• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა 2100 წლისთვის?

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ის მაქსიმუმს ანუ 8,7 მილიარდ ადამიანს 2055 წელს მიაღწევს, რის შემდეგაც დაიწყება ვარდნა.

როგორც Deutsche Bank-ის ანალიზიდან ჩანს, დღეს მოსახლეობა მსოფლიოში 7 მილიარდზე ოდნავ მეტი ადამიანისგან შედგება და პიკურ მაჩვენებელს – 8,7 მილიარდს – 2055 წელს მიაღწევს. შემდგომში ის თანდათანობით შემცირდება. ყველაზე სერიოზული ცვლილებები ეხება ასაკობრივ პირამიდას: მოსახლეობა შეუქცევადად ბერდება, თანაც როგორც ევროპაში, ასევე აფრიკაში.

გთავაზობთ მოსალოდნელი ცვლილების შკალას 15 ქვეყნის მაგალითზე 2000 წლიდან 2100 წლამდე დროის მონაკვეთში, რომელიც მარტინ დე ვულფმა გაეროს მონაცემების საფუძველზე გამოთვალა.

დასავლეთის სახელმწიფოებს შორის საფრანგეთი გამონაკლისია. მას შობადობის მხრივ ევროპაში სტაბილურად უკავია პირველი ადგილი (საშუალოდ ორი ბავშვი ერთ ქალზე), მისი მოსახლეობა დღევანდელი 65 მილიონიდან თითქმის 80 მილიონამდე გაიზრდება 2100 წლისთვის, რაც ორჯერ მეტია 1950 წელთან შედარებით.

მიუხედავად ამისა, ასაკობრივი პირამიდა ნელ-ნელა სწორდება: საუკუნის ბოლოს 70 წლის ადამიანი იქნება იმდენივე, რამდენიც ერთი წლის ჩვილი, 14 წლის მოზარდი და 30 წლის ზრდასრული ადამიანი, და ეს იმ ფონზე, როდესაც დღეს ყველაზე დიდ ასაკობრივ ჯგუფს 50 წლის ადამიანები წარმოადგენენ. იმის მიზეზი, რომ ასაკობრივ ჯგუფებში ასე იზრდება ასაკოვანი ადამიანების წილი არის ის, რომ მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა.

მსგავსი ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც: ქვეყნის მოსახლეობა 2010 წლის 62 მილიონი ადამიანიდან 22-ე საუკუნის დასაწყისისათვის 75,6 მილიონამდე გაიზრდება. ანალოგიური ცვლილებაა ადამიანების ასაკთან დაკავშირებით: მომავალ თაობებში ასაკოვანი ადამიანების წილი საგრძნობლად გაიზრდება.

გერმანიის მოსახლეობა შემცირდება: 2010 წლის 82 მილიონიდან 2090 წლის 70,1 მილიონამდე, მაგრამ 2100 წლისთვის მაინც გაიზრდება 70,3 მილიონ ადამიანამდე. ასეთი ვარდნის მიზეზი, დაბალი შობადობაა.

მსგავსი ვითარებაა იაპონიაშიც, სადაც ვარდნა საუკუნის ბოლოსთვისაც კი არ შეწყდება. მისი მოსახლეობა 125 მილიონიდან 91 მილიონამდე შემცირდება, რაც 100 წელიწადში 27,2%-ს შეადგენს! რომ აღარაფერი ვთქვათ დაბერებაზე… უკვე 2020 წლისთვის იაპონელების 20% 70 წელს გადაცილებული იქნება.

ჩინეთის მოსახლეობა უახლოეს წლებში პირველობას ინდოელებს დაუთმობს და 2090-იან წლებში მათი მილიარდიანი მოსახლეობის რიცხვი შემცირდება. იმავდროულად, ჰონკონგში აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იქნება: ქალაქის მოსახლეთა რაოდენობა 2010 წლის 6,7 მილიონიდან ასწლეულის ბოლოსთვის 10,3 მილიონამდე გაზირდება.

რუსეთშიც ამ მაჩვენებლის ვარდნა იქნება. მოსახლეობა ნელ-ნელა შემცირდება და 2100 წლისთვის მათი რაოდენობა 111 მილიონს შეადგენს. 100 წლის განმავლობაში – 24%-იანი შემცირება.

ამერიკაში, სტაბილური ზრდა გაგრძელდება 2100 წლამდეც და მოსახლეობა დღევანდელი 310 მილიონიდან გაიზრდება 478 მილიონამდე, თან ასაკობრივი პირამიდაც გასწორდება.

თითქოს, ბრაზილიის მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ უნდა გაზრდილიყო. სინამდვილეში, საუკუნის ბოლოსკენ, განსხვავებული სურათი იქნება: დღევანდელი 194 მილიონიდან 2040 წლისთვის მაქსიმუმს, 224 მილიონს მიაღწევს, რასაც თანდათანობითი ვარდნა მოჰყვება და 2090 წლისთვის ამ ქვეყანაში დაახლოებით 180 მილიონზე ნაკლები ადამიანი იცხოვრებს.

მეზობელ არგენტინაშიც ანალოგიური ვითარებაა: 2065 წლამდე ზრდა (51,3 მილიონის), შემდეგ სტაგნაცია, და ბოლოს ნელი ვარდნით ის შემცირდება 49 მილიონ ადამიანამდე 2100 წლისთვის.

აფრიკაში ძალიან საინტერესოა ასაკობრივი პირამიდის ცვლილება. დღეს იქ მოსახლეობა ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა დაბერება საერთო მსოფლიო ტენდენციის ფეხდაფეხ მასაც ემუქრება. მაგალითად, ეგვიპტეში (აქ შობადობა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება 2070 წლამდეც) ახალგაზრდები 19 წლამდე (დღეს ეს ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფია) საკუთარ მშობლებზე დიდხანს იცოცხლებენ და ყველაზე მრავალრიცხოვან ფენად დარჩებიან მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, რასაც გარდაუვლად მოჰყვება მოსახლეობის დაბერება.

იგივე ეხება ბურკინა-ფასოს, სადაც ახალგაზრდების წილი შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ 100 წლის განმავლობაში მისი მოსახლეობა რვაჯერ გაიზრდება. როგორც ჩანს, მსგავსი ვითარება შეიქმნება კენიაშიც.

და ბოლოს, კატარი. მისი მოსახლეობა არსებითად გაიზრდება, და ასაკობრივი პირამიდაც გასწორდება. ამაში გასაკვირი არაფერია. მიუხედავად ამისა, ქალების და მამაკაცების თანაფარდობა გაცილებით საინტერესოა: მიუხედავად ბუნებრივი წონასწორობისა დაბადებული გოგონების და ბიჭების რაოდენობას შორის, ბიჭები უფრო მეტნი ხდებიან ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ასეთი სიტუაცია შენარჩუნდება 2100 წლის ჩათვლით.

14.10.13

Tags: როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა 2100 წლისთვის?
ShareTweet

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

საინტერესო

N 17  დაწესებულების მსჯავრდებული ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

N 17 დაწესებულების მსჯავრდებული ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

10 years ago
გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები დასაქმებას  ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ

გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები დასაქმებას  ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ

6 years ago
არსამთავრობოები საყდრისში მონიტორინგის განსახორციელებლად გერმანული მხარის მიერ დასახელებული ხუთი საერთაშორისო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ

არსამთავრობოები საყდრისში მონიტორინგის განსახორციელებლად გერმანული მხარის მიერ დასახელებული ხუთი საერთაშორისო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ

13 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

ილია მეორე – დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს

8 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by