• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს

ამის შეცვლას უკვე თავად მემკვიდრე ლორდებიც კი მოითხოვენ

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა – ლორდთა პალატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკანონმდებლო ორგანოა. მასზე უფრო მეტი წევრი მხოლოდ ჩინეთის საერთო სახალხო წარმომადგენლობაშია. ლორდთა პალატაში ყოველი მეათე ლორდი იქ მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მის შორეულ წინაპარს ოდესღაც მეფემ მიწა და ტიტული უბოძა. მემკვიდრე ლორდის გადაყენება შეუძლებელია, გარდაცვალების შემთხვევაში კი მისი ჩანაცვლება მხოლოდ იმავე პარტიის წევრს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ყველა მემკვიდრეობით პერი არის კაცი და არც თუ ისე ახალგაზრდა. ბრიტანულ საზოგადოებაში, პარლამენტსა და თავად ლორდთა პალატაშიც (მათ შორის, XIII- XIV საუკუნეების ტიტულების მფლობელთა  შორისაც) ამ არქაიზმით უკმაყოფილება სულ უფრო მწიფდება. თუმცა ამ მიმართულებით რეფორმა ყოველ ჯერზე დაუსრულებელი შესწორებებით გრძელდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზედიზედ რამდენიმე მთავრობამ ვერ შეძლო ძლიერი ნების გამოვლენა, რათა მხარი დაეჭირა იმ დიდგვაროვანთა რაოდენობის შემცირებისთვის, რომლებსაც არავინ ირჩევს და საკუთარი თავის გარდა არც არავის წარმოადგენენ. თუ როგორ მუშაობს ლორდთა პალატა და ვინ არიან მისი წევრები, The Sunday Times-მა გამოძიება ჩაატარა.

ვინ არიან მემკვიდრე ლორდები?

მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხედან პარლამენტში, რომელიც ყველა ბრიტანელისთვის საერთო კანონს იღებს, ლორდთა პალატის მემკვიდრე პერები ძირითადად ბრიტანული საზოგადოების ერთ კატეგორიას წარმოადგენენ. ესენი არიან ასაკოვანი კაცები. მათგან ყველაზე უმცროსი 38 წლისაა და ეს არის ლორდ რეივენსდეილი, რომელიც ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ფაშისტის, ოსვალდ მოზლის შვილიშვილია. მემკვიდრეობით ლორდების აბსოლუტური უმრავლესობა 60 წელს არის გადაცილებული, ყველაზე ხანდაზმული კი 93 წლისაა. მათ შორის არც ერთი ქალი არ არის, რადგან ტიტული ტრადიციულად ოჯახის უფროს ვაჟს გადაეცემა, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მამრობითი სქესის უახლოეს ნათესავს. მემკვიდრეობის ეს არქაული წესი სამეფო ოჯახმაც კი გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის უფროსი ვაჟის, ჯორჯის შემდეგ ტახტს მემკვიდრეობით მისი პირველი შვილი მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა ის ბიჭი იქნება თუ გოგო.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლორდები ხშირად სრულიად მოულოდნელად ხდებიან. მაგალითად, 82 წლის ლორდ არანს, რომლის ტიტული 1762 წელს მის წინაპარს გადაეცა, ორი ქალიშვილი ჰყავს, ვაჟი კი – არა. ამიტომაც მემკვიდრე ლორდის პრეტენდენტი არის მისი შორეული ნათესავი, 70 წლის ავსტრალიელი პენსიონერი, უილიამ გორი. ”ხალხი გიჟდება, როდესაც ამას იგებს. ისინი ფიქრობენ, რომ მე გადმომეცემა სასახლე და ბევრი ფული. ჩემი სიძე კი ითხოვს, რომ მე „მილორდი“ დამიძახონ“, – აცხადებს უილიამ გორი.

