• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა არეშიძე: პალესტინელების პრობლემა დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, მსოფლიო, პოლიტიკა
A A
მამუკა არეშიძე: პალესტინელების პრობლემა დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი კვლავ აქტუალურია. სარაკეტო იერიშებს უამრავი ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. რამდენად რეალურია კონფლიქტის ამოწურვის შესაძლებლობა, ვის აწყობს არსებული მდგომარეობა და რა მიზანზეა ორიენტირებული ომი – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი, მამუკა არეშიძე ესაუბრა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ამოწურვის უახლოეს პერსპექტივაზე რას იტყვით?

ცეცხლის შეწყვეტა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ უამრავი დაინტერესებული მხარე გამოჩნდა ამ მხრივ. “ჰამასმა” თავისი თანხა გამოიმუშავა. “ჰამასს” მართლა პალესტინის პრობლემების მოგვარება კი არ უნდა. ის არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი აქტივობების გამო რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს. თავისი მისაღები თანხა მან უკვე გამოიმუშავა.

ვის ინტერესებში შედის ისრაელში კონფლიქტის გამწვავება?

პირველ ყოვლისა, ეს არის ყატარი. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ – პალესტინელების პრობლემა დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს. ეს არის სამწუხარო აქსიომა.  იმდენი თანხაა დახარჯული იმისთვის, რომ პალესტინური დასახლებები, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, წელში გაიმართოს, ვერ წარმოდიგენთ. ეს ფული იხარჯება სულ სხვა დანიშნულებით. ეს არის ერთი საკითხი.

მეორე საკითხია პოლიტიკური ისლამის თემა. პოლიტიკური ისლამი დღეს ცდილობს, რაც შეიძლება მაქსიმალური გავლენა მოიპოვოს მთელს მსოფლიოში. მისი მხარდამჭერია ისეთი ტიპის ქვეყნები, როგორიც არის ყატარი. თუმცა, არიან სხვა ქვეყნები, ორგანიზაციები, რომლებიც ასევე პოლიტიკური ისლამის მიმდევრები არიან.

რა არის მათი ამოცანა?

მათი ამოცანა  არის, მთელს მსოფლიოში გამეფდეს ისლამური ხალიფატი. ხშირ შემთხვევაში ისინი „ნორმალური ისლამის’ მიმდევართა წინააღმდეგაც კი გამოდიან. არსებობს ასეთი პოლიტოლოგიური ტერმინი – “ზომიერი ისლამი”. არსებობს პოლიტიკური მოტივით რელიგიის გამოყენება. ეს შეიძლება, ქრისტიანობაც იყოს და სხვა რელიგიაც. ამ შემთხვევაში, საუბარია ისლამზე. მსგავსი ორგანიზაციები ევროპაშიც ფეხმოკიდებულია. ჩვენთანაც არსებობენ.

რა როლი აქვს, ამ მოცემულობაში, ისრაელს?

ისრაელი, რომელიც არის შუა ისლამურ სამყაროში, არის ხელისშემშლელი ფაქტორი, თუნდაც, ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ისრაელი უნდა განადგურდეს. ეს არის მათი ამოცანა. თუმცა, საქმე ის არის, რომ არაბული სამყაროს წარმომადგენლები ერთი ხელით რომ აბრახუნებენ, ისრაელი უნდა განადგურდესო, მეორე ხელით ისინი ინტენსიურად ვაჭრობენ ისრაელთან. განსაკუთრებით – ენერგომატარებლები. ისრაელი მყარი გადამხდელია და არის მათი პროდუქციის ფართო მომხმარებელი.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

Share3Tweet2

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში დაპატიჟა

10 years ago
საქსტატი: საქართველოში 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანია ცხოვრობს

საქსტატი: საქართველოში 3 მილიონ 718 ათას 200 ადამიანია ცხოვრობს

9 years ago
გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა

გიორგი გახარია – საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს

6 years ago
დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირებიც დაჯარიმდებიან

დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირებიც დაჯარიმდებიან

8 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by