ტუნისში იზრდება კრიზისი მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ეს უკანასკნელი ენნაჰდას ხელისუფლებას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილ უსუსურობაში ადანაშაულებს და ამიტომ ყოველდღიურად ზრდის ზეწოლას მათზე, ხოლო მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომისათვის კი მთავრობისაგან გადადგომის თაობაზე წერილობით გარანტიას სთხოვს მომავალი სამი კვირის განმავლობაში.
ამ დროს სახელისუფლებო პარტიამ ხალხმრავალი მიტინგი მოაწყო თავის მხარდამჭერების მონაწილეობით და მისი მთავარი სლოგანი იყო “უარი ტერორიზმსაც და ხელისუფლების ძალადობრივ გადაყენებასაც“. სამაგიეროდ ქალაქ კეფში ოპოზიციამ ნაჰდას პარტიის კუთვნილი ოფისი გადაწვა.
გუშინ კი სამთავრობო ძალებმა სპეცოპერაცია განახორციელეს ქალაქ სიდი ბუზიდში ერთ სახლში თავშეფარებულ ტერორისტებზე და აქ წარმოქმნილი შეტაკების დროს 6 პოლიციელი დაიღუპა, რის გამოც ხელისუფლებამ ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
25.10.13