ბევრი გინახავთ ანაფორაზე თეთრი ხალათი მოეცვასდა ოპერაციაზე შესულიყოს? მე არ მახსენდება. წიგნისთუ ფილმის სიუჟეტს გავს.
სულის მკურნალი სხეულსაც რომ კურნავს, ეს უკვენამდვილი მისიაა…
ჩემი რესპონდენტი ლისიონის მამათა მონასტრისწინამძღვარი, მამა ლუკა გახლავთ, საერო ცხოვრებაში, ლევან ფალავანდიშვილი. ტრავმატოლოგია. როცატაძარში არ არის, კლინიკაშია და – პირიქით.
ღვთის ნების გარეშე ხომ ფოთოლიც არ ვარდება ხიდან. ჩვენც დიდი შემოქმედის დრამატურგიას მივყვებით. ასეიწერება ჩვენი ბიოგრაფიაც…
ომამდე და ომის შემდეგ
ჯერ იყო თბილისის სანიტარული ინსპექცია, შემდეგსაბაჟო ტერმინალზე ჯანდაცვის განყოფილებისუფროსის თანამდებობა. 2004 წელს ტრავმატოლოგიურიკლინიკა. ცოტა მოგვიანებით კი, განყოფილებისუფროსობა.
ლევანი 2008 წლის აგვისტოში, მეგობრებთან ერთად, ომში წავიდა, სამედიცინო ბატალიონის მეთაურმა, ლაშაქოიავამ იხმო. ახალგაზრდა ექიმებს დაჭრილებისთვისუნდა მიეხედათ.
მამა ლუკა ფალავანდიშვილი: – ტყვიავში, სამედიცინოსაველე ჰოსპიტალში ვიყავით, ცხელი ხაზიდანშემოყვანილ დაჭრილებს გორის ჰოსპიტალისთვისვამზადებდით.
12 აგვისტომდე დავყავით ტყვიავში. ბოლო ბატალიონი, ვინც საომარი ტერიტორია დატოვა, ჩვენ ვიყავით. ჯარიუკვე გამოსული იყო…
ომიდან დაბრუნების შემდეგ მედიცინაზე უარი ვთქვი. თავს ბევრი ვებრძოლე, რომ ეს გადაწყვეტილებაომისთვის არ დამებრალებინა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების შეცვლა, ომმაგანაპირობა.
ჩვენ ის თაობა ვართ, ბევრი რამ რომ აღარ აკვირვებს. სამოქალაქო ომიც გვინახავს, თბილისში სროლებით… შეიძლება აგვისტოს ომი ძალიან ხანმოკლე იყო, თუმცაემოციურად და მორალურად, მძიმედ გადასატანი.
ექიმის თვალით დანახული ომი, კიდევ უფრო სხვაა. მეომრები თავიანთ საქმეს აკეთებენ, დაჭრილმეგობარს ხედავენ, მაგრამ მისიის შესრულებასაგრძელებენ, მაგრამ ექიმის ხელში არა მხოლოდფიზიკურად დაზიანებული ჯარისკაცი ხვდება, არამედფსიქოლოგიური მდგომარეობითაც დამძიმებული.
რამდენიმე ადამიანმა ფსიქიკურად ვერ გაუძლო ომისსტრესს. ეს რთული საყურებელია…
მახსოვს, რომელიღაც ბატალიონის მეთაური მოიყვანეს. შთამბეჭდავი კაცი იყო, ფიზიკურადაც დიდი დაბატალიონში ბევრს უყვარდა და გულშემატკივრობდნენ. ჩვენთან გარდაცვლილებიც მოჰყავდათ და იქაცგარდაცვლილან, მაგრამ ამ კაცის გარდაცვლებაყველაზე მეტად დამამახსოვრდა. როგორც ჩანს, გმირულ საქმეებს ჩადიოდა, ბევრს შესტკიოდა მასზეგული და განსხვავებულად ჩამრჩა.
დღეს ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ობგაიძე ჩემთან ერთად იყო ტყვიავში. ის მძიმედღეებიც ერთად გავიარეთ და იქიდან მოყოლებულიერთად მოვდივართ.
ფაქტად ვყვები, თორემ თავს ომგამოვლილად არმივიჩნევ. მრცხვენია იმ ხალხის, ვინც მართლა ომიგამოიარა და იბრძოლა. ჩვენმა წინა თაობამ, თვეები დაწლები გაატარეს ფრონტზე. ჩვენ საომარი ვითარებავნახეთ და საკმაოდ დიდი კვალი დაგვიტოვა, როგორცფსიქოლოგიურ ასპექტში, ასევე – საქმეში.
არის გამოთქმა, თუ გინდა გახდე კარგი ტრავმატოლოგი, უნდა გაჰყვე ჯარს.
ომი ხინჯად გვაქვს. ამას ვერ დაივიწყებ.
ომიდან დაბრუნებულს თეთრი ხალათისკენ არგაუხედავს. ექიმად მუშაობის გაგრძელებას ვერახერხებდა.
და ომში დაღდასმული სულის მკურნალობას გალობითშეუდგა. მისმა ბავშვობის მეგობრებმა იციან, რომ მამალუკა გალობდა სტუდენტობის პერიოდიდან. 90-იანიწლების ბოლოს სვიმონ ჯანგულაშვილთან, გიორგიუშიკიშვილთან, გიორგი დონაძესთან, ლუარსაბტოგონიძესთან, არჩილ ცანკაშვილთან ერთად…
მამა ლუკა: – სიონში ვგალობდით. შემდეგ ჩვენსგუნდს “სამების გუნდი” დაერქვა.
ფოლკოლორის ცენტრში მეგობრებს ვეხმარებოდი. ვმონაწილეობდი ქართული საგალობლების მოძიებაში, მათი ხელნაწერი ნოტების გამოტანა–ფოტოგრაფირება, შეგროვებასა და წიგნად გამოცემაში…
19 წლისამ უკვე ოჯახი შევქმენი. თუმცა რამდენიმეწელიწადში დაინგრა. მონასტერში წასვლაზე კი დიდიხანია ვფიქრობდი. ჩემში ყოველთვის იყო მონაზვნურისურვილები. მონასტერში ცხოვრების შესახებ ბევრლიტერატურას ვკითხულობდი. მიზიდავდა…
მონასტერი
2009 წელს მონასტერში წავიდა. წავიდა ისე, რომსახლში არავისