• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მუსიკა საერთაშორისო ენაა ჩვენს პატარა დედამიწაზე, რომელიც ჩვენში უამრავ უნარს ავითარებს “-თათა ასათიანი

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“მუსიკა საერთაშორისო ენაა ჩვენს პატარა დედამიწაზე, რომელიც ჩვენში უამრავ უნარს ავითარებს “-თათა ასათიანი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

  არაერთი ქართველი საზღვარგარეთ მოღვაწეობს და საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შესახებ ნაკლები ვიცით. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად თათა ასათიანს ესაუბრა, რომელიც წლებია ქვემო ავსტრიაში ცხოვრობს და ერთგულად ემსახურება საყავრელ საქმეს.

პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენი ისტორია

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ნოდარ დუმბაძის ლექსები და ჩემი პირველი ნაწარმოებიც მის ერთ-ერთ ლექსზე, „საათი“ დავწერე. მისი შინაარსი ძალიან კარგად ერგებოდა ჩემს მაშინდელ სადარდებელს შუადღის ძილთან დაკავშირებით. ეს იყო მუსიკის სკოლაში შესვლამდე. ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული 7 წლის ასაკში დავიწყე. ისე მოხდა, რომ მუსიკალური განათლების გზაზე ძალიან ბევრი მასწავლებელი შემეცვალა. კონსერვატორიის დამთავრების დროს მეცხრე პედაგოგთან ვიყავი. მე ვფიქრობ ეს ფაქტი საკმაოდ დადებითად აისახა ჩემი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაზე. არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი ძვირფასი ვანდა მასწავლებელი (ვანდა შარაშიძე), რომელიც მუსიკის სკოლაში სისტემატურად, საათობით თავდაუზოგავად მამეცადინებდა (რადგან იმ დროს სახლში ინსტრუმენტი არ მქონდ) ყველა კონცერტზე გავყავდი სოლო პროგრამით თუ ორკესტრთან ერთად.

გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მუსიკოსი,16 წლის ასაკში მივიღე. ამ დროს ვსწავლობდი ევგენი მიქელაძის სახელობის მე-9 სამუსიკო კოლეჯში. იმ წლებში ვმეცადინეობდი თითქმის ყოველდღე 6-7 საათი და ვირიცხებოდი რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის, თინა ღვინერიას, კლასში. კოლეჯის ბოლო წელს, როცა ჩემს მასწავლებელს მივლინებით საზღვარგარეთ წასვლა მოუხდა, რეკომენდაციებით მოვხვდი პროფესორ გიზი ამირეჯიბთან და დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვეზიარე ფორტეპიანოს უმაღლეს სკოლას. ასევე მინდა გამოვყო პედაგოგი ნატა მაღალაშვილი, რომლის დამსახურებით ფორტეპიანოს ხელოვნების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავედი. კონსერვატორიაში კი პროფესორებმა ნუგეშა მესხმა, ნინო ქათამაძემ და ცირა ქამუშაძემ (საკონცერტმეისტერო ხელოვნების პროფესორი) ასევე დიდი წვლილი შეიტანეს მუსიკის განხრით ჩემს განვითარებაში. ნანა გრიგოლია, ეთერი კვერღელიძე, ნათელა ნატროშვილი, პროფ. ოთო რასთბიხლერი და პროფ. გერეონ ქლაინერი ავსტრიაში – ყველა პედაგოგს ერთ სტატიაში ვერ ჩავატევთ, მაგრამ თითოეულს ვუხდი უდიდეს მადლობას ჩემი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში გაწეული ამაგისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ფორტეპიანოს განხრით თავდაუზოგავად ვმუშაობდი, დროთა განმავლობაში გამოიკვეთა მეორე ხაზი, რამაც ჩემი არჩეული ინსტრუმენტი ვერ ჩაანაცვლა, მაგრამ მის დონეზე ნამდვილად დადგა.

სკოლის ასაკში, ზაფხულობით ჩემი საყვარელი გასართობი იყო მუზიცირება მეგობრების წრეში, სადაც საკუთარ ტექსტზე დაწერილ ჩემს სიმღერებს ვუკრავდი და ვმღეროდით. კოლეჯში სწავლის დროს დედამ, რომელიც მუდამ გვერდში მედგა და მიდგას დღემდე, აჩვენა ჩემი ნაწარმოებები ჩემს პედაგოგს, თინიკო ღვინერიას, რომლის მეშვეობით აღმოვჩნდი ბატონი გოგა შავერზაშვილის საკომპოზიციო კლასში და შემდეგ კონსერვატორიაშიც მასწავლიდა. ძალიან კარგად მახსოვს ბატონი გოგას სიტყვები: „ნიჭის არგამოყენება დანაშაულია“. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მაშინდელი უმთავრესი მიზანი ფორტეპიანოს უმაღლეს დონეზე დაუფლება იყო და კომპოზიციას მერეც, წლების განმავლობაში, მხოლოდ შიგადაშიგ ვუბრუნდებოდი.

