• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აბრეშუმის პირბადეები, რომლებიც კომფორტზეა ორიენტირებული – „მეიშუ“

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
აბრეშუმის პირბადეები,  რომლებიც კომფორტზეა ორიენტირებული – „მეიშუ“
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Covid19-ით გამოწვეული სტრესი და დაძაბულობა უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ ირგვლივაა. მეტად თუ ნაკლებად, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ განწყობა, ხალისი და არ დავკარგოთ ფერები. დღეს ადამიანების ერთერთ მთავარ ატრიბუტს პირბადე წარმოადგენს – მას უკვე ბევრი აწარმოებს. „მეიშუ“ ამზადებს პირბადეებს, რომლებსაც სხვებისგან სიფერადე და განწყობა გამოარჩევს. ამასთან, ის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ მარიამ გოლაშვილი,“მეიშუს“  თანადამფუძნებელი ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც პირბადეების მზადება დაიწყეთ და მასალად რას იყენებთ?

პირბადეების დამზადება ზუსტად 1 წელია – 2020 წლის აპრილში დავიწყეთ. ვიყენებთ ორი სახის მასალას – აბრეშუმსა და ბამბას, რომლებიც ძალიან სუნთქვადი და ხარისხიანია. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადეებს ჰქონდეთ ყურის  რაც შეიძლება რბილი  რეზინები, ვინაიდან ადამიანებს სამსახურისა თუ სხვა მიზეზების გამო  ნიღბის მთელი დღის მანძილზე ტარებაც უწევთ.

საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში, რით არის განსხვავებული თქვენი პროდუქცია?

ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია, რაც „მეიშუს“ სხვებისაგან გამოარჩევს. ჩვენს კომპანიას საფუძველი 1 წლის წინ ჩაეყარა, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული ცვლილებები ყველასთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც განსაკუთრებულად მძაფრი და დამთრგუნველი იყო. არაკომფორტულობის გარდა, ძალიან უარყოფით ემოციებს იწვევდა პირბადის მუდმივი ტარებაც. სწორედ მსგავსი მდგომარეობის ფონზე გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენი წვლილი შეგვეტანა და 2020 წლის მიერ მოტანილი არასასურველი ნივთი, ცოტათი უფრო მეტად სახალისო, კომფორტული და ესთეტიკური გაგვეხადა. „მეიშუს“ პირბადეები არის ხარისხიანი, დახვეწილი, მოსახერხებელი და, რაც მთავარია, ყველაზე ფერადი – მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ადამიანების სახეებისა და გამომეტყველების ყურება, მათზე დაკვირვება უკვე შეუძლებელი გახდა, ჩვენს ფერთა პალიტრაში თითოეულ ადამიანს აქვს საშუალება, იპოვოს ის ფერი, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემს მათ ხასიათს, ან თუნდაც მხოლოდ იმ დღის განწყობასა და ემოციას.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, აკმაყოფილებს ისინი სამედიცინო სფეროს მოთხოვნებს?

დიახ, რა თქმა უნდა, პირბადის მთავარი ფუნქცია დაცულობაა და, შესაბამისად, უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. თითოეულ პირბადეს აქვს სამშრიანი ფილტრი, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და გვაქვს შესაბამისი საბუთიც ლუგარის ლაბორატოორისაგან.

თქვენს პირბადეებს ულამაზესი დიზაინი გამოარჩევს – ბევრი მომხმარებელი გყავთ?

დიახ, ჩვენმა პირბადეებმა დასაწყისიდანვე მალევე მიიქცია მომხმარებლების ყურადღება და დღეს უკვე ძალიან ბევრ კმაყოფილ მომხმარებელს ითვლის, მათ რიგებში არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე, სხვადასხვა ცნობილი ბრენდი და ორგანიზაციაც.

გარდა პირბადეებისა, რას ამზადებთ?

ამ ეტაპისთვის, პირბადეების გარდა გაყიდვაშია როგორც პირბადის ლამაზი და მოსახერხებელი საკიდები, ასევე, მარგალიტისა და ფერადი მასალებისგან დამზადებული სამკაულებიც. თუმცა, სულ მალე გეგმაში გვაქვს ორი ახალი პროდუქტის დამატებაც, რომელზეც უკვე გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ. ჯერ არ დავასახელებ – რა არის, თუმცა, პირობას ვიძლევით, მთავარი მახასიათებლები იგივე დარჩება – დახვეწილი ვიზუალი, ხარისხი და ფერების მრავალფეროვანი არჩევანი.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share9Tweet6

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by