• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა გზავნილი ჩაიტანა ქართველი ახალგაზრდების ელჩმა გაეროში?

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

tornike zurabashvili 2ახალგაზრდების მიერ წარმატების მოსაპოვებლად მრავალი შრომაა საჭირო. ისახება მიზანი, ამოცანები და მიზნის მისაღწევად ხშირად საჭიროა შეეჭიდო ცხოვრებას და მრავალი ნაბიჯი გადადგა წინ, ისე, რომ უკან არ დაიხიო. საქართველოში ბოლო დროს ახალგაზრდული აქტივობები უფრო აქტიურ ფაზაშია ვიდრე არასდროს და ამ აქტიურობაში იკვეთებიან ახალგაზრდა ლიდერები, რომელთაც საშუალება ეძლევათ ცხოვრების კიდევ უფრო რთულ წინაღობებს შეეჭიდონ და წარმატება მოუტანონ საკუთარ თავს და ქვეყანას. ამით ისინი ყალიბდებიან პიროვნებებად, მომავლის შემქმნელებად და ახალგაზრდული პოლიტიკის შემოქმედებად. ახალგაზრდული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ ,,ქართველი ახალგაზრდების ელჩი გაეროში“ – თორნიკე ზურაბაშვილი, რომელმაც ,,თბილისი თაიმსს“ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა და საკუთარ საქმიანობაზე  ისაუბრა, რომელიც მის გზავნილს ეხება გაეროში საქართველოდან.

მოგესალმებით თორნიკე, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. რას საქმიანობთ?

მე გახლავართ თორნიკე ზურაბაშვილი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ნება მომეცით, ორიოდე სიტყვით უფრო ახლოს გაგეცნოთ.

დავიბადე 1989 წელს ქალაქ გორში. 2007-2011 წლებში ვსწავლობდი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე. 2012 წლიდან კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ვარ. სხვადასხვა დროს, გაცვლითი პროგრამებით ვსწავლობდი ჯერ აშშ-ში, მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა – FLEX-ის ფარგლებში; მოგვიანებით, ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის პრომეთეუსის პროგრამაზე; შემდგომ, ჩეხეთში, პოლიტიკის და ეკონომიკის ამერიკული ინსტიტუტი – AIPES-სა და ჯორჯტაუნის შედარებითი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ინსტიტუტი – ICPES-ს სასწავლო კურსებზე. 2013 წელს მოვიპოვე სან დიეგოს უნივერსიტეტის ჰანსენის საზაფხულო ინსტიტუტის სტიპენდია.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, გავლილი მაქვს სტაჟირებები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა ამერიკულ საბჭოში და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში. ამავდორულად, დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდულ ღონისძიებებში. 2008-2012 წლებში მონაწილეობა მივიღე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 25-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებაში და ორგანიზაციის ადგილობრივ დონეზე განვითარებაში შევიტანე საკუთარი წვლილი.

 რას გვეტყვით უფრო კონკრეტულად  პროექტის შესახებ ,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და სხვადასხვა კომისიებში ახალგაზრდების ჩართვა ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსით – გაეროში ახალგაზრდობის მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმატია.

საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდობის წარმომადგენელის პროგრამას გაეროს ახალგაზრდობის ცენტრი უწევს კოორდინაციას, ხოლო ეროვნულ დონეზე – ახალგაზრდობის წარმომადგენლებს გაეროს წევრი სახელმწიფოები არჩევენ.

ეროვნულ დონეზე კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება  გაეროს სათაო ოფისში, სადაც მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში.

 როგორ შეირჩა თქვენი კანდიდატურა, როგორც ქართველი ახალგაზრდების ელჩი გაეროში?

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი ერთი წლის ვადით ირჩევა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2012 წელს დაარსდა და პირველ წარმომადგენლად გიორგი ჭეხანი შეირჩა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 18-იდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

2013/14 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ღია შესარჩევი კონკურსი სპეციალურმა კომისიამ ჩაატარა. შერჩევის პროცესი სამ ეტაპად ჩატარდა: თავდაპირველად, კონკურსანტებმა წარმოადგინეს განაცხადი, შემდგომ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდა გასაუბრება; კონკურსის ბოლო ეტაპზე, გამარჯვებული საჯარო გამოსვლის შედეგად გამოვლინდა. შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, 2012/13 წლებში გაეროში საქართველოს  ახალგაზრდობის წამომადგენელი.

 tornike zurabashvili 3რა არის თქვენი მისია გაეროში და რა გზავნილი ჩაიტანეთ საქართველოდან?

