• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება, კოსმოსიდან მალულად გვაკვირდებიან – ახალი კვლევა

6 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება, კოსმოსიდან მალულად გვაკვირდებიან – ახალი კვლევა
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, ჩვენი არსებობიდან მოყოლებული, კოსმოსიდან მალულად გვზვერავენ.

ეს საკმაოდ თამამი მოსაზრება ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯეიმს ბენფორდმა ახალ სამეცნიერო კვლევაში გააჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ ბენფორდის იდეები რადიკალურად ჟღერს, მთლიანად ეფუძნება არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ხანგრძლივი ისტორიის ვარაუდებს.

არამიწიერ ცივილიზაციებს შესაძლოა, გალაქტიკა უკვე მოვლილი აქვთ და დედამიწასაც სტუმრობდნენ - ახალი კვლევა

მსგავსი: არამიწიერ ცივილიზაციებს შესაძლოა, გალაქტიკა უკვე მოვლილი აქვთ და დედამიწასაც სტუმრობდნენ – ახალი კვლევა

1960 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის რადიოფიზიკოსმა რონალდ ბრეისველმა პირველმა წამოაყენა მოსაზრება, რომ „უმაღლესი გალაქტიკური საზოგადოებები“ შესაძლოა, კოსმოსის მასშტაბით „მზვერავების“ სახით გზავნიდნენ ვარსკვლავთშორის ავტომატურ ზონდებს, რათა დააკვირდნენ და იქნებ დაეკონტაქტონ კიდეც სიცოცხლის სხვა ფორმებს; მათ შორის შეიძლება, დედამიწაც იყოს.

„ახლომდებარე ხომალდი შეიძლება თავის დროს უცდის, სანამ ჩვენი ცივილიზაცია შექმნის ტექნოლოგიას, რომელიც მას იპოვის, დაეკონტაქტება და იქნებ რეალურ დროში საუბარიც შედგეს. ამავე დროს, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე ათასწლეულებია, ის თავის შემქმნელებს ინფორმაციას უგზავნის ჩვენი ბიოსფეროსა და ცივილიზაციის შესახებ“, — წერია კვლევაში.

ბრეისველის ხომალდების ეს კონცეფცია შემდგომმა კვლევებმაც შეისწავლა, ყველაზე კარგად კი სამეცნიერო ფანტასტიკამ აითვისა; მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ფილმი „2001: კოსმოსური ოდისეა“. თუმცა, ასეთი რობოტი მზვერავების არსებობის მტკიცებულება არასოდეს გვიპოვია.

ახალ კვლევაში, ბენფორდი ასახელებს იდეალურ ადგილს მზის სისტემაში, სადაც შეიძლება არამიწიერ ცივილიზაციათა მზვერავები იყვნენ განთავსებული და დაკვირვებას აწარმოებდნენ.

როგორ გამოიყურება დედამიწა შორეული არამიწიერი ცივილიზაციებისთვის - ახალი კვლევა

მსგავსი: როგორ გამოიყურება დედამიწა შორეული არამიწიერი ცივილიზაციებისთვის – ახალი კვლევა

ფიზიკოსის აზრით, ასეთი მალული, დიდხანს გამძლე რობოტული მზვერავები განთავსებული უნდა იყოს დედამიწასთან ახლომდებარე კლდოვან ობიექტებზე (NEO), რომლებსაც თანაორბიტულ ობიექტებსაც უწოდებენ.

ამ ობიექტთა ორბიტა მზის გარშემო დედამიწისას ჰგავს, ამ გზაზე ისინი ხანდახან ჩვენს პლანეტასთან ახლოს მოდიან და გარდა მზისა, ექცევიან დედამიწის გრავიტაციის გავლენის ქვეშაც.

ასტრონომებს ასეთი ობიექტები არც ისე ბევრი აქვთ აღმოჩენილი. დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარეს სახელად 2016 HO3-ს უწოდებენ და მას ნასა აღწერს, როგორც დედამიწის მუდმივ კომპანიონ პატარა ასტეროიდს. ანუ, მზის გარშემო ის მუდმივად დედამიწის სიახლოვეს მოძრაობს და ჩვენს პლანეტასთან ერთგვარ პატარა „ცეკვაშიც“ არის ჩაბმული.

ბენფორდის აზრით, მუდმივი ორბიტული სიახლოვის გამო, ამ ახლომდებარე პატარა კოსმოსურ ნამსხვრევებს შეიძლება, საკმაოდ მისაღები პოზიცია ჰქონდეს რობოტული ზონდებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენზე დაკვირვებისათვის.

ისტორიაში ყველაზე დიდმა კვლევამ არამიწიერ ცივილიზაციათა კვალს ვერ მიაგნო

მსგავსი: ისტორიაში ყველაზე დიდმა კვლევამ არამიწიერ ცივილიზაციათა კვალს ვერ მიაგნო

„დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტები იდეალური ადგილია ჩვენს პლანეტაზე დასაკვირვებლად საიმედო ბუნებრივი ობიექტიდან. გარდა იმისა, რომ იდეალურად მალავს, იქ არის ყველა ის საჭირო რესურსიც, რაც შეიძლება რობოტულ ხომალდს დასჭირდეს“, — ამბობს ბენფორდი.

მ შესაძლებლობისა და იმის გამო, რომ ეს თანაორბიტული ობიექტები ჩვენთან მართლაც ძალიან ახლოსაა, ფიზიკოსი ირწმუნება, რომ მათი შესწავლა არამიწიერ ცივილიზაციათა მძებნელ (SETI) ასტრონომთა პრიორიტეტი უნდა გახდეს.

ბენფორდის აზრით, მათზე აქტიური დაკვირვება უნდა დაიწყოს, როგორც ელექტრომაგნიტურ სპექტრში, ისე პლანეტური რადარებით. გარდა ამისა, უნდა გავგზავნოთ ზონდებიც.

როგორ შეიძლება გადაარჩინონ მკვდარმა არამიწიერმა ცივილიზაციებმა კაცობრიობა

მსგავსი: როგორ შეიძლება გადაარჩინონ მკვდარმა არამიწიერმა ცივილიზაციებმა კაცობრიობა

გარდა არამიწიერი მზვერავების პოვნის შანსისა, ამ შემთხვევაში სარგებელს ვნახავთ სხვა სამეცნიერო კვლევების მხრივაც. მით უმეტეს, რომ დედამიწასთან ახლომდებარე ამ ობიექტთა შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები გვაქვს; ამ დრომდე აღმოჩენილია სულ 20 ასეთი ობიექტი.

ბენფორდის ოცნება შეიძლება სულ მალე ასრულდეს.

საქმე ის არის, რომ ჩინეთმა უკვე გამოაცხადა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, 10-წლიანი მისიის ფარგლებში მოხდება ერთ-ერთი ასეთი ობიექტის, 2016 HO3-ის მონახულება და ნიმუშების აღებაც. ეს კი ბრწყინვალე შანსი იქნება იმის გასარკვევად, მართლაც არის თუ არა იქ რაიმე ხელოვნური, არამიწიერი კვალი.

გვაიგნორებენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები - ვართ თუ არა მათი გალაქტიკური ზოოპარკის ტყვეები

მსგავსი: გვაიგნორებენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები – ვართ თუ არა მათი გალაქტიკური ზოოპარკის ტყვეები

ბენფორდის მოსაზრებებს არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. ისინი ნაკლებად ვარაუდობენ, რომ არამიწიერ ცივილიზაციათა რაიმე დიდ ტექნოხელწერას ვიპოვით.

მაგალითად, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პოლ დევისის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თანაორბიტულ ობიექტებზე არამიწიერ ცივილიზაციათა ზონდები ვიპოვოთ.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო : 1tv.ge

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In