ზურაბ გურული მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სრული პროფესორი გახდა

ზურაბ გურული მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სრული პროფესორი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი Facebook-ზე ავრცელებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

1995 წელს ჩამოვედი პირველად ამერიკაში. მერე იყო გრძელი გზა, უბრალო რეზიდენტიდან დაწყებული და დღეს უკვე სრული პროფესორობა მომილოცა მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ.

მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა კი ის სკოლაა, სადაც 1963 წლის 11 ივნისს, ბრწყინვალე ქირურგმა ჯეიმს ჰარდიმ მსოფლიოში პირველად განახორციელა ფილტვის ტრანსპლანტაცია ადამიანებში.

ძალიან მეამაყება, რომ ამ აკადემიური სკოლის წარმომადგენელი ვარ.

დიდი მადლობა დაფასებისათვის, ამერიკა!

დიდი მადლობა მისისიპი!

P.S. არ ვაპირებდი ამ წერილის გასაჯაროებას, მაგრამ მინდა გავუადვილო საქმე ქართველ სამთავრობო და მოხალისე ტროლებს, ტელეკომპანია “იმედს” და სხვა დაინტერესებულ “კეთილისმსურველებს”, როცა ჩემი აკადემიური ხარისხის მოძიებას შეუდგებიან ინტერნეტში, – წერს გურული. 

ახალი ამბები

საინტერესო

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.