ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ირწმუნება, რომ ივლისში საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.
“ქვეყანაში არის აბსოლუტური მზაობა და როგორც დაანონსებულია, ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია. ამისთვის ყველანაირი რესურსი მობილიზებულია – როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე, ვაქცინების საჭირო მოცულობა. ასევე, გადამზადდა პერსონალი… ეს პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მედია დაინტერესდა, თუ როდის შემოვა ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინის დაპირებული მილიონი დოზა, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ვადის თქმა არ შეუძლია.