და შესაძლებლობა, რომ შევუერთდე ასეთ პოლიტიკურ მოთხოვნას, რომელიც არის წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ვმუშაობთ ამ პრინციპის შესაბამისად”.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება.

მისივე განცხადებით, მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება.

„ ჩვენ წარვმართავთ პროცესს ისე, როგორც არის ეს რაციონალური, პრაგმატული. დღეს გვქონდა ზოგად პრინციპებზე მსჯელობა და ამის შემდეგ უკვე გვექნება მსჯელობა დეტალებთან დაკავშირებით და როგორც უკვე აღვნიშნე, მეორე შეხვედრაზე უკვე შეგვეძლება, რომ წარმოგიდგინოთ გადაწყვეტილებებიც დეტალებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე შევძლებთ ჩვენ მეორე შეხვედრის ჩატარებას. შესაბამისად, სესიის დაწყებამდე გარკვეული მონახაზი გვექნება კანონპროექტთან დაკავშირებით”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

Tags: ირაკლი კობახიძე
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”

“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”

11 years ago
ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს – დავით კაჭარავა

ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს – დავით კაჭარავა

5 years ago
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

5 years ago
ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

5 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by