• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, აპრილი 19, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
13 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ახალი ამბები
რამდენიმე სპეციალობა და ერთი ადამიანი- ნანა ზურებიანის საინტერესო ისტორია

რამდენიმე სპეციალობა და ერთი ადამიანი- ნანა ზურებიანის საინტერესო ისტორია

2020/12/21
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
20 0
3
SHARES
253
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველას ვისაც მცირე შეხება მაინც აქვს საგანმანათლებლო სფეროსთან, დამეთანხმება, რომ მასწავლებლობა საინტერესო პროფესიაა. ის ერთდროულად საშუალებას იძლევა ჩვენში დაფარული ათობით ნიჭი წარმოვაჩინოთ და უფრო მეტი ინტერესი დავიკმაყოფილოთ. საგაკვეთილო პროცესის დროს ჩვენ მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები და ფსიქოლოგები  ვხვდებით და ეს ყველაფერი შემოქმედებითი გარემოს გარეშე წარმოუდგენელია. პედაგოგობა თავის თავში სპეციალობათა თაიგულსაც გულისხმობს, რადგან შეუძლებელია მომავალ თაობასთან იმუშაო და ეს ენთუზიაზმი არ გადმოგედოს, სიცოცხლე უფრო მეტად არ შეგიყვარდეს და ის არ დააფასო, რაც ასე გულით შეგიქმნია წლების განმავლობაში.

 

მის საკლასო ოთახში თუ შეიხედავთ, თვალს მოგჭრით ფერადი ფერების მთელი კორიანტელი, ულამაზესად და გემოვნებით მორთული კედლები, მოწესრიგებული მერხები და კარადის თავზე ხელნაკეთი ნივთების საოცარი გამოფენა . აქ სიყვარულის აურა ტრიალებს და ყველაფერს მისი ხელი ატყვია, მისი მშრომელი, შემოქმედებითი ხელის კვალი. ნანა ზურებიანი 48 წლისაა, თუმცა როგორც თავად ამბობს, სულით ჯერ კიდევ ბავშვია. ათეულობით ბავშვის გარემოცვაში ამ სულს აყვავილებს და მასში დაბუდებულ სიყვარულს უპირობოდ და უანგაროდ გასცემს. უკვე 25 წელია , რაც პედაგოგია. ამჟამად თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგია და ეს ოჯახური გარემო კიდევ უფრო მეტად ეხმარება საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოვლენაში.

 

პედაგოგობის გვერდით ნანა მუდმივად სიახლეების ძიებაშია . ბავშვობიდან უყვარს ხელსაქმე და დღემდე ამზადებს საყვარელი ადამიანებისთვის ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს, ეპიდემიის პირობებში მზარეულის პროფესიას დაეუფლა და სიახლეებს როგორც შესაძლებლობებს ისე იღებს. რამდენად ეხმარება შემოქმედებითობა პედაგოგიურ საქმიანობაში და როგორ ანაწილებს დროს ერთი ადამიანი ამდენი პროფესიისთვის, ამაზე თბილისი თაიმსს ესაუბრა პედაგოგი, დიზაინერი, მუსიკოსი, კულინარი ნანა ზურებიანი :

 

