• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სალომე ზურაბიშვილი – არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ კარგად ვხედავთ, რამდენად არაფრის მომცემია ტექნიკური ფორმატები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ჟენევის ფორმატზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.

გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობებზე ჰკითხა.

„მინდა, გავიხსენო თქვენი განცხადება, როდესაც საუბრობდით, რომ საჭიროა პოლიტიკურ რეგისტრში გადავიდეს ურთიერთობა რუსეთთან, რადგან ტექნიკურ დონეზე, ჟენევის მოლაპარაკებებს გულისხმობდით ამ დროს, ტექნიკურ დონეზე ეს პრობლემები აღარ გვარდება, რომელიც ჩვენს წინაშე არის, ამ რეალობაში, კარგად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ურთიერთობების პოლიტიკური რეგისტრი“, – მიმართა პრეზიდენტს გადაცემის წამყვანმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო ტექნიკურ ფორმატებშია „გაჩხერილი“, ეს პროცესი გრძელდება, თუმცა არაფერი იცვლება.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თავიდან პოლიტიკური იყო.

„ახლა ძალიან კარგად ვხედავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ, თუ რამდენად არაფრის მომცემია ეს ტექნიკური ფორმატები, შედეგიანი არ არის, რადგან ნათელია, რომ ბიუროკრატები ამ შემთხვევაში ვერ იღებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც ველოდებით. ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. მოვითხოვე პირველივე დღიდან, ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, რადგან რეალურად ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე. მეორე არის, პარტნიორებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ ნახსენები ყველა ეტაპზე, როცა საუბარია რუსეთთან მათი მხრიდან სხვადასხვა კონფლიქტზე. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს, როცა ვიცოდი და მითხრა, რომ აპირებდა  ნორმანდიის შეხვედრებს, არაერთხელ გავახსენე, რომ საჭირო იყო, საქართველოს საკითხი და ჩვენი კონფლიქტი, ოკუპირებული ტერიტორიები იყოს ნახსენები. სხვათაშორის პირველად, ჩვენ ორმხრივ ფორმატში, „ამილახვარის დიალოგის“ ფორმატში საფრანგეთმა ძალიან აღიქვა ეს საკითხი და ხაზი გაუსვა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ ტერმინებით, რომელიც არ იყო ადრე მისი ჩვევა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და ყველა ყველასთან საუბრობს. საქართველო რეალურად არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით, უკრაინა კი, მზად არის ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.

„ასევე ვუყურებთ, როგორ იცვლება მსოფლიო. ყველა ყველასთან საუბრობს, ყველა ყველასთან დიალოგში არის და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში, უარი ვთქვით და გასაგებია, რომ არ ვაპირებთ, ძალის გამოყენებით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, მაგრამ ამავე დროს, არ ვთქვით უარი, თუმცა რეალურად არ ვსარგებლობთ ჩვენ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტით. ამ დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა, როგორიც მაგალითად უკრაინაა, მზად არის, გამოიყენოს ყველა საშუალება, რაც არსებობს“,  – აცხადებს პრეზიდენტი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ ან ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, ან იყოს ისე, როგორც არის.

„ჩვენ ან უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, ან უნდა ვიყოთ, როგორც ვართ დღეს და მაშინ ისმის კითხვა – ნუთუ, არაფერი შეუძლია ხელისუფლებას, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი. მე ჩემი გამოცდილებიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამე ვიცი – ან ომი, ან დიპლომატია, რომ  საკითხი გადაწყვიტო. მესამე გზა არავის გამოუგონია. ჩვენ მესამე გზით მივდივართ იმ მხრივ, რომ ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს, მათ გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაგალითად, საქართველოსთვისაც კარგი იქნებოდა ნორმანდიულის ტიპის ფორმატი.

„მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ თუ საშუალება იქნება, იყოს ნორმანდიის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება, რადგან მარტო მოლაპარაკებების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ვინაიდან შედეგიანი რომ იყოს მოლაპარაკება, არ უნდა იყო იმ არათანასწორ მდგომარეობაში, რომელიც იქნება მაშინ ჩვენი მდგომარეობა. გვჭირდება ეს მხარდაჭერა, რატომ არის, რომ უკრაინა შედის ამ ფორმატში და არა პირდაპირ ურთიერთობაში. შეიძლება, მერე დრო მოვიდეს, როცა პირდაპირი ურთიერთობებიც საჭირო იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ და ეს საშუალება თუ გვექნება, კარგი იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ, მგონი, უნდა ვეძებოთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ სიტუაცია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დიალოგი და მოლაპარაკებები დათმობას არ ნიშნავს.

„მინდა, კიდევ ერთ რამეს უთუოდ ხაზი გავუსვა, რაც ამ ქვეყანაში ზოგჯერ კარგად არ ისმის, რომ არც დიალოგი და არც მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. ხშირად ვფიქრობთ, რომ ეს ნიშნავს მაინცდამაინც რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეთ.

მაგრამ ხაზი არის დასადგენი და არ არის ადვილი, ანუ წითელი ხაზებიც უნდა არსებობდეს და საკმაოდ რთულია. ბევრად ადვილია, ვიყოთ ასე გაშეშებული, როგორც ვართ და რეალურად ვერ ვწყვეტთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, თავისთავად საჭიროა ჟენევის, აბაშიძე-კარასანის და სხვა ფორმატები, რადგან სხვა არ არსებობს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ჭილაძის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო

ჭილაძის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო

8 years ago
ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა

ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს თემაზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

10 years ago
ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება დროებით შეიცვალა

7 years ago
ღია კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

ღია კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

8 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by