13 საათის წინ
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან
13 საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით
2 დღის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
2 დღის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
2 დღის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი – 6,55%, კობა დავითაშვილი – 2,91%, სოფიო ხორგუანი – 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.

Please follow and like us: