• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზვიად გამსახურდიას ხელნაწერით წერა უკვე შესაძლებელია – ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ზვიად გამსახურდიას ხელნაწერით წერა უკვე შესაძლებელია – ის  ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის
23
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრამ“, კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით, ხელნაწერი შრიფტების გაკეთება 2 წლის წინ დაიწყო. პირველად  ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერის შრიფტი გაკეთდა,  შემდეგ – იაკობ გოგებაშვილის. ამის შემდგომ უკვე გადაწყდა, ზვიად გამსახურდიას 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 31 მარტისთვის გაკეთებულიყო მისი ხელნაწერის შრიფტი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი ხელნაწერით წერა.

როგორ შეგროვდა ზვიად გამსახურდიას ხელნაწერები და, საბოლოოდ, როგორ შეიქმნა მისი ხელნაწერი შრიფტი – აღნიშნულის შესახებ „თბილისი თაიმსს“ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი, რუსკა უსტიაშვილი ესაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების შეგროვებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იყო.

„სირთულეს წავაწყდით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი ხელნაწერი ძალიან ცოტა რაოდენობით არის შემორჩენილი, რადგან ხანძრის დროს მისი სამუშაო ადგილი განადგურდა და მასთან ერთად – მისი ძალიან ბევრი ხელნაწერი.

სამწუხაროდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მისი ხელნაწერები არ აღმოაჩნდა.   ეროვნული არქივიდან,  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან, ასევე,  პირადი კოლექციებიდან მოვიძიეთ მისი წერილები. ამ წერილების მიხედვით უკვე დავით მაისურაძემ შექმნა ხელნაწერი შრიფტი. ის უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ყველას შეუძლია, უფასოდ ჩამოტვირთოს და წეროს ზვიად გამსახურდიას შრიფტით“, – განმარტავს რუსკა უსტიაშვილი.

”შრიფტი მხოლოდ ცნობილი მოღვაწის ხელნაწერიდან ამოკრებილი ასოების ერთობა არაა. შრიფტში პიროვნების ხასიათი უნდა ჩანდეს, მასში უნდა აისახოს ყველაფერი: ავტორი კალამს მსუბუქად უსვამს თუ მკაცრად, დინჯად წერს თუ სწრაფად, წერისას მშვიდია თუ აღელვებული… ზოგჯერ ავტორის წერილებიდან სხვადასხვა ხასიათი ჩანს და აქ შრიფტის დიზაინერის ამოცანა რთულდება: მან უნდა შეძლოს, ხელწერის ზოგადი თვისებებიც შეაჯეროს, მაგრამ ამავე დროს ნაწერს არ დაუკარგოს ინდივიდური ხასიათი. ზვიად გამსახურდიას წერილების კალიგრაფიაზე დაკვირვებაც ამ მხრივაა საინტერესო: კალიგრაფია ჩემთვის მიმანიშნებელია იმისა, თუ რას გრძნობს იგი აზრის გადმოცემისას. ასეთი ინტერპრეტაციები ზუსტი რომც არ იყოს, შრიფტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. შედეგი კი კიდევ უფრო სასიამოვნო: ასე მგონია, მათი ხელწერის გაცოცხლებით დიდი ქართველი მოღვაწეების უკვდავყოფაში უმცირესი წვლილი მეც შემაქვს“, – განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული შრიფტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია  fonts.ge-სა და calligraphy.ge-ზე

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share9Tweet6

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by