ხელოვნება სულს ათავისუფლებსო, უთქვამთ და ნამხდილად ასეა. ყველას, ვისაც მცირედი შეხება მაინც გქონიათ ხელოვნების რომელიმე დარგთან ან თქვენი თავი სრულად მიგიძღვნიათ ამ სფეროსთვის, უკეთ გეცოდინებათ სულიერი თავისუფლების არსი.
ემოციებისა და ღირებულებების ძიებაში ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჩაერთო სამოქალაქო აქტივიზმში და მიზნად დაისახა საკუთარი თემის სააშკარაოზე გამოატანა. ეთნიკური აზერბაიჯანელები უკვე საუკუნეებია საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილნი არიან, თუმცა ის ყოფითი პრობლემები და ტრადიციები, რომელიც გამოწვევეს უქმნის ამ თემის მაცხოვრებლებს, ზოგჯერ ჩაკეტილი დამოკიდებულების გამო უცვლელი რჩება. აიდა თაგიევა , 30 წლის მსახიობი მათ რიგებშია, ვისაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეები აქვს და არც ბრძოლას უშინდება მიზნებისა და იდეების მისაღწევად. პროფესიით ტელეჟურნალისტია, უკვე წლებია ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში მუშაობს. ბოლო პერიოდის აქტივობებიდან აღსანიშნავია სატელევიზიო სერიალი „ თესეა“, რომელმაც მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა. აიდა ყველა პროექტით , რომელშიც კი იღებს მონაწილეობას, თავისი თემის სატკივარს უზიარებს ფართო საზოგადოებას და იბრძვის მათ მოსაგვარებლად.
როგორ დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, ამაზე თბილისი თაიმსს ესაუბრა აზერბაიჯანული თეატრის მსახიობი აიდა თაგიევა :
„ ჩემი და თეატრის გაცნობა იყო შემთხვევითი . 14 წელია ვმუშაობ თეატრში. ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი და აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი საგანმანათლებლო პროექტებში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი , როდესაც გავიგე ამ თეატრის არსებობის შესახებ. მივიღე მოწვევა თეატრიდან, უფრო კონკრეტულად სტუდიიდან, სადაც ტარდებოდა ქასთინგი და ითვალისწინებდა სამსახიობო ნიჭის მქონე ადამიანების შერჩევას. სადადგმო ჯგუფისთვის შემარჩიეს, შტატში ამიყვანეს. მოგეხსნებათ ეს თეატრი არის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანულ კულტურას და მის თვითმყოფადობას საქართველოში. ჩვენი აუდიტორია ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ძირითადად . ჩემი მიზანი იყო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა , რომლებიც ემსახურებოდა აზერბაიჯანულ მოსახლეობას და მათ განვითარებას. თეატრი იყო ჩემთვის საშუალება, საიდანაც ხმას მივაწვდენდი საზოგადოებას. თავდაპირველად თეატრის ხელოვნებით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, თუმცა დროთა განმავლობაში ამ სფერომ შეაღწია ჩემი გონების სიღრმეებში და უხილავმა ძალამ შემაყვარა ხელოვნების ეს დარგი . ჩემი სიყვარული თეატრის მიმართ უკეთ ვიგრძენი , როდესაც გარკვეული მიზეზების გამო მომიწია თეატრიდან წამოსვლა და მივხვდი რომ ამის გარეშე ვიყავი ცარიელი და არასრულყოფილი. გავაანაზილე რომ თეატრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში . მივეჩვიე ამ საქმეს ძალიან .
