• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში რელიგიის ისტორია – მამა გურამ ჭარელაშვილი

“თუ პედაგოგი ხარისხიანად წარმოაჩენს ქრისტიანობის როლს მსოფლიო ცივილიზაციის, თავისუფლების, ტოლერანტობისა და სხვა ფასეულობების ჩამოყალიბებაში, ეს საგანი ყველა მოსწავლისთვის იქნება საინტერესო“

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში რელიგიის ისტორია – მამა გურამ ჭარელაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენს თანამედროვეობაში საზოგადოებაში აზრი, იმის შესახებ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში რელიგიის ისტორია, როგორც საგანი, ორად იყოფა. საზოგადოების ნაწილი თანხმდება იმის გარშემო, რომ რელიგიის ისტორიის შესწავლა სკოლებში სავალდებულო და აუცილებელი უნდა იყოს. მეორე მხრივ კი, მოქალაქეთა ნაწილს მიაჩნია, რომ აღნიშნული საგანი სკოლებში სულაც არ უნდა ისწავლებოდეს.

როგორია დღევანდელი მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში?

დღესდღეობით საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორია, როგორც საგანი, უკვე წლებია აღარ ისწავლება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებობს კერძო სკოლათა მთელი რიგი, სადაც რელიგიათა ისტორია ჩვეულებრივ ისწავლება და იგი სავალდებულო საგანთა სიას მიეკუთვნება.

აღნიშნული თემის გარშემო სასაუბროდ, სოლოლაკის მაცხოვრის შობის ტაძრის მღველმსახურს, მამა გურამ ჭარელაშვილს დავუკავშირდით:

მამა გურამ, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის რელიგიების ისტორიის ცოდნა?

რელიგიას თუ განვიხილავთ, როგორც ადამიანის ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენის საშუალებას (ან მცდელობებს), რელიგიის ისტორია წარმოგვიდგება, როგორც სხვადასხვა საუკუნეში, თუ სხვადასხვა ადამიანების მიერ, ამ დაკარგული ურთიერთობების აღდგენის „მცდელობები“, რომლებმაც განვლილი დროის განმავლობაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნა შემოგვინახა, როგორც საკვლევი მასალის, ისე, ადამიანისათვის უდიდესი, სასარგებლო გამოცდილების კუთხით.

როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში რელიგიის ისტორია?

თუ თანამედროვე განათლების სისტემის ამოცანაა მოსწავლე მოამზადოს საზოგადოებაში ბუნებრივი ადაპტაციისთვის, პასუხმსგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა , საკუთარი თავის განვითარებისა და ოჯახის, ქვეყნის სასარგებლოდ რეალიზაციისთვის, რელიგიის ისტორიის სწორად, დროულად და ზომიერად მიწოდება, ვფიქრობ, მასზე ძალიან მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს.

დაახლოებით რომელი საფეხურიდან (კლასიდან) უნდა დაინერგოს იგი სკოლებში?

ალბათ ზომიერად, მცირე „დოზით“. შესაძლებელია ნელ-ნელა, მეოთხე-მეხუთე კლასიდან, თუმცა დიდი სიფრთხილითა და კარგად დამუშავებული ფორმით.

როგორ მიგაჩნიათ სწორად, სკოლებში საგნის- რელიგიის ისტორიის დამატების შემთხვევაში, მოსწავლეთათვის იგი უნდა იყოს სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი?

ვფიქრობ, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს.

თქვენი აზრით, კონკრეტულ საგანში თანაბარი დრო და მასალა უნდა ჰქონდეს თუ არა დათმობილი სხვადასხვა რელიგიებს, თუ მართლმადიდებლობა უნდა იყოს ცალკე გამოკვეთილი, როგორც საქართველოში უმრავლესობის კონფესია?

ვფიქრობ, კარგად უნდა წარმოჩინდეთ, თუ საუკუნეების მანძილზე რა სარგებელი და სიკეთე მოუტანა სამყაროს სხვადასხვა რელიგიამ თავისი აზროვნებითა და ფასეულობათა სისტემით და ამის მერე მოზარდს გარკვეული დრო უნდა მიეცეს, თვითონ აირჩიოს რომელი რელიგიის შესწავლას ანიჭებს უპირატესობას. ზოგადად, დარწმუნებული ვარ, თუ პედაგოგი სწორად და ხარისხიანად წარმოაჩენს ქრისტიანობის როლს მსოფლიო ცივილიზაციის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანაბარი უფლებების, ტოლერანტობისა და სხვა უამრავი ფასეულობის ჩამოყალიბებაში, ეს საგანი უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის იქნება საინტერესო და ძალიან სასარგებლო. ანუ, თუ ქრისტიანობას სწორად წარმოვაჩენთ, ის თვითონ მოიპოვებს უპირატესობას.

მასალა  მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.

Share2Tweet1

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე
ახალი ამბები

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026
„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან

07/01/2026

საინტერესო

ლუკა კურტანიძე დეპუტატი გახდა

11 years ago
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება

7 years ago

თინათინ ხიდაშელი: “ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ რუმინეთში”

10 years ago
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by