საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებასა და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
ჟაკ შირაკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და 30-მდე ქვეყნის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში 26 სექტემბერს გარდაიცვალა.