საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლორა ტაკს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
„გვქონდა საინტერესო შეხვედრა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან. ქალბატონი ლორა ტაკი ნამყოფია საქართველოში, თუმცა არა ვიცე-პრეზიდენტის რანგში. ჩვენი შეხვედრა იყო იმის დასტური, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის, ფინანსური დახმარება გაგვიწიოს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების დასაფინანსებლად, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
“საქართველოს უკვე გააჩნია სტრატეგიული განვითარების ძალიან კარგი პირველი მონახაზი, რომელსაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში გავაგრძელებთ სხვადასხვა პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებას. გაგრძელდება თანხების ათვისება რეგიონული განვითარების მიმართულებითაც. მსოფლიო ბანკი მზადაა თანამშრომლობის გააქტიურებისთვის,” – განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლორა ტაკმა.
10.10.13