23 საათის წინ
დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა
24 საათის წინ
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
2 დღის წინ
საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
2 დღის წინ
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს
3 დღის წინ
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების 10 თვის მონაცემებით, უკვე შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე.

„აღნიშნული მაჩვენებლისა და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით, პროგნოზირებულთან შედარებით, წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმას 130 მილიონი ლარით გადავაჭარბებთ და 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Please follow and like us: