• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ბებიას“ – აქ ბებიები ხელსაქმით შემოსავალს გამოიმუშავებენ

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, ეკონომიკა, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
„ბებიას“ – აქ ბებიები ხელსაქმით შემოსავალს გამოიმუშავებენ
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბიზნესი – რომელიც გამორჩეულად საინტერესოა. ალბათ, ყველა ჩვენგან უფიქრია, რამდენად ძვირფასია ბებია და რამდენად საჭიროა მისი უნარები. ხელსაქმე მათთვის განსაკუთრებული “ატრიბუტია”, რის გამოც ჩვენ ბებიები კიდევ უფრო მეტად გვიყვარს – ისინი ქმნიან გარემოს, რომელიც იდეალური და უნაკლოა.
“ბებიას” არცთუ ისე დიდი ხანია, რაც არსებობს. მას არსებობის საკუთარი ისტორია, მიზეზები და მიზნები აქვს.
ის მომხმარებელს სთავაზობს ხელით ნაქსოვ, 100%-ით ნატურალურ, მაღალი ხარისხის ქუდებს, რომლებიც ბებიების ხელითაა მოქსოვილი.
“თბილისი თაიმსის” შეკითხვებს გიორგი ნოზაძე, კომპანია „ბებიას“ დამფუძნებელი პასუხობს.

როდის გაჩნდა იდეა, დაარსებულიყო „ბებიას“?


იდეა გაჩნდა 4-5 წლის წინ, როდესაც დავკარგე ჩემთვის ძალიან საყვარელი, ბებიას მოქსოვილი ქუდი. ბებიამ, სამწუხაროდ, ახლის მოქსოვა ვეღარ შეძლო, მალე კი გარდამეცვალა. მაშინ მივხვდი, რამდენად ძვირფასი იყო ბებიას მოქსოვილი და მივხვდი, რომ სხვა ბებიებსაც შეეძლოთ იმავე სითბოს ჩაქსოვა ქუდებში და ჩვენი ბავშვობაში დაბრუნება. იქედან გამომდინარე, რომ ნაქსოვი, ხარისხიანი ქუდების ქართული ბრენდი ბაზარზე არ არსებობდა, გადავწყვიტე კომპანიის შექმნა და იმ ბებიების დასაქმება, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ.

რა მიზნით დაარსდა ის?


ზოგადად, ხანშიშესული ქალბატონების უმრავლესობა საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ ახდენს, არადა ხელსაქმე – ქსოვა მრავალმა მათგანმა იცის. გარდა ამისა, ბევრი ბებიაა, რომელსაც ფინანსურად ძალიან უჭირს ან მარტო ცხოვრობს. შესაბამისად, გამიჩნდა იდეა, საქართველოში „ბებიას“ პროექტს სოციალური სახე ჰქონოდა, რისთვისაც ბებიების დასასაქმებლად “კათარზისს” მივმართე. ამის შემდგომ პროექტში ოცამდე ბებია ჩაერთო “კათარზისიდან” და არამარტო.
ჩვენი მეორე და ასევე მნიშვნელოვანი მიზანი ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვაა. მსოფლიოში ტანსაცმელში გამოყენებული ქსოვილების 60%-ზე მეტი სინთეტიკურია და ეს გარემოსთვის, ნავთობის პროდუქტების შემდეგ, დაბინძურების ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, ქუდები მოგვექსოვა სპეციალურად ჩვენი საწარმოსთვის დამზადებული 100%-ით ნატურალური თუშური შალით. ხოლო იმისთვის, რომ ქუდები არ ყოფილიყო მოსახმარად უხეში, შიგნიდან ჩაგვექსოვა ბამბის რბილი სარჩული.
შესაბამისად, ჩვენ არ ვართ რიგითი კომპანია, რომელიც უბრალოდ ნაქსოვ პროდუქციას ყიდის. ჩვენი მიზანია, ძვირფასი, ხარისხიანი ნივთის შექმნას მქსოველისთვისაც და მომხმარებლისთვისაც მოჰქონდეს მატერიალური და არამატერიალური სარგებელი.

ამ ეტაპზე, ბევრი ადამიანია ჩართული საქმიანობაში?


ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში, ჩვენს ქუდებს რეგულარულად ათამდე ბებია ქსოვს. მიუხედავად კრიზისისა, ჩვენი ბებიები მთელი წლის განმავლობაში ქსოვდნენ და სეზონს უკვე გამზადებული საკმაოდ დიდი მარაგით შევხვდით. შემდეგი სეზონისთვის ვფიქრობთ, გავაფართოოთ როგორც ქუდების წარმოება, ასევე – პროდუქციის ასორტიმენტი და მოვქსოვოთ სხვა აქსესუარებიც, როგორიცაა წინდები, ხელთათმანები, შარფები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავასაქმოთ უფრო მეტი ბებია და გავუჩინოთ მათ დამატებითი შემოსავალი.

დღემდე რა შედეგებზე შეგიძლიათ საუბარი – გაამართლა იდეამ?

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების ჯერ მხოლოდ ორი წელი გვქონდა, ვფიქრობ, იდეამ უკვე გაამართლა. გაამართლა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ბებიას მაინც გავუჩინეთ ახალი საქმე, ახალი ხალისი და შემართება, ერთი სიტყვით, ღიმილი მოვგვარეთ და ვაგრძნობინეთ, რომ საზოგადოებისთვის კვლავ შეუძლიათ ღირებული საქმის კეთება. ისინი ბედნიერები არიან, რომ ისევ შეუძლიათ, გამოიმუშაონ შემოსავალი, რომელიც არცთუ ისე მწირია, თანაც საყვარელი ხელსაქმით და არა – მძიმე შრომით.
იდეამ გაამართლა იმ კუთხითაც, რომ ჩვენს ქუდებს ირგებს თითქმის ყველა ასაკის მომხმარებელი, დაწყებული ჩვილებიდან, დამთავრებული უფროსი თაობის წარმომადგენლებით. ხალხმა გაიცნო ჩვენი ბრენდი, მოსწონს და ვიღებთ ძალიან თბილ უკუკავშირს მათგან. აღმოვაჩინეთ, რომ დიდი პოტენციალი აქვს ბრენდს, პროდუქტს, რამაც გაგვიორმაგა მოტივაცია, რომ გავაგრძელოთ და გავაუმჯობესოთ ეს საქმე.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე ღირდა ამად.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

Share3Tweet2

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

“დედაშენს მიუყვან მასეთს? ყველაფერი გამოჩენილი აქვს, გოგომ უნდა შეინახოს თავისი აგებულება“ – დაპირისპირება ავტობუსში

“დედაშენს მიუყვან მასეთს? ყველაფერი გამოჩენილი აქვს, გოგომ უნდა შეინახოს თავისი აგებულება“ – დაპირისპირება ავტობუსში

2 years ago
ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

8 years ago

ბიზნესის 22 წესი ებრაელებისგან. მათი გათვალისწინება ნამდვილად ღირს!

9 years ago
მსოფლიო ურბანიზაციის ყველაზე დიდი ტალღისთვის ემზადება

მსოფლიო ურბანიზაციის ყველაზე დიდი ტალღისთვის ემზადება

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by