სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკილაშვილების ოჯახი ამბობს, რომ მათ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა დაეცა. როგორც ისინი პირველ არხს უყვებიან, რაკეტა ჯერ სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი და იატაკი დააზიანა. კიკილაშვილების ოჯახში ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კახეთში სეტყვა იყო.
ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის სპეციალისტები სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის მწარმოებელ ბულგარულ კომპანიასთან და ითხოვენ განმარტებას რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ. მათივე თქმით, მიზეზების დადგენამდე მიყენებულ ზიანს ცენტრი აანაზღაურებს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.