• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვანო მთვრალაშვილი: “ამ ეტაპზე საქართველოში საწვავის ფასის კლება არ განიხილება”

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საზოგადოებაში სწვავზე ფასების კლება და ან პირიქით ზრდა ყოველთვის აქტუალური და განხილვის თემაა, საწვავის ფასზე მოსალოდნელ მკვეთრ ცვლილებებზე, ხარისხზე, ბაზარზე მოთამაშე კომპანიებნის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლზე „თბილისი თაიმსს“ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ესაუბრა. 

ბენზინი წინა წლის მონაცემებს კვლავ გაუტოლდა და გაძვირდა, რამ განაპირობა ეს ზრდა და თუ არის მოსალოდნელი ფასების კლება საწვავზე, თქვენი პროგნოზი….

ბენზინის საცალო ფასი საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია  საშუალოდ 8-12  თეთრით/ლიტრაზე. კერძოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში A-98 სუპერის ტიპის ბენზინის ფასი შეადგენდა 2,28-2,33 ლარს/ლიტრაზე,A-95 პრემიუმიტიპის ბენზინი- 2,22-2,28 ლარს/ლიტრაზე, A-91 ევრო რეგულარიტიპის ბენზინი – 2,09-2,17 ლარს/ლიტრაზე, რეგულარიტიპის ბენზინი – 2,10-2,12 ლარს/ლიტრაზე.  ხოლო დღეისათვის ბენზინის საშუალო საცალო ფასი შედაგენს: A-98 სუპერის ტიპის ბენზინი – 2,20-2,23 ლარს/ლიტრაზე, A-95 პრემიუმიტიპის ბენზინი- 2,15-2,17  ლარს/ლიტრაზე, A-91 ევრო რეგულარიტიპის ბენზინი – 1,99-2,05 ლარს/ლიტრაზე, რეგულარიტიპის ბენზინი – 1,99-2,00 ლარს/ლიტრაზე.   ეს არის ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, ხოლო არაბრენდირებულ  გასამართ სადგურებში 5-10 თეთრით ნაკლებია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან საწვავის ფასები დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებზე PLATT”S-ის მიხედვით. შესაბამისად, საერთაშორისო ფასებზე არსებული ტენდეციებიდან გამომდინარე ხდება ჩვენთანაც საწვავის ფასის კორექტირება.

ამ ეტაპზე საქართველოში საწვავის ფასის კლება არ განიხილება. ცნობისათვის საწვავის ფასის შემცირება საქართველოს საცალო ქსელში ბოლოს დაფიქსირდა მ/წლის  30 სექტემბერს ყველა სახის პროდუქციაზე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დიზელის საწვავზე ფასის შემცირება. კერძოდ, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ დიზელის საწვავის ფასი 15 თეთრით შეამცირა ლიტრაზე.0ffd977133c239e670472f373bed58f1

როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, თუ ბაზარზე მოთამაშე კომპანიები შეთანხმებულად თუ შეუთანხმებლად ბენზინზე ფასს არ აკლებენ?

პირველ რიგში საჭირო იქნება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედება და იქ  დაწესებული რეგულაციებით აღნიშნული საკითხის კონტროლი.

საინტერესოა, რა რაოდენობის საწვავი შემოაქვთა ბაზარზე არსებილ კომპანიებს დასაბოლოოდ რამდენ მოგებას იღებდნენ, თუ არსებობს ორგანიზაციები,რომლებიც  ყოველივე ამას აკონტროლებენ?

„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  90,2 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა –  54,1 ათასი ტონა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია მიმდინარე წლის განმავლობაში.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 596,7 ათასი ტონა, რაც  17,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (614,1 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 197,1 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 147,4 ათასი ტონა და დიზელი – 49,7 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 33%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი – 155,4 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 20,1 ათასი ტონა და დიზელი – 135,3 ათასი ტონა) – 26%;  ბულგარეთი – 101,8 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 72,7 ათასი ტონა და დიზელი – 29,1 ათასი ტონა) – 17%;  რუსეთი – 85,3 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) – 14,3%;

მ/წლის 9 თვის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, აზერბაიჯანი, იტალია. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-92 რეგულარი მარკის ბენზინი – 70%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 27%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 3%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი – 71%, ხოლო ევრო დიზელი – 29%.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 37,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი (საგზაო ასფალტის შემადგენელი), რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი – 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

საავიაციო ნავთის იმპორტმა 2013 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შეადგინა 61,9 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი –  74% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 15%, ისრაელი – 8,6%, საბერძნეთი – 2,4%.

მ/წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 10,8 ათასი ტონა,  რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი –  29% განხორციელდა თურქეთიდან,  19,4 % – ირანიდან,  15,7 % – გერმანიიდან და ა.შ.

რაც შეეხება მოგებასთან დაკავშირებულ საკითხს, კომპანიები ყოველწლიურად აქვეყნებენ აუდიტორულ ანგარიშებს და  ყოველივე ამას შესაბამისი სამსახურები უწევენ ზედამხედველობასა და კონტროლს.

საქართველოში ბენზინის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებულ ნავთობის ფასზე.  აქვე საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, რა სიტუაციაა მსოფლიო ბაზარზე და მოსალოდნელია თუ არა ფასების მკვეთრი ცლილებები?

თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასზე PLATT”S-ის მიხედვით. საკუთრივ საერთაშორისო ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ერთ-ერთი მთავარია მსოფლიოში  ნავთობზე მოთხოვნა. რაც უფრო მაღალია ნავთობზე მოთხოვნა, შესაბამისად მით უფრო მაღალია ფასი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოპოლიტიკური სიტუაციები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში – ნებისმიერი, თუნდაც მცირე დაძაბული პოლიტიკური ვითარება აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში, იმის მიუხედავათ,  ეს ქვეყნები ნავთობის მწარმოებლები არიან თუ არა. რა თქმა უნდა, ზოგადად მნიშვნელოვანია ასევე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარება განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ.

ყოველივე აქედნ გამომდინარე საკმაოდ რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან მსოფლიოში ვითარება საკმაოდ სწრაფად იცვლება და ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან რომელიმე ნებისმიერ დროს შეიძლება ან გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს, რაც  პირდაპირ გავლენას ახდენს ფასზე.

16.10.13

ბელა არუთინოვი

Tags: ვანო მთვრალაშვილი: "ამ ეტაპზე საქართველოში საწვავის ფასის კლება არ განიხილება"
ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ნათია თურნავა – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი

ნათია თურნავა – ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ, რომ საბოლოო სიაში, რომელიც გამოქვეყნდება, აუცილებლად ვიყოთ, ყველა კრიტერიუმით ჩვენ, უსაფრთხო ქვეყანა ვართ

6 years ago

2012 წელს საქართველოში უმუშევრობა მცირედით 0.1%-ით შემცირდა

13 years ago
არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა

7 years ago
ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია დასრულდა

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია დასრულდა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by