17 საათის წინ
დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა
18 საათის წინ
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
2 დღის წინ
საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
2 დღის წინ
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს
3 დღის წინ
„ბიბისი“ – როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ევროპარლამენტის დეპუტატები​ მარკეტა გრეგორევა და რასა იუკნევიჩიანე.

როგორც გრეგოროვა „ტვიტერზე“ წერს, დეკლარაციის ჩაგდება არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„დღეს ჩვენ ჩავაგდეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო შეხვედრის ფინალური განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას თქვენს ევროპულ გზაზე. ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ“,- წერს მარკეტა გრეგორევა.

რასა იუკნევიჩიანე აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, „თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ​“.

„პარლამენტარები სხვადასვა პოლიტიკური ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირი/საქართველოს შეხვედრის განცხადებას. მე მხარს ვუჭერ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. კანონის უზენაესობა არაა უმრავლესობის სამართალი“,- წერს „ტვიტერში“ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

Please follow and like us: