• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი გახარია – ვიცი, რომ პოლიციელების დიდი ნაწილი გულწრფელად თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი საოკუპაციო ხაზზე მსახურობს

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი გახარია – მე თუ გავხდი  სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც იქ იდგა, დარწმუნებული კი არ ვარ, უბრალოდ, ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი საოკუპაციო ხაზზე მსახურობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის დასმულ შეკითხვას უპასუხა.

გვიმრაძემ გახარიას  ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შს მინისტრი, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებული რისკები არ იყო შეფასებული და გათვლილი, რა შეიძლებოდა მოყოლოდა მას.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კომპონენტი იმაში, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ, რაც ამას მოჰყვა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს, უნდა გახდეს. განსაკუთრებით მას შემდეგომ, რა განვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებას. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქის სამართლიანი პროტესტი. პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც იქ იდგა, დარწმუნებული კი არ ვარ, უბრალოდ, ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდა ამ პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე. მათ ძალიან კარგად ესმით უსაფრთხოების და ოკუპაციის კომპონენტი რამდენად მნიშვნელოვანია და ემოციურადაც ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ აქ არანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომ ისინი აბსოლუტურად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს.

ეს არის ერთი ნაწილი, რა იყო გათვლილი და რა მიზანს ემსახურებოდა ამ ღონისძიების მესვეურების ქმედების უკან, იყო თუ არა რამე გათვლები, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნიდნენ რისკებს. აბსოლუტურად სხვა საკითხია, რომელიც ასევე სამწუხაროდ, უსაფრთხოებას ეხება, ყველაფერი ის, რა სახეც მიიღო შემდგომ ამ პროტესტმა. ორივე კომპონენტი რა თქმა უნდა, განსახილველია უსაფრთხოების განზომილების თვალსაზრისით, თუმცა ვთვლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი და ვერც ერთ შემთხვევაში, მე იმ პროტესტს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამოხატეს, ვერ დავუკავშირებ უსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომელიც შესაძლებელია, ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან. ეს სხვადასხვა რამეა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რა ფორმებიც მიიღო შემდეგ ამ პროტესტმა, ესეც ასევე, რა თქმა უნდა, ესეც ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტს ძალზე სერიოზულად ეხება, ეს სხვა ფორმატში, მაგრამ ასევე განსახილველია“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გვიმრაძის კითხვაზე, უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში რამდენად იყო ეს ყველაფერი გააზრებული, რამდენად იყო ეს რისკები აწონ-დაწონილი, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პრობლემები და განიხილება თუ არა უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში, გახარიას თქმით, შექმნილი რისკებზე მსჯელობის საგანი უახლოეს პერიოდში გახდება.

„ახალი შექმნილი რისკები, რომლებიც ჩვენ წინაშეა და უკვე ყველა ვხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეებიც უკვე გრძნობენ, რა თქმა უნდა, ეს გახდება მსჯელობის საგანი უახლოეს პერიოდში. თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ პროცესი არ არის დასრულებული. ჯერ თემები საკმაოდ ცხელია. პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება ჩვენს შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოსაც, თუმცა ეს არ იყო გაანალიზებული და არ ყოფილა განხილული. ამ ჭრილში სამწუხაროდ, ეს ღონისძიება, რომელიც ჩატარდა პარლამენტში, დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, რაც შესაძლებელია, იყოს შეცდომა ან არასაკმარისი ანალიზი, თუმცა ეს არის ფაქტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებს ხვდება.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სალომე ზურაბიშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

8 years ago

წერის სიყვარულს ფიქრების მოზღვავებას უკავშირებს – ირაკლი ჭიკაიძის პორტრეტი

9 years ago
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

13 years ago
კოღოები და ტკიპები ღამურებისა და ღორის ჭირის შემდეგ – რუსეთი საქართველოდან ახალ “საფრთხეს” ასახელებს

კოღოები და ტკიპები ღამურებისა და ღორის ჭირის შემდეგ – რუსეთი საქართველოდან ახალ “საფრთხეს” ასახელებს

4 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by