• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე – ძლიერი პარლამენტის გარეშე ძლიერი დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში 20/30-ის ექსპერტები მოხვდნენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას და ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია, ძლიერი დემოკრატიის არსებობა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„2016 წლიდან, დავისახეთ ამბიციური ამოცანა, თვისებრივად გაგვეძლიერებინა ჩვენი საკანონმდებლო ორგანო და ამისთვის დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან დავიწყეთ და ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო რეგლამენტის რეფორმა. სწორედ რეგლამენტში უნდა ასახულიყო და დაკონკრეტებულიყო სიახლეები, რომელიც ზოგადი სახით კონსტიტუციის დონეზე იქნა წარმოდგენილი. პარლამენტის აქვს ორი ძირითადი ფუნქცია – ეს არის ზედამხედველობა, ეს არის კანონშემოქმედება. გვქონდა სირთულეები ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ორი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში. საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ 2016 წელს და ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება. ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში ძალიან ხელშესახები შედეგებია.

„ეს შედეგები არის თვალსაჩინო თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორებისთვის. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 10 დღის განმავლობაში და ეს არის საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაინერგა ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში, მაგრამ ასევე, კანონშემოქმედების სფეროში.

„ჩვენ ყველა ერთად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო ზედამხედველობასთან. ინერგება ახალი ინსტრუმენტები, მინისტრის საათი, ინტერპელაცია და ჩვენ ვხედავთ, რომ სტატისტიკაც კი ადასტურებს იმას, თუ რამდენად გააქტიურებულია საქართველოში საპარლამენტო ცხოვრება. ჩვენ ამ დროის განმავლობაში, 16 დეკემბრის შემდეგ, გვქონდა 5 სასესიო კვირა და ამ 5 სასესიო კვირის განმავლობაში, 5 მინისტრი სტუმრობდა საქართველოს პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში. მათ შორის, ორი მინისტრი უკვე ორჯერ ესტუმრა საქართველოს პარლამენტს. არაერთი ვიზიტი გვქონდა საპარლამენტო კომიტეტებში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს, რამდენად გააქტიურებულია საპარლამენტო ცხოვრება. სტატისტიკასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი შინაარსი – ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები პარლამენტსა და მინისტრებს შორის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტი თანდათანობით აუმჯობესებს საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს. ასევე, აღვნიშნავ, რომ კანონშემოქმედების მიმართულებითაც აისახება უკვე პრაქტიკაში რეგლამენტის ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მეტი დრო დაუთმოს კანონპროექტების განხილვას, რაც სათანადოდ აისახება თავად კანონშემოქმედების ხარისხზე და ესეც არის ახალი რეგლამენტის ძალიან დიდი დამსახურება.

„დავნერგეთ, ახალი ტრადიცია ჩვენი რეგლამენტის საფუძველზე – ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წარდგენა. პირველად მოხდა ასეთი რამ საქართველოს პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ამ ფორმატმაც ძალიან საინტერესოც ჩაიარა საქართველოს პარლამენტში. ასევე, ახალი ფორმატით შედგა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, ახალი რეგლამენტი უზრუნველყოფს ამ პროცედურის ბევრად უფრო ეფექტიანად და სწორი ფორმით განხორციელებას. ასევე, რეგლამენტმა უზრუნველყო პარლამენტის თბილისში გადმოტანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენთვის ეს არ იყო მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხი. ის, რომ დედაქალაქში იმყოფება საქართველოს პარლამენტი, მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის და იმისთვის, რომ პარლამენტის იდენტობა იყოს სათანადოდ წარმოჩენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ახალი ინსტრუმენტი არის დანერგილი პარლამენტის რეგლამენტით.

„დეტალურად არ ჩამოვთვლი ამ ინსტრუმენტებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე ძალიან აქტიურად დაინერგება ეს ინსტრუმენტები ჩვენი პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკაში. ეს არის, მაგალითად, კომიტეტის თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც აუცილებლად წელსვე ძალიან აქტიურად დაინერგება საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს არის თემატური მოკვლევა, რომელიც არის ძალიან საინტერესო პროცედურა ასახული პარლამენტის რეგლამენტში. ეს არის პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც არის გათვალისწინებული ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით. ჩვენ პირველად წელს მოვისმენთ ასეთ ანგარიშს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. არის ახალი რეგულაციები საპარლამენტო ეთიკის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტში სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებაზე და დარწმუნებული ვართ, რომ უკვე წელს ჩამოყალიბდება ეს ცენტრი, როგორც ძალიან ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის ანალიტიკური რესურსების განვითარებას. პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩართული პარლამენტის რეგლამენტის შემუშავებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tags: ირაკლი კობახიძეპარლამენტი
Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ელენე ხოშტარია: “მე ვაკე ნამდვილად წავაგე”

ელენე ხოშტარია: “მე ვაკე ნამდვილად წავაგე”

10 years ago
“არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის კუთხით”

“არ შეიძლება საქართველოში გვქონდეს ის კატასტროფული სტატისტიკა, რომელიც გვქონდა შარშან ქალებზე ძალადობის კუთხით”

11 years ago
„ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს… ღმერთო, ტვინი არ გადამიბრუნო…” – რას აცხადებს ალექსანდრა პაიჭაძე

„ქვეყნის დასაქცევად იმხელა მასალა მაქვს… ღმერთო, ტვინი არ გადამიბრუნო…” – რას აცხადებს ალექსანდრა პაიჭაძე

3 years ago
ჩინეთში ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

ჩინეთში ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

10 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by