• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბეშუმი – გარანტია ზაფხულის ცხელი დღეების სილამაზისთვის (ფოტოკოლაჟი)

6 years ago
კატეგორია: მოგზაურობა
A A
ბეშუმი – გარანტია ზაფხულის ცხელი დღეების სილამაზისთვის (ფოტოკოლაჟი)
19
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზაფხულია და, მეტ-ნაკლებად, საკუთარი ცხელი დღეები ყველას დაგეგმილი აქვს. ზოგი უპირატესობას მთას ანიჭებს, ზოგიც – ზღვას. ბეშუმი ხულოს  რაიონში, სილამაზით, არაამქვეყნიური ბუნებითა და უცხოელი დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. ზაფხულიც და ზამთარიც აქ თანაბრად თვალისმოჭრელია. წელს ის დამთვალიერებელს ბევრად გამართულ ინფრასტრუქტურას, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოსა და ეკონომიკური თვალსაზრისით კურორტის წინსვლას ჰპირდება.

ბეშუმთან დაკავშირებულ მოცემულობებზე „თბილისი თაიმსს“ ემზარ ბოლქვაძე, “კურორტი ბეშუმის” დირექტორი ესაუბრა.

„კურორტი ბეშუმი“ ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრ სიმაღლეზე, ბათუმიდან 120 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც, გარდა ქალაქისხმაურისა და სიცხისაგან თავის დაღწევისა,ჯამრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისათვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ტურისტებისათვის საუკეთესო საპიკნიკე და საკარავე ადგილია, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი“.

რატომ უნდა ესტუმროს დამსვენებელი ბეშუმს?

კურორტი მდიდარია სასმელი და მინერალური წყაროებით, სამკურნალო ტალახებითა და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერით, რაც საუკეთესო საშუალებაა სასუნთქი გზების ქრონიკული დავადებების სამკურნალოდ. კურორტზე არსებული მინერალური წყაროები საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ.

აქ შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ადგილზე დამზადებული რძე და რძის პროდუქტები – კაიმაღი, ყველი, ყურუთი, რომლებიც ახალი და გემრიელია. კურორტის მიმდებარე ტყეები მდიდარია უამრავი სახეობის საუკეთესო სოკოებით.

როგორ ემზადება ის დამსვენებლების მისაღებად?

ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ბეშუმი ათი ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს. განსაკუთრებით საინტერესო აგვისტოს პირველ შაბათ-კვირასაა, როცა ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „შუამთობა“  იმართება.  დღესასწაულზე დოღის, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენისა და ჭიდაობის სანახავად უამრავი ადამიანი იყრის თავს.

ბეშუმში ყოფნისას ვიზიტორებისათვის განსაკუთრებით პოპულარული მწვანე ტბისა და ხიხანის ციხის ტურისტული მარშრუტებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო ახორციელებს კურორტ ბეშუმის განვითარების პროექტს, რომლის მიზანია:

  • კურორტისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარება;
  • ჯანსაღი და უსაფრთხო დასვენებისა და საცხოვრებელი გარემოს შექმნა;
  • კურორტის ეკონომიკური და კონკურენტუნარიანობის ზრდა;
  • ბუნებრივი რესურსების დაცვა განვითარება;
  • საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა;
  • ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიების გამოყენება.

კურორტ ბეშუმში 2015-2019 წლებში განხორციელდა ისეთი მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა:

  • შიდა საავტომობილო გზების მოასფალტება;
  • შიდა და გარე წყალგაყვანილობის,წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა;
  • ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;
  • ორი მინი სპორტული მოედანი;
  • სანიაღვრე არხები;
  • სანიაღვრეარხებზე ცხაურების მოწყობა;
  • ქუჩის განათება90 წერტილზე;
  • საავტომობილო გზის გასწვრივ საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.

მიმდინარეობს:

  • კურორტ ბეშუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენა;
  • ელ. მეურნეობის სრული რეაბილიტაცია,განახლება(იცვლება 200 ც. ელ. გადამცემი ბოძი 10 კმ სიგრძის სიპი კაბელი, 1ც. 600 კვტ სიმძლავრის ტრანსპორმატორი)

რა პროექტების განხორციელება იგეგმება უახლოეს მომავალში?

  • დარჩენილი შიდა გზების მოწყობა ბეტონის საფარით;
  • შენობა- ნაგებობების ნომერაცია;
  • ავტომობილებისათვის საპარკინგე ადგილების მოწყობა;
  • ელ. გამრიცხველიანება;
  • ღობის კაპიტალური შეკეთება;
  • კურორტის ტერიტორიაზე არსებული ხეების ინვენტარიზაცია, ხეების დარგვა (კავკასიური ნაძვი, მურყანი).

რა ვალდებულებები აქვს  კურორტზე არსებული შენობა-ნაგებობების მფლობელს?

  • შენობა-ნაგებობების საკუთრებაში აღიარება (არქონის შემთხვევაში, ვერ გახდება ელ. აბონენტი);
  • უსახური, ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;
  • ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე ჩართვა;
  • ინდივიდური სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, წყლის რაციონალურად ხარჯვა;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება სპეციალურ ურნებში;
  • უკანონომშენებლობა-მიშენების შეჩერება-შეწყვეტა.

ვინ ზრუნავსდამსვენებელთა  უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე?

დამსვენებელთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს: ა(ა)იპ „კურორტი ბეშუმი“;პოლიცია;სახანძრო სამაშველო სამსახური;სასწრაფო სამედიცინო სამსახური;სამედიცინოამბულატორია;აფთიაქი;ავტოსადგური;„ენერგო-პრო ჯორჯია“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

fb-share-icon
Tweet
Share8Tweet5

ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  
ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  

06/01/2022
საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 
ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 

02/12/2022
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 
ახალი ამბები

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 

02/12/2022
ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
ახალი ამბები

ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

01/24/2022
პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება
ახალი ამბები

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება

12/13/2021
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი ამბები

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11/26/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In