მემკვიდრეობით ლორდებს გაცილებით მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე დანარჩენ ბრიტანელებთან. უმეტესობა ინგლისის სამი ყველაზე პრესტიჟული კერძო სკოლის კურსდამთავრებულია (ეტონი – 39 ლორდი, ვინჩესტერი – 6 და ჰაროუ – 5). ბევრმა მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ საოჯახო ციხე-სიმაგრე, არამედ – უზარმაზარი მიწის ნაკვეთები, რომლებიც საერთო ჯამში მოიცავს ლონდონის ტერიტორიის თითქმის ნახევარს გარეუბნებთან ერთად. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი არ ცხოვრობს ისეთ ფუფუნებაში, რომელიც მის კეთილშობილურ ტიტულს შეესაბამება.

რას აკეთებენ მემკვიდრე ლორდები?

კვებისა და ტრანსპორტის შეღავათებთან ერთად, ლორდთა პალატის წევრები ყოველდღიურად 323 ფუნტი სტერლინგის მოცულობის თანხას იღებენ და სხვა პრივილეგიებით სარგებლობენ. ყველა ეს ბონუსი არ იბეგრება. საშუალოდ, თითოეული მემკვიდრე პერი წელიწადში, ხარჯების ანაზღაურების სახით, 144 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს.  შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მუდმივი პერების შემთხვევაში (ვინც ეს ტიტული სახელმწიფოს წინაშე გაწეული დამსახურებისთვის თავად მიიღო და მისი მემკვიდრეობით გადაცემის უფლება არ აქვს) საშუალოდ 134 ათას ფუნტს შეადგენს.

ტიპური მემკვიდრე პერის ანგარიშზე თავისი კარიერის განმავლობაში საშუალოდ 50 საპარლამენტო გამოსვლაა. მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი მუდმივი ლორდების შემთხვევაში 82-ია. მემკვიდრე პერების მხოლოდ 13%-ია პროფილურ საკანონმდებლო კომიტეტებში გაწევრიანებული (მუდმივი ლორდები კი – 20%). მემკვიდრე ლორდების უმეტესობა – 45 ადამიანი, არცერთ საპარლამენტო კომიტეტში არ არის წარმოდგენილი.

იგეგმება თუ არა რამის შეცვლა?

ლორდთა პალატის რეფორმირების საჭიროება დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. ამას მხარს უჭერენ მისი წევრები, მათ შორის მემკვიდრე ლორდებიც (მაგალითად, გრაფი კლანკარტი-68 წლის თარჯიმანი, რომელიც არჩევითი სენატის მომხრეა). პალატის სპიკერი, 83 წლის ლორდი ფაულერიც კი ამ საპარლამენტო ორგანოს 800-კაციანი შემადგენლობის რადიკალურ შემცირებას ეთანხმება.

ამის მიუხედავად, რეფორმის მომხრეებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორ და რა მასშტაბით უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. ერთ-ერთი იდეა წარმოადგინა ლიბერალ-დემოკრატმა ლორდმა ალდერდაისმა: მემკვიდრე პერების  შუალედური არჩევა უბრალოდ უნდა გაიყინოს მანამ, სანამ ეს ინსტიტუტი ბუნებრივი მიზეზების გამო არსებობას არ შეწყვეტს. როგორც ჩანს, პერების უმეტესობა ეთანხმება ლორდ ბორუიკს, რომელმაც თავის კოლეგებს განუცხადა: „დავიმსახურე აქ ჩემი ადგილი? აბსოლუტურად არა! მადლიერი ვარ ამის გამო? ეჭვგარეშე! ვფიქრობ, იმდენს ვშრომობ, რომ სხვა ადამიანებმაც იფიქრონ, ამ პოზიციის ღირსი ნამდვილად ვარ!“.

ShareTweet

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

საინტერესო

ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

11 years ago

ცნობილია ეროვნული გამოცდების საგნებში გამსვლელი მინიმალური ქულები

9 years ago
მორიგი აფეთქება თურქეთში

თურქეთში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

10 years ago
დოჰაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “ეგრისის” კონცერტები გაიმართა

დოჰაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “ეგრისის” კონცერტები გაიმართა

11 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by