საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად , საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
ოფიციალური მილოცვა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევს გუშინ გაუგზავნა.
11.10.13