შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ოჯახური ძალადობის ნაწილში რისკების შეფასების სისტემამ და შემაკავებელი ორდერების ნაწილმა შედეგი გამოიღო.
“შემაკავებელი ორდერების რაოდენობა პრინციპულად გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 6 ათასს და გადასცდა კიდეც, თუმცა ეს არ არის შედეგი, შედეგი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული და არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში, რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში”, – განაცხადა შს მინისტრმა.