• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები არ გამორიცხავენ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

რა მოხდება, თუ ისინი მართლაც არ შევლენ პარლამენტში? On.ge-მ შესაბამისი მუხლები კანონმდებლობაში გადაამოწმა, ასევე, აზრი ჰკითხა იურისტებს.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნისა და წარმართვისთვის აუცილებელია დეპუტატების სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი ადგილზე იმყოფებოდეს. ამდენი წევრი პარლამენტში ქართულ ოცნებას, მაღალი ალბათობით, ეყოლება. ანუ საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ჩატარდება.

სწორედ მათ პირველ სხდომაზე უნდა ცნონ ახალი დეპუტატების ლეგიტიმურობა. პარლამენტის სრული უფლებამოსილებისთვის საჭიროა წევრების 2/3, ანუ 100 დეპუტატი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ამას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

როგორც მენაბდე განმარტავს, პარლამენტს უფლება აქვს შეუდგეს მუშაობას, თუ პირველ სხდომას დაესწრება სრული შემადგებლობის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი და ისინი ცნობენ წევრთა 2/3-ის, ანუ მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილებას.

“ჯერ ცნობა ხდება უფლებამოსილების და მერე გადადგება ეს ხალხი. რაც არ გაქვს, იმაზე უარს ვერ იტყვი”, — განმარტავს ვახუშტი მენაბდე.

მენაბდე ამბობს, რომ დეპუტატს გადადგომის უფლება უფლებამოსილების ცნობის შემდეგ აქვს, მაგრამ ეს პარლამენტის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის.

“60-მა ადამიანმა რომ თქვას, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, პარლამენტი მაინც შეიკრიბება და უფლებამოსილი იქნება სამართლებრივად. პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია”, — ამბობს მენაბდე.

On.ge-ს კითხვას, რა მოხდება, თუ არჩეული დეპუტატები უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ გადადგებიან და საკანონმდებლო ორგანოში დარჩება 100 წევრზე ნაკლები, მენაბდე ასე პასუხობს:

“გადადგებიან და აღარ იქნებიან დეპუტატები. დარჩება პარლამენტი იმდენი დეპუტატით, რამდენიც იქნება, დარჩენილი შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას უფლებამოსილების ამოწურვამდე”, — ამბობს ვახუშტი მენაბდე.

იურისტი გიორგი ჩიტიძეც ამბობს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა შესაძლებელია, თუ მას ფიზიკურად ესწრება 76 დეპუტატი.

“76 დეპუტატი ცნობს მინიმუმ 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მანდატს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მანდატზე უარის თქმა. ანუ, მანდატის მიღებამდე, მასზე უარს ვერ იტყვი, ყველა ვარიანტში ცნობენ, თუ 76 დეპუტატი შეიკრიბება პირველ სხდომაზე”, — წერს ის Facebook-ზე.

ჩიტიძე მიუთითებს, რომ ეყრდნობა საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, კანდიდატს უარი შეუძლია თქვას დეპუტატად არჩევამდე ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა.

რის საფუძველზე ცნობს პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილებას და რა შემთხვევაში შეიძლება არ ცნოს

ეს არის პროცესი, როცა მოწმდება, ხომ არ არის წინააღმდეგობა კანდიდატის პერსონალურ მახასიათებლებსა და კანონის მოთხოვნებს შორის. როგორც ვახუშტი მენაბდე On.ge-სთან განმარტავს, ამგვარი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი კონკრეტული პირის პარლამენტის წევრად არჩევის უკანონობის შესახებ ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში ცესკო არჩევნების შედეგების სიას სამანდანტო კომისიას სრულად გადასცემს და თუ 76 დეპუტატი ფიზიკურად შეიკრიბა, სხვების უფლებამოსილებასაც ცნობენ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ოპოზიციას დეპუტატის მანდატის მიღებამდე მასზე უარის თქმა არ შეუძლია, ხოლო როცა ამ მანდატს მიიღებენ, არჩევნების შედეგების მიხედვით, ისინი უკვე იქნებიან 100-ზე მეტნი და შესაბამისად, პარლამენტიც უფლებამოსილი ხდება, მუშაობა გააგრძელოს. მეტიც, თუკი ოპოზიცია მაინც გადაწყვეტს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას გააგრძელებს და ეს ლეგიტიმური იქნება. ცხადია, ამისთვის საჭიროა 76 დეპუტატი, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ქართულ ოცნებას, მაღალი ალბათობით, ეყოლება.

რას ამბობენ ოპოზიციასა და ქართულ ოცნებაში

მანდატებზე უარის თქმის იდეამ ჯერ კიდევ ღამით, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გაიჟღერა, როცა ცესკო-ს თქმით, ხმების 28% იყო დათვლილი.

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი და პროპორციული სიის მეორე ნომერი, თაკო ჩარკვიანი პირველი იყო, ვინც ღიად განაცხადა უარი უკვე მოპოვებულ საპარლამენტო მანდატზე.

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიებს ლიდერების შეკრების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ სამომავლო გეგმად მანდატებზე უარის თქმა განიხილება.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

“პირადად მე ამ პარლამენტში არ შევიდოდი”, — განაცხადა მან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმაც იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის.

მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა, უარი თქვან მანდატებზე.

მანდატების შესახებ ლელოს პოზიცია უცნობია, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ საზოგადოება წყვეტს, ხოლო თუ ოპოზიცია დათმობს ყველა მანდატს და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე.

მამუკა მდინარაძე კი ვარაუდობს, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში, მინიმუმ, 92 წევრი ეყოლება. ამასთან, ის მიუთითებს, სწორედ, კონსტიტუციის 38-ე მუხლზე, რომელიც 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უშვებს შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა მუშაობა 76 წევრითაც გააგრძელოს.

რას გადაწყვეტს ოპოზიცია, ამ დრომდე უცნობია. გარდა საჯარო შეხვედრებისა, მიმდინარეობს შიდაპარტიული კონსულტაციებიც.

წყარო : on.ge

ShareTweet

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

მამუკა მდინარაძე – კაჭრეთში სემინარზე  კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ

მამუკა მდინარაძე – კაჭრეთში სემინარზე კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ

7 years ago
კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით-ნათია თურნავა

ნათია თურნავა – ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

7 years ago
მოძღვარი, რომელმაც ძვირფასი საჩუქრები გაჭირვებულების დასახმარებლად გაყიდა

მოძღვარი, რომელმაც ძვირფასი საჩუქრები გაჭირვებულების დასახმარებლად გაყიდა

10 years ago

გიორგი ამაშუკელმა ურბანული განვითარების კუთხით საქართველოში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა

12 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by