• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

8 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018-2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები გაწია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში, 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან და საკანონმდებლო კუთხით არსებულ გამოწვევებთან ერთად სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, 2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, როგორებიცაა: კუმურდო, ვარძია, უფლისციხის ინფრასტრუქტურა, ნიკორწმინდა, გორისციხე, ნიკო დადიანის სასახლე, სვანეთის კოშკები და მაჩუბები, მეტეხის თაძარი, სენაკის ხორავას სახელობის თეატრი.

„2018 წელს სააგენტო მუშაობდა 40 ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე. დღეისათვის დასრულებულია 25 პროექტი. შემუშავებულია ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტი ესტონური კომპანიის მიერ. ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ობიექტების ინვენტარიზაციისა და მათთვის ძეგლის სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულია წარმატებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების კუთხით, ასევე, საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით. მან, ასევე, ისაუბრა 2019 წელს დაგეგმილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის, კონსერვაციის, კვლევისა და პროექტირების შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. მისი ინფორმაციით, დასრულების სტადიაშია მუცოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გრძელდება ნოქალაქევის კომპლექსის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრისა და აწყურის ციხის რეაბლიტაცია.

„ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მცხეთისა და გელათის ამოღება იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან. ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლისა და რესტავრაციის საქმესთან დაკავშირებით 8000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მისივე ინფორმაციით, სააგენტოსა და და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ძალისხმევით, ასევე სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ ხელშწყობით 122 ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

„ბოლო 5 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება მუზეუმებსა და მუზეუმნაკრძალებში ვიზიტორთა რაოდენობა, რის შედეგადაც 5-ჯერ გაიზარდა შემოსული ფინანსური რესურსების რაოდენობა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 2019 წელს კომიტეტის მთავარი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შემუშავება, რომელიც შექმნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებელ რეგულაციებს.

„კულტურის უწყებასთან და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომიტეტი უკვე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, თუ როგორ შეიძლება ეროვნული კატეგორიის ძეგლების ისტორიის ნებსით თუ უნებლიედ დამახინჯებისგან დაცვა. ჩვენ ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს ახლავთ მათივე ტურისტული სააგენტოს ქოლგის ქვეშ მყოფი გიდები, რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ ისტორიულ ფაქტებს არაზუსტად აწვდიდნენ ტურისტებს. პირველ ეტაპზე, ვიწყებთ საანოტაციო და საინფორმაციო დაფების განთავსების ვალდებულების შემოღებას საკანონმდებლო დონეზე, რათა ეროვნული კატეგორიის ძეგლები იყოს დაცული მათი ისტორიისა და ისტორიული ცნობების არამართლზომიერი მიწოდებისგან“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ. სხდომის დღის წესრიგშია, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით იმართება.

Tags: გელათიმარიამ ჯაშიმცხეთა
Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სწრაფად უნდა დასრულდეს აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი, რაშიც საპატრიარქო ინტენსიურად იქნება ჩართული

რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა

7 years ago
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა

11 years ago

SOS: “სექსუალური უმცირესობების საერთაშორისო ორგანიზაციის” მანიფესტი -“ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგვგმობს, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები სიმპათიური ჭაბუკები არიან”

13 years ago

“ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ახალმა ტექნოლოგიებმა და ქართველმა მეცნიერებმა შექმნან საწარმო”

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by