ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ის კლინიკიდან სახლში გაწერეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, მან სხვა მედიკამენტებთან ერთად, სამკურნალოდ „რემდესივერი” გამოიყენა.
„ბატონი თენგიზი ცოტა გამონაკლისი პაციენტი იყო იმ მხრივ, რომ მას აქვს თანხმლები ქრონიკული დაავადება, ამიტომ მის მიმართ გამოვიყენეთ ანტივირუსული პრეპარატი, კერძოდ, მას „რემდესივერი” გადავუსხით.
ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მნიშვნელოვანი მკურნალობა აღარ სჭირდება, . კორონავირუსუგან უკვე განიკურნა“,- განაცხადა ენდელაძემ.
ინფორმაციისთვის, ინეფქციურმასაავადმყოფომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.
Discussion about this post