წლეულს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანას ყავს ახალგაზრდობის ელჩი, რომლებსაც საკუთარი და სხვა ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩემი სტუმრობა 7-21 ოქტომბერს შედგა. ამ ხნის განმავლობაში, სხვა ქვეყნების დიპლომატებთან ყოველდღიურად ვესწრებოდი გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის მოსმენებს და ქართველი ახალგაზრდების სახელით სიტყვით გამოვედი ამავე კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია შევაჯამე და ვისაუბრე ბოლო დროს ოკუპაციის ზოლთან მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოსვლის ჩანაწერის სანახავად ეწვიეთ მითითებულ მისამართს (http://www.youtube.com/watch?v=U6z54xTY2k4).

ჩემი მანდატი ასევე ითვალისწინებდა ახალგაზრდობის პოლიტიკის და პროგრამების შესახებ გაეროს დადგენილების შემუშავებაში მონაწილეობას. დადგენილება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში განიხილება და მისი ტექსტი, წლეულს სენეგალმა, პორტუგალიამ და მოლდოვამ, ერთობლივად წარუდგინეს მესამე კომიტეტს. ამჟამად, მიმდინარეობს წევრი ქვეყნების მოლაპარაკებები ტექსტში შესატანი ჩასწორებების და დამატებითი წინადადებების თაობაზე. მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ტექსტს კენჭი ეყრება მესამე კომიტეტის სხდომაზე. აქამდე გაიმართა 10-მდე მოლაპარაკება და მასში წევრი ქვეყნების მისიებში მომუშავე დიპლომატები (გამონაკლის შემთხვევებში ახალგაზრდობის წარმომადგენლები) იღებენ.

ჩემს როლს რაც შეეხება, მოლაპარაკებებში საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი და წარვადგინე ტექსტის ორ შესწორება და ახალი წინადადებები მოხალისეობის, “თავისუფალი” დროის, დემოკრატიული სამოქალაქო განათლების და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოების შექმნის შესახებ. წინადადებების წარგენისას საფუძვლად გამოვიყენე საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებები, ხოლო მოლაპარაკებებში მოსაზრებებს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში დასახელებული არგუმენტებით გავამყარე.

ამასთანავე, ნიუ იორკში ყოფნისას დავესწარი 10-მდე არაოფიციალურ და ოფიციალურ ღონისძიებას ახალგაზრდობის საკითზებზე, მათ შორის შევხვდი გაეროს გენერალური მდივნის ემისარს ახალგაზრდობის საკითხებში აჰმად ალენდავის და გენერალური მდივნის მოადგილე იან ელიასონს.

 რა თემაზე იყო თქვენი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა?

ჩემი გამოსვლა, გაეროს მესამე კომიტეტის სხდომაზე 8 ოქტომბერს შედგა.გამოსვლა 7 წუთის განმავლოვაში მიმდინარეობდა და იგი პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ; პირველ ნაწილში თავი მოვუყარე იმ მიღწევებს რაც საქართველოს აქვს ახალგაზრდულ სფეროში და ასევე ვისაუბრე იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ახალგაზრდების მოსაზრებით დამატებით მუშაობას საჭიროებენ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვისაუბრე დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობაზე და დამსწრეებს ვაუწყე, რომ მათი გადაადგილების, საკუთრების, განათლების, კულტურული და სხვა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

როგორი იყო სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა რეაქცია თქვენს სიტყვით გამოსვლაზე?

ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან საუბარზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა რომ გამოსვლას ცალსახად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, უკმაყოფილო დარჩნენ რუსეთის დიპლომატები, რომლებმაც კომიტეტის წესდებაზე დაყრდნობით “პასუხის უფლება” გამოიყენეს და გამოსვლას კომიტეტის დასასრულს საკუთარი კომენტარით უპასუხეს. მსგავსი გამეორდა, მომდევნო დღეებში საქართველოს დიპლომატიური მისიის სხვა წევრების გამოსვლებისასაც.

tornike zurabashvili 4რას ფიქრობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოზე?

 არ დაგიმალავთ, ბევრი მათგანისთვის საქართველო ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანაა. ნაწილისთვის, კი ჩვენი ქვეყანა კონფლიქტებთან ასოცირდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ამ ადამიანებს და გავაგებინოთ, არა მხოლოდ ჩვენი ხედვა კონფლიქტებთან დაკავშირებით არამედ ისეთ თემებზეც, როგორიცაა ახალგაზრდების მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით.

 რამდენად აქვთ რეაგირება უფროს წარმომადგენელებს გაეროში ახალგაზრდების მოსაზრებებზე და რა უფლებამოსილებანი გაკისრიათ თქვენ, როგორც დელეგატებს გაეროს წევრი ქვეყნებიდან?

ახალგაზრდა დელეგატების მიმართ ზრდასრულების დამოკიდებულება ძირითადად დადებითია, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც.

ზოგადად, გაეროს მესამე კომიტეტში საუბრისას ძალზედ იშვიათია გამოსვლაზე ტაშით გამოხმაურება, თუმცა ახალგაზრდების დელეგატებს ზრდასრული დიპლომატები ყოველთვის ტაშით ხვდებიან.

 რა გეგმები გაქვთ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, როგორ აპირებთ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობას?

შეხვედრები ჩემი ნიუ იორკიდან დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები სიხშირით. ვაპირებ, რამდნენიმე უნივერსიტეტს ვეწვიო და იქ გავმართო სალექციო ტიპის შეხვედრები. ასევე, არსებობს რეგიონებში ხელახლა სტუმრობის გეგმაც. რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვარ, ამ მხრივ შემოთავაზებებიც მივიღო ახალგაზრდებისგან.

რაც შეეხება ყოველდღიურ კომუნიკაციას, ამ მხრივ აქტიურად ვიყენებ ჩემს Facebook გვერდს https://www.facebook.com/UNyouthgeorgia. ვმუშაობ, ვებ გვერდზეც, სადაც  უფრო სტრუქტურულად და დალაგებულად იქნება პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული.

 რა ღონისძიებები იგეგმება თქვენი მანდატის ამოწურვამდე?

როგორც მოგახსენეთ, მანდატის ამოწურვამდე ვაპირებ ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრების გაგრძელებას. შეხვედრებს ორი მიზანი ექნება: ერთის მხრივ ვაპირებ გაეროში მიღებული გამოცდილება გავუზიარო ხოლო მეორე მხრივ, მსურს რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ვაცნობო, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს ახალგაზრდობის ელჩი.ახალი წარმომადგენლის შერჩევის პროცედურების დაწყება მარტში იგეგმება და მაისის თვემდე გასტანს.

 ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ბოლოს რას ეტყოდით ქართველ ახალგაზრდებს, რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ და მოუწოდოთ?

ქართველ ახალგაზრდებს XVI-XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის ფრანსის ბეკონის სიტყვით დავემშვიდობები: “ახალგაზრდები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გამოიგონონ ახალი ვიდრე მხოლოდ სხვები შეაფასონ; გააკეთონ უფრო მეტი ვიდრე ურჩიონ; წამოიწყონ ახალი ვიდრე უკვე სტაბილურ საქმეს დასჯერდნენ”.

30.10.13  

გიორგი ჩუბინიძე

Tags: რა გზავნილი ჩაიტანა ქართველი ახალგაზრდების ელჩმა გაეროში?
ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

13 years ago
გიორგი გახარია – მე თუ გავხდი  სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ

გიორგი გახარია – ვიცი, რომ პოლიციელების დიდი ნაწილი გულწრფელად თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი საოკუპაციო ხაზზე მსახურობს

7 years ago
პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის ფაქტი გახსნა

7 years ago

„Heat Batumi“-ის ფარგლებში, პროექტი – ქუჩის თეატრი გაიმართება

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by