მერე ავსტრიაში წამოვედი. ჩემი მონდომებითა და ადამიანების სიკეთის დახმარებით აქაც გავიკვალე გზა. ზალცბურგში სხვადასხვა დროს ვმუშაობდი გუნდების კონცერტმეისტერად და ასევე ვმღეროდი ორ გუნდში, ვთანამშრომლობდი ერთ-ერთ თეატრთან, ვიღებდი მასტერკლასებს, ვატარებდი კონცერტებს. დღესდღეობით ინტენსიურად ვმუშაობ კომპოზიციის კუთხით მომავალ პროექტებზე.

შეიმჩნევა თუ არა გამოკვეთილი განსხვავება მუსიკისადმი დამოკიდებულებაში საქართველოსა და საზღვარგარეთს შორის?

ავსტრიის მაგალითს მოვიყვან, რადგან ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. ათიდან რვა ფლობს რომელიმე ინსტრუმენტს და/ან მღერის. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ადამიანი არის პროფესიით ექიმი, ან პილოტი, ან დურგალი და მუშაობს სრული განაკვეთით, მაგრამ მაინც პოულობს იმისთვის დროს, რომ იმღეროს სისტემატურად გუნდში ვთქვათ, მოცარტის მესები ან ჰყავდეს თავისი საკმაოდ წარმატებული ბენდი. აი, ასეთი სიტუაციაა აქ. მე მუსიკის სკოლაში ვმუშაობ ფორტეპიანოს მასწავლებლად და კონცერტმეისტერად, ანუ უშუალო კონტაქტი მაქვს ახალგაზრდა თაობასთან. ბავშვები და მოზარდები ხშირად ერთდროულად ეუფლებიან სხვადასხვა სახის რთულ ინსტრუმენტებს და ეს შესაძლებელია. მაქვს შეხება ისეთ მოსწავლეებთან, რომლებიც რამდენიმე ინსტრუმენტიდან ერთ–ერთს ირჩევენ მუსიკის უმაღლეს სკოლაში ჩასაბარებლად (Musikhochschule – როგორც ჩვენთან კონსერვატორია – არის აქ მუსიკის სკოლის ზედა საფეხური მუსიკალური განათლების სისტემაში).

ზოგადად, ავსტრიელების დამოკიდებულება მუსიკის და სამუსიკო განათლების სისტემის მიმართ, ძალიან განსხვავდება საქართველოში არსებული დღევანდელი რეალობისგან. აქ მუსიკის მასწავლებლის პროფესია ძალიან დაფასებულია და არ არის „მოდიდან გამოსული“. ახალგაზრდა თაობისთვის მუსიკოსობა მიმზიდველი საქმიანობაა. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ავსტრიის ყველა რეგიონი ყოველმხრივ თანაბრადაა განვითარებული. აქ არ არსებობს ,,ცენტრი“ და ,,პერიფერია“ ქართული გაგებით. ეს ვრცელი თემაა და ძალიან შორს წაგვიყვანს. მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ერთხელ იმ დროსაც მოვიყვანთ (და არა „მოვა დრო“), როცა საქართველოს ყველა კუთხეში გაგვიხარდება ცხოვრება. ამ მხრივაც შევეცდები ჩემი წვლილის შეტანას მომავალში.

 რას ურჩევდით დამწყებ მუსიკოსებს?

    მუსიკა საერთაშორისო ენაა ჩვენს პატარა დედამიწაზე, რომელიც ჩვენში უამრავ უნარს ავითარებს. მასთან ურთიერთობით შეგვიძლია განვიკურნოთ და სხვებს ჩვენი სიყვარული გავუნაწილოთ. მუსიკის სფერო ამოუწურავია, მასში ყოფნა არასდროს არ მოგწყინდებათ და ყოველთვის ახალს აღმოაჩენთ. ამ ჯადოსნურ სამყაროში შესვლის ფორმულა ასეთია: ინტერესი + მონდომება + შრომა. ეს ყველაფერი დაუნანებლად შეაზავეთ ერთმანეთში და მიიღეთ ყოველდღე თვალის გახელისთანავე სიცოცხლის ბოლომდე. წარმატება გარანტირებულია!

 მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე

          ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა გაკეთებულმა საქმეებმა ილაპარაკონ ჩემი გეგმების შესახებ. მაგრამ კითხვა რომ უპასუხოდ არ დავტოვო, მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ. დღესდღეობით ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან ერთად ქვემო ავსტრიაში. ვმუშაობ ფორტეპიანოს მასწავლებლად, კონცერტმეისტერად და ასევე, ერთ-ერთი ავსტრიული გაზეთის ფოტოჟურნალისტად. ასევე, ვმართავ კონცერტებს და მათში მონაწილეობას ვიღებ ფსევდონიმით Filia Solis (ქართულად – „მზის შვილი“). ჩემი მომავალი გეგმების დიდი ნაწილი კომპოზიციას უკავშირდება. ვწერ ნაწარმოებებს საკმაოდ დიდი პროექტისთვის, რომლის ჩამოტანას მომავალში საქართველოშიც ვგეგმავ. ასევე ვაპირებ ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას. გარდა ამისა, ვგეგმავ პროექტებს ჩემს მეუღლესთან ერთად. ერთ–ერთი უკვე შემდგარი პროექტია ჩვენი ბენდი „Mitzis Messer“, სადაც ჩვენს მეგობართან ერთად ვუკრავთ და ვმღერით ავსტრიულ პოპს და ვენურ სიმღერებს. სიახლეებს შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ჩემს ვებ–გვერდზე: www.filiasolis.com

ვფიქრობ – რომ მეტი სიკეთე უნდა გავიმეტოთ ერთმანეთისთვის.

ვგრძნობ – რომ არსებობს სიყვარული.

ვერიდები – ადამიანებისთვის გულის ტკენას .

ვეჭვიანობ – ვცდილობ, ამ გრძნობას ჩემში ადგილი არ დავუთმო.

ვნანობ – რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან მის სიცოცხლეში გამომშვიდობება ვერ მოვასწარი.

მძულს – მისი ანტონიმი სიყვარულია. ვცდილობ მიყვარდეს.

ვოცნებობ – ბევრ ფერზე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

ვიცი – რომ რასაც ადამიანი ნამდვილად გულით მოინდომებს, ადრე თუ გვიან გამოუვა.

არ ვიცი – ძალიან ბევრი რამ. ვნახოთ რის ათვისებას მოვასწრებ ცხოვრების ბოლომდე.

მეშინია – გაბედულება ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

შემიძლია – ის, რასაც მოვინდომებ.

არ შემიძლია – ის, რასაც არ მოვინდომებ.

მიყვარს – მზიანი დღეები.

არ მიყვარს – როცა ჩემი ნდობის ბოროტად გამოყენებას ცდილობენ.

ვკარგავ – ხშირად სათვალეს (საბედნიეროდ, მალევე ვპოულობ)  🙂

ვმალავ – გულახდილი ადამიანი ვარ, თუმცა ყველასთან ყველაფერს მაინც ვერ/არ ვიტყვი.

მაინტერესებს – ძალიან ბევრი სფერო.

არ მაინტერესებს – მლიქვნელობა.

მესიზმრება – ხან რა და ხან რა.

ვეხმარები – შესაძლებლობის ფარგლებში ყველას, ვინც დახმარებას მთხოვს.

ვეხმარები – შესაძლებლობის ფარგლებში ყველას, ვინც დახმარებას მთხოვს.

ვდარდობ – დარდი არ გვეხმარება, პირიქით. თუ რამის გამოსწორება შეიძლება, გამოვასწოროთ. თუ ვინმეს დახმარება შეგვიძლია, დავეხმაროთ. წინააღმდეგშემთხვევაში, უნდა ვიპოვოთ ძალა და გავუშვათ დარდი ჩვენგან.

ვყოყმანობ – ყველა ყოყმანობს არჩევანის გაკეთების დროს. მთავარია შეძლო გადაწყვეტილების მიღება.

მინდა – რომ ყველა ადამიანში მზე ანათებდეს.

განვიცდი – ბევრ რამეს. მაგალითად, უსახლკარო ბავშვების ბედს. მომავალში ვაპირებ ამ კუთხით ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანას.

მენატრება – ოჯახის წევრები და მეგობრები.

საუკეთესო, რაც მაქვს – ჩემი ოჯახია.

თავისუფლება ნიშნავს – მქონდეს დრო იმისთვის, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე და გავატარო დრო ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან.

რომ არა აქ, ვიქნებოდი – ალტერნატივა არ დაილევა. თუმცა ახალი ქვეყნების აღმოჩენისგან ხშირად თავს ვიკავებ და საქართველოში მოვდივარ.

სიმღერა ჩემთვის – ბედნიერებაა.

ვგეგმავ – უამრავ რამეს და თან ვცდილობ განვახორციელო.

 ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In