თეატრი ჩემთვის ასოცირდება ქალის თავისუფლებასთან , რადგანაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მსახიობი ქალი დროდადრო არის ბულინგის მსხვერპლი, მას აღიქვამენ როგორც გასართობ ობიექტს. ამის შესახებ ბევრი იწერება, ბევრ ფილმსაც იღებენ ჰოლივუდში და ეს მსოფლიოს ქალების პრობლემაა. მაგრამ სექსიზმი და არატოლერანტობა იჩენს თავს მაშინ, როცა ქალი ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. თითქოს ძლევამოსილების მქონე პირები ეძებენ მასში ნაკლს და ხელს უშლიან კარიერულ წინსვლაში . მსახიობ ქალებს ორმაგი წინაღმდეგობები აქვს. მათ ორმაგად უწევთ ძალისხმევის ჩადება , რომ განვითარდნენ და დასახულ მიზანს მიაღწიონ . ჩემთვის როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი მსახიობისთვის, ეს ნამდვილად დიდი სირთულე იყო. მომიწია ყველა ამაზრზრენი ეტიკეტის ატანა და ამის ფონზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არასასურველ რეპლიკებს ისვროდნენ დადგმების დროს , უნდა გამეღიმა და შემესრულებინა ჩემი როლი კარგად. არ უნდა მიმექცია ყურადღება ამ ყველაფრისთვის . ჩვენს თემში უფრო დახურულია ხალხი , მეტი სტერეოტიპი არსებობს ქალის მიმართ და შესაბამისად მე ვემსახურებოდი ამ ადამიანებს, მათ ვისაც არ ესმოდა ხელოვნების არსი და ქალის სცენაზე თამამი გამოსვლა. სითამამეში ვგულისხმობ ელემენტარულ ჩახუტების სცენებს, თუნდაც სასიყვარულო სცენებს. ამ დროს მოვალეობა გვაქვს მხოლოდ ის , რომ ამ ადამიანებს დავანახოთ რეალობა . ასევე ჩვენი მისია იყო გვესწავლებინა მათთვის ხელოვნება და გვეჩვენებინა ამ დარგის განვითარების მნიშვნელობა. ამის ფონზე მტკივნეული დეტალები იჩენდა თავს და ბარიერებიც ბევრი მახსენდება . ტაშის და მოლოცვის სიხარული არის ბოლო წლებში განცდილი ემოციები, მანამდე უფრო გამოწვევა იყო და სირთულეების გადალახვას წარმოადგენდა ჩემთვის .
შემიძლია ვთქვა რომ საზოგადოების მცირე ნაწილი ჩვენს შრომას აფასებს და პატივს სცემს ჩვენს პროფესიას. ეს მაძლევს დიდ იმედს და მომავლის რწმენას. მიუხედავად ბნელი დღეების ჩრდილისა, რომელიც სულ თან დამყვება და მეხსიერებაში მაქვს ჩალექილი, ახლა უკვე ვხედავ უკეთესობას, ცოტას მაგრამ მაინც ვხედავ მაყურებელს რომელიც თეატრში გასართობად კი არა განსავითარებლად დადის. ეს მათთვის ჰობია და იმედია ერთ დღეს ყველა გაერთიანდება ხელოვნების ირგვლივ.
ჩვენი აზერბაიჯანული დრამატული თეატრის პრობლემებზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს პრობლემები ბევრია და იღლება მაყურებელი და მკითხველი ამის მოსმენით და წაკითხვით, თუმცა მოკლედ შევეხები ამას. აღვნიშნავ, რომ პირველ რიგში თეატრი არის ავარიულ მდგომარეობაში , სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში გვიწევს რეპეტიციების გავლა. სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნით, შენობა ისეთი ავარიულია , რომ არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას ან რემონტს, შესაბამისად ჩვენს შენობაში ვერ ვეპატიჟებით მაყურებელს, ვქირაობთ დარბაზებს და სხვა თეატრის შენობებში ვდგამთ დადგმებს. კადრების პრობლემა აფერხებს თეატრის განვითარებას, ხელფასები არის მიზერული და დაინტერესებაც არის ნაკლები, არ გვყავს პიარი, მენეჯმენტი და არ არსებობს ეს შტატი , იმისთვის რომ გავზარდოთ თეატრის ცნობადობა, ეს აფერხებს ჩვენი თეატრის განვითარებას. მთავარი მაინც აუდიტორიის პრობლემაა , საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება თეატრის საქმიანობით .
