• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ბახტაძე – კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
მამუკა ბახტაძე – გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფორუმზე – „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დატოვა მემკვიდრეობით, რასაც მიზანმიმართული პოლიტიკა სჭირდება, რათა ქართული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე. გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეეხება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა მემკვიდრეობაში და ბუნებრივია, ამას სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, ვინაიდან, სწორედ 2018 წელს ჩატარებული რთველი იყო ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი მოგვცა, თუმცა ჩვენ შორს ვართ სასურველი ნიშნულიდან. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია- ინკლუზიური განვითარების რესურსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ უცხოელი ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ სურვილი, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გაცნობას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

„კახეთი არის საქართველოს ულამაზესი კუთხე, თავისი დიდი ისტორიით, ტრადიციით, ის არის მეღვინეობის აკვანი და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს კულტურაში. კახეთში მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვითარების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება მიცემული ამ საკითხთან დაკავშრებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთის რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სხვადასხვა მცენარეული კულტურების განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებითაც დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს.

„ეს კუთხე უნიკალური ისტორიის მატარებელია. ბევრი კულტურული ძეგლი, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს, სწორედ კახეთშია და ბუნებრივია, ამ ნაწილში ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მე მიხარია, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კახეთის რეგიონში დავგეგმეთ, გრაფიკით მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ სწორედ ეს ტემპია შესანარჩუნებელი, რომ კახეთში ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება დროულად განვავითაროთ, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ამ ულამაზეს კუთხეში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე დასრულდება.

„ეს კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს ამ ულამაზეს კუთხეში. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება, არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ინკლუზიური ზრდა – ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მე დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული რეგიონი ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად. შარშან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგი, ვინაიდან ეს იყოს ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და იმედი მაქვს, შემდეგი წლები იქნება კიდევ უფრო წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ წინანდალში გაიმართა. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა კახეთის რეგიონისთვის.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მიღების თაობაზე „გაზპრომის “ მოთხოვნას დათანხმდა

10 years ago
თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

12 years ago
“თავრობის ამოცანაა: ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია”

“თავრობის ამოცანაა: ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია”

11 years ago
ფინეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს

ფინეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს რეფორმების და ევროინტეგრაციის პროცესს

8 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by