„ ხელსაქმე ჩემი დიდი გატაცებაა, 5 წლიდან დავინტერესდი ამ საქმით. მახსოვს, იმ  ზაფხულს სვანეთში ვისვენებდი, ბებიამ მასწავლა ქსოვა, მთელი ზაფხული ჩხირები მეჭირა ხელში და რაღაცებს ვქსოვდი, ჩემი ნაშრომები ყველას ძალიან მოსწონდა და ბავშვს მეტი რა უნდა, თქვენც იცით,  მოტივაციას რამხელა ძალა აქვს. ეს ამბავი და ის ზაფხული თვალწინ მიდგას, რადგან იმ წელს სკოლაში უნდა შევსულიყავი. ჩემი ბავშვობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მშობლებთან ერთად ვმოგზაურობდი საქართველოს მთიან კუთხეებში, ექსპედიციებში. ჩემი მშობლები მეცნიერები იყვნენ, მამა  ყოფილი სამხრეთ ოსეთის (ასე ეწოდებოდა მაშინ) სამეცნიერო სტაციონარის გამგე იყო. ჩვენთან ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოეთიდან მეცნიერები, სტუდენტები, კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებიც დაკვირვებას ახდენდნენ ბუნებაზე. ზაფხულში თითქმის 4 თვე მიწევდა მაღალმთიან რეგიონში ყოფნა, 2200 მეტრზე, სადაც მხოლოდ ჩვენი ოჯახი და მეცნიერებით დაინტერესებული ხალხი იყო. ამიტომ ყველაფერს ვსწავლობდი მათგან და ჩემი მეორე სპეციალობაც აქედან მოდის ,,სელექცია-გენეტიკა“.

თავისუფალ დროს კი ზოგი ქსოვას მასწავლიდა, ზოგი მუსიკას, ხან ლაბორატორიაში  მიკროსკოპებში ვიჭყიტებოდი, ხან მეტეოსადგურში, ხან ჰერბარიუმს ვაგროვებდი, ხან მწვერვალების დასალაშქრად მივდიოდით  იშვიათი მცენარეების საძებნელად, ზოგჯერ მამასთან ერთად სანადიროდაც დავდიოდი ტყე-ღრე. (მიუხედავად იმისა, რომ იარაღს ძალიან კარგად ვფლობდი, მიხარია, რომ არასოდეს არაფერი მომიკლავს. უზომოდ მიყვარს ცხოველები.) ულამაზესი პეიზაჟები მახსოვს ბავშვობიდან და ყველაფრის ტილოზე გადმოტანა მინდოდა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი დიზაინერობაზე. სტუდენტობისას ფანტაზიის უსაზღვრო მარაგი მქონდა, ვხატავდი, ვკერავდი, ვქარგავდი, ვქსოვდი, ვაცხობდი … და ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამომდიოდა.

ამჟამად ვარ დაწყებითების პედაგოგი და ჩემს საქმეზე ვარ შეყვარებული, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა მავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გატაცება მაქვს და რამდენიმე სპეციალობა, თავი  ვერ წარმომიდგენია სხვა სფეროში.  უზომოდ მიყვარს ჩემი პატარები, მიყვარს ბავშვის სულში ჩაწვდომა და ბედნიერი ვარ უფალმა ჩემი ცხოვრება მათ  რომ დაუკავშირა.  პანდემიამ ცხოვრების რიტმი შემიცვალა, პირადად ვეღარ ვხედავდი ჩემს საყვარელ მოსწავლეებს, ვეღარ გავცემდი იმ სიყვარულს, რომელსაც გული ვერ იტევს, ამიტომ ყველა ჩემს მოსწავლეს და მათ მეგობრებს (სკოლის თანამშრომლებს, ვისაც ისინი იცნობენ) ანუ ჩემს ძვირფას კოლეგებს დიდი სიყვარულით დავუქსოვე სამაჯურები, ძველი ქართული წარწერებით. დიდი მონატრებით ველოდებოდი სექტემბრის დადგომას, სამახსოვროდ სამაჯურები რომ გადამეცა, მაგრამ დისტანციური სწავლება ისევ გაგრძელდა და ეს საჩუქარი სკოლაში ჩემს მაგიდაზე დევს, ელოდება ჩვენს შეხვედრას.

მე სილამაზის მოტრფიალე ვარ. ყველაფერში ვხედავ სილამაზეს. უზომოდ მიყვარს ხელოვნება, მუსიკა. ჩემი შემოქმედება მეხმარება საგაკვეთილო პროცესში. ყველა გაკვეთილზე ვიყენებ საჭირო რესურსს, მათ შორის ჩემს ხელნაკეთებსაც. ჩემი ხელნაკეთები მეხმარება, პეიზაჟის, პორტრეტის, ნატურმორტის, მხატვრების ბიოგრაფიების გასაცნობად, ფერთა პალიტრაზე სასაუბროდ, აგრეთვე  ვეცნობით სანოტო სისტემას და ვთამაშობთ მელოდიის გამოცნობას . და რაც მთავარია ბავშვებს სურვილი აქვთ თვითონაც შექმნან ასეთი ნაშრომები. ჩემთვის კი ბისერებით ქსოვა  განტვირთვაა, ფსიქოთერაპია, რასაც მივმართავ რთულ პერიოდებში. შეიძლება დამათენდეს თავზე და ვერც კი გავიგო ისე შემიყოლიებს. იგივეს ვიტყვი მუსიკაზე, შეიძლება მთელი დღე ფორტეპიანოსთან ვიჯდე და დრო ისე გამეპაროს ვერც გავიგო. ამიტომ ნეგატიურ ფიქრებზე საფიქრალად არ მცალია. ვცდილობ დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო. ამასთან დაკავშირებით სწავლას ვაგრძელებ კოლეჯში ორ სპეციალობაზე.  „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ 

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა
ახალი ამბები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა

2021/04/18
ძველი პერანგებისგან შექმნილი ქვედაბოლოები და სხვა – ზრუნვა ნარჩენების შემცირებაზე
ახალი ამბები

თანამედროვე ტანსაცმელი აფხაზური ორნამენტებით – მოდელები და მკერავები დევნილები იქნებიან

2021/04/18
17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია
ახალი ამბები

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
Next Post
ბუდიზმის ოთხი „უზენაესი ჭეშმარიტება“

ბუდიზმის ოთხი „უზენაესი ჭეშმარიტება“

„გოდების კედელი“- ებრაელთა წმინდა ადგილი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

„გოდების კედელი“- ებრაელთა წმინდა ადგილი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება

Discussion about this post

ახალი ამბები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა
ახალი ამბები

პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა

2021/04/18
0

რომის პაპს, ბენედიქტე მეთექვსმეტეს 94 წელი შეუსრულდა. ალოიზ რაცინგერი დაიბადა 1927 წლის 16 აპრილს გერმანიაში. 1951 წლის 29 ივნის ხელდასხმული...

სრულად
ძველი პერანგებისგან შექმნილი ქვედაბოლოები და სხვა – ზრუნვა ნარჩენების შემცირებაზე

თანამედროვე ტანსაცმელი აფხაზური ორნამენტებით – მოდელები და მკერავები დევნილები იქნებიან

2021/04/18
17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია

2021/04/17
როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

როგორ იქმნებოდა ისლამური სახელმწიფო?

2021/04/17
მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება – გამყრელიძე

ქართული ხატი პაპის სააღდგომო წირვაზე

2021/04/17
ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

ტრადიციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ახლავს

2021/04/17
„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

„სამბრელა“ – თუ თქვენთვის მობილური თამაშები საინტერესოა

2021/04/17

საინტერესო

მეიდანზე ნაძვის ხეების ფესტივალი ჩატარდება

4 წელი ago
პირველი ქართველი ნასაში – ახალგაზრდა ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები

პირველი ქართველი ნასაში – ახალგაზრდა ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები

2 წელი ago
“საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით”

“საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით”

6 წელი ago
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

საარჩევნო ადმინისტრაცია მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე მუშაობს

5 წელი ago

კალენდარი

აპრილი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« მარ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

  • პაპი ბენედიქტე XVI 94 წლის შესრულდა 2021/04/18
  • თანამედროვე ტანსაცმელი აფხაზური ორნამენტებით – მოდელები და მკერავები დევნილები იქნებიან 2021/04/18
  • 17 აპრილს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია 2021/04/17

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In