რაც შეეხება, სერიალს „ თესეა „ ქასთინგზე მიმიწვიეს , უმოკლეს დროში დამიკავშირდნენ და დამიდასტურეს მიღება, სრულიად სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი, როგორც თეატრის შემთხვევაში. ეს პროექტი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, დიდი გამოცდილება მივიღე სატელევიზოო სფეროში. ესეთ მასშტაბურ პროექტში პირველად მივიღე მონაწილეობა და სატელევიზიო პროექტებს აქვს თავისი სირთულეები, ჩემი დებიუტი იყო და ამის გამო მით უფრო ბევრი სირთულე შემხვდა . თეატრისგან განსხვავებული სპეციფიკა აქვს სერიალს და რთული აღმოჩნდა საკმაოდ, მაგრამ შრომატევადობის მიოუხედავად საინტერესოა და ემოციურადაც დატვირთული. თითოეულ ადამიანს დიდი შრომა აქვს ჩადებული თესეას პროექტში . გადაღებები დაემთხვა ზამთრის სუსხიან ამინდებს . გარეთ გადაღებები გვქონდა და დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, საათობით ვიდექით გადასაღებ მოედანზე. მაგრამ ყველა იყო ერთიანად მოტივირებული, ასევე ურთიერთობის სითბო სუფევდა. მიხარია რომ მოვხვდი პროფერსიონალების გუნდში და ისინი არიან თბილები, მეგობრულები. ეს გარემო ნამდვილად კარგი იყო.
სერიალის სცენარი არის საინტერესო. ნარგიზის ტიპაჟი არ არის კავშირში ჩემს პიროვნებასთან , მაგრამ ჩემთვის ნაცნობი ქალია ის. ჩემს ირგვლივ ბევრი მისნაირი ქალი არსებობს, ყველა ფეხის ნაბიჯზე მხვდება და შესაბამისად არ გამიჭირდა მისი ათვისება . თესეას სერიალში მნიშვნელოვანი ხაზია აზერბაინანული ოჯახი და აღწერილია მათი ტრადიციები, ყოფა ,პრობლემები და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემა ადრეული ქორწინება , რომელიც აქტუალური თემაა და ჩვენი ეთნოსისთვის დამახასიათებელი. მნიშვნელოვანი იყოს ამის სატელევიზიო სივრცეში ჩვენება, სწორედ ეს გახდა ჩემი ინტერესის წყარო . ამის აფიშირებაში მინდოდა მიმეღო მონაწილეობა. პარალელურად სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას და ვათავსებდი ამას თეატრის საქმიანობასთან.
თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს. მსახიობობის პარალელურად ვბლოგერობდი წლების წინ და ჩემს ვებ გვერდზე აქტიურად ვწერდი სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებზე. ამან დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანულ რეგიონებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაში . ახლა ვმუშაობ მსგავსი გვერდის აღდგენაზე . ვაკეთებ ჩანახატებს. მსახიობობა არის ის, რითაც ვარ ძირითადად დაკავებული, ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო მაგრამ ასეთი ხმაურიანი დღის შემდეგ მჭირდება სიმარტოვე და დასვენება. მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა , მედიტაცია და თავისუფალ დროს ძირითადად ვკითხულობ ლიტერატურას, ესეებს, ბიოგრაფიულ ჩანახატებს, მუსიკას ვუსმენ ფილმებს ვუყურებ და მეგობრებთან ვატარებ დროს.
ამჟამინდელი საქმიანობა სერიალი და თეატრია, ამას მიაქვს მთელი ჩემი დრო. არის კიდევ ერთი სატელევიზოო პროექტი , რომლის განხილვაც მიმდინარეობს და იმედია მალე გადაწყდება. სამომავლო გეგმა არის საკუთარ თავზე მეტად მუშაობა , მსურს საკუთარი თავი ლიტერატურაში გამოვცადო. „
მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