• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასამართლომ სოც.ქსელების გამოყენებისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ვიდეჩანაწერები კი მტკიცებულებად არ მიიღო

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
სასამართლომ სოც.ქსელების გამოყენებისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ვიდეჩანაწერები კი მტკიცებულებად არ მიიღო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მაღაზიაა ნიუ ბალანსიდან თანამშრომელი, ნინო ავქაფაშვილი იანვარში სამუშაო საათებში სოციალური ქსელების გამოყენების მიზეზით გაათავისუფლეს. კომპანიამ სასამართლოში მის წინააღმდეგ ვიდეოკამერების ჩანაწერები წარადგინა. სასამართლომ ჩანაწერები ბათილად ცნო, კომპანიას კი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ნინო On.ge-სთან ყვება, რომ სამსახურიდან სატელეფონო ზარის მეშვეობით გაუშვეს და გათავისუფლების ოქმი მოგვიანებით, მისი მოთხოვნის საფუძველზე დაიწერა.

“6 იანვარს გამათავისუფლეს სატელეფონო ზარის მეშვეობით. არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არც საყვედური, არც ჯარიმა. სატელეფონო საუბარში მითხრეს, არ მიწერდნენ გათავისუფლების ოქმს იმიტომ, რომ ჰქონდათ მტკიცებულებები და გულისხმობდნენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს. მოვითხოვე გათავისუფლების ოქმი და რამდენიმე დღის მერე შეადგინეს. ამ ოქმში კი ეწერა, რომ მიშვებდნენ ხელშეკრულების ან/და შინაგანაწესის დარღვევის გამო, რომ სამსახურში ვსარგებლობდი სოციალური ქსელებით. ამ დროს, შინაგანაწესი არ არსებობდა კომპანიაში და ეგაა მთელი ამბავი, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მედავებოდნენ დარღვევას, რომელიც არანაირი წესით არ რეგულირდებოდა”, — გვიყვება ნინო ავქაფიშვილი.

ნინოს ადვოკატის, სოლიდარობის ქსელის იურისტ დავით ომსარაშვილის განცხადებით, ეს იქნებოდა რიგითი შემთხვევა, რომ არა ვიდეოჩანაწერების ფაქტორი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ არცერთ დამსაქმებელს არ აქვს მათი კონტროლისა და ვიდეოჩანაწერების მათ წინააღმდეგ გამოყენების უფლება.

“უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩანაწერები, რომელიც დასაქმების ადგილას ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ დაცული იყოს კომპანიის უსაფრთხოება და მატერიალური ზიანი არ მიადგეს. კანონში წერია, რომ ვიდეოკამერების სხვა მიზნით დამონტაჟება ან ჩანაწერების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ამ კამერებით დასაქმებულთა ქცევა ან დისციპლინის კონტროლი დაუშვებელია. ხშირად, როცა მოგვმართავენ, აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერებით აშანტაჟებენ, მაშინ, როცა ვიდეოთვალთვალი არანაირ კავშირში არაა დასაქმებულთან და უშუალოდ მათ არ ეხება”, — აღნიშნა დავით ომსარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, რომ ნინოს ქცევით რაიმე ზიანი მიადგა. თავად მაღაზიის მენეჯერის ჩვენებაც, რომელიც სასამართლოზე მოწმის სახით იყო დაბარებული, ემყარებოდა ვიდეოჩანაწერში ნანახ კადრებს, რომელიც სასამართლომ უკანონოდ მოპოვებულად აღიარა და ბათილად ცნო.

ამ ეტაპისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა კომპანია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რა წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში

მე-4 მუხლი — მონაცემთა დამუშავების პრინციპები:

ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;

ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.

მე-5 მუხლი — მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:

მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:

ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;

ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

მე-12 მუხლი — საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი:

მე-3 ნაწილი — სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია;

მე-5 ნაწილი — ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

“დავითიანნი”: “საყდრისში ტრაქტორები შეიყვანეს”

12 years ago
ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

4 years ago

National Geographic-ზე საქართველოს შესახებ 5-თვიანი სარეკლამო კამპანია იწყება

8 years ago
საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by