• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნათია თურნავა – მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა

6 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ნათია თურნავა – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც თურნავა აცხადებს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ – თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, რომ ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ ან არ გაეზარდოთ.

„ლარის კურსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმე საყურებელია, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსისგან – ამ გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება. კორონავირუსი ეკონომიკას გლობალურად ურტყამს, საქართველო კი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არა ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა გამოწვევამ მოიტანა. სანამ ეს პრობლემა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა, შექმნილი პანიკური განწყობა არა მარტო ლარის კურსზე მოქმედებს, არამედ საქონლის მოხმარებაზე და სხვ. მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც.

ტურიზმი, პრაქტიკულად, შეწყდა და ეს არის მსოფლიოს შეგნებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსი უფრო მასშტაბურად არ გავრცელდეს. ჩვენთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების სერიოზული წყარო იყო და ეს არის ობიექტური მიზეზი. ექსპორტი გრძელდება, მაგრამ, ცხადია, მისი მასშტაბი შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ეს წყაროც ნაკლებად მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლებას გლობალური კრიზისის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია შეარბილოს ადამიანებზე ლარის გაუფასურების ზეგავლენა და ამას აკეთებს.

ჩვენ დავაზღვიეთ სასურსათო კალათა, 9 პროდუქტი, რათა ფასები არ გაიზარდოს და ლარის გაუფასურებამ ჩვენს სასაქონლო კალათას არ დაარტყას. გარდა ამისა, ბანკებთან შეთანხმებით მოხდა საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია და მოქალაქეებს ერთხანს გადასახდელი არ ექნებათ სესხის პროცენტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ – თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, რომ ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ ან არ გაეზარდოთ“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება პროგნოზს, რა ეკონომიკურ დანაკარგებზე შეიძლება იყოს საუბარი საქართველოს შემთხვევაში კრიზისის დასრულების შემდეგ, თურნავა აცხადებს, რომ პროგნოზი არ იქნება ისეთივე საიმედო, როგორიც აქამდე იყო.

„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იყოს. ჩვენ გვქონდა მოლოდინი იანვრისა და 2019 წლის შედეგებზე დაყრდნობით, რომ წლეულს გვექნებოდა ეკონომიკის უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა. ამის ყველა წინამძღვარი არსებობდა. ცხადია, ვერავინ გათვლიდა, რომ მსოფლიო კორონავირუსის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, პროგნოზი არ იქნება ისეთივე საიმედო, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ საფრთხის ნეიტრალიზაცია“, – განაცხადა თურნავამ.

Share2Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

2015 წელს დაგეგმილი პენსიის ზრდის მოცულობა 2 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი

2015 წელს დაგეგმილი პენსიის ზრდის მოცულობა 2 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი

12 years ago
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

8 years ago
“ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომ ლარი გამყარდეს”

“ლარიზაციის გეგმა იქნება დამატებითი იმპულსი, რომ ლარი გამყარდეს”

10 years ago
დეკანოზი შალვა კეკელია ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე – მას პატრიარქის გადაყენება უნდა

დეკანოზი შალვა კეკელია ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე – მას პატრიარქის გადაყენება უნდა

7 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by