• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორეს ინიციატივით საქართველოს გამწვანების ფონდი იქმნები

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს გამწვანების ფონდი შეიქმნება, სადაც პირველ შენატანს, შესაწირის სახით, 50 000 დოლარს უწმინდესი შეწირავს , – ამის შესახებ გუშინ, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ილია მეორემ განაცხადა.

შეხვედრა საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ტყე-პარკების შექმნას, მათ მოვლასა და განვითარების საკითხებს ეხებოდა.

პატრიარქს ამ მიზნით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუმრობდნენ.

შეხვედრაზე ასევე პარლამენტარები, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეკრებილებს პატრიარქმა შესთავაზა, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო შეიქმნას საქართველოს გამწვანების ფონდი, რომელსაც ეყოლება თავმჯდომარე, მოადგილეები და მდივანი.

პატრიარქმა საზოგადოებას ფონდის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება შესთავაზა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფონდს ილია მეორე უხელმძღვანელებს. ფონდის თავმჯდომარის მოადგილეობაზე სურვილი შეხვედრაზე მყოფმა მინისტრებმა გამოთქვეს, თუმცა მდივნის კანდიდატურა დღეს ვერ დასახელდა. პატრიარქს შეპირდნენ, რომ მის ვინაობას ერთი კვირის განმავლობაში აცნობებენ.

პატრიარქის განმარტებით, ის ძალიან დაკავებულია და საჭიროა ფონდის მდივანი ისეთი პიროვნება იყოს, რომელიც გამწვანების საკითხებით ადამიანებს დააინტერესებს და აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესებში. შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც ხეების დარგვა, მათი წვეთოვანი სისტემით მორწყვა და მეთვალყურეობა მოხდება. ასევე უნდა მოხდეს ამ მიზნით სანერგეებში ნერგების გამოყვანა, დარგვის პროცესში კი მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებსაც ყოველ გახარებულ ერთ ხეზე 50 თეთრს გადაუხდიან.
პატრიარქის თქმით, ახლახან საპატრიარქოს 50 000 დოლარი შეწირეს და საპატრიარქო მზად არის, ეს თანხა გამწვანების ფონდში პირველი შესაწირის სახით შეიტანოს.

შეხვედრაზე პარლამენტარმა გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ გლობალურად, საქართველოში არსებულ ტყეების პრობელემას ეს ფონდი ვერ გადაჭრის. მისი თქმით, საჭიროა “ცხელი წერტილების” მოვლითა და გამწვანებით უფრო იყვნენ დაკავებული. გაჩეჩილაძის განცხადებით, წელიწადში საქართველოს 6-8 მილიონი კუბური მეტრი შეშა არ ყოფნის და არის ადგილები, სადაც გარედან ტყეა, შიგნით კი ცარიელი მინდვრები. მანვე გამოთქვა სურვილი პატრიარქის და საპატრიარქოს სახელზე თბილისში გაკეთდეს ისეთივე დიდი საზოგადოებრივი პარკი, როგორიც არის ნიუ-იორკსა და ბერლინში.

ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ასევე შეხვედრაზე მყოფმა თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ჩალაძემ. მისი თქმით, თბილისის ზღვაზე 270 ჰექტარზე ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული დენდროპარკი. ასევე იქ არის ტერიტორიები, რომელიც გამწვანებას საჭიროებს და იგი გამოვიდა ინიციატივით, ამ დენდროპარკს მიხედონ. ჩალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში, ქალაქის სხვა ადგილებში გამწვანების დიდი ზონების შექმნა უკვე შეუძლებელია, რადგან უმეტესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
შეხვედრის ბოლოს პატრიარქმა შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 1-2 ნოემბერს წინანდალში იმართება კონცერტი, რომელიც სწორედ გამწვანების საკითხების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და პატრიარქმა დღევანდელ შეხვედრაზე მყოფები წინანდალში ამ ღონისძიებაზე მიიწვია.

22.10.13

Tags: ილია მეორეს ინიციატივით საქართველოს გამწვანების ფონდი იქმნები
ShareTweet

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა
ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

საინტერესო

საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს

10 years ago
„თქვენ უფლისგან ხართ დაცული“ – მეუფე სტეფანეს დარიგება მე-12 კლასელებს 

„თქვენ უფლისგან ხართ დაცული“ – მეუფე სტეფანეს დარიგება მე-12 კლასელებს
 

4 years ago
14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდება

14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდება

11 years ago
დღეში თითქმის 400 000 ინფიცირებული – ინდოეთი

დღეში თითქმის 400 000 ინფიცირებული – ინდოეთი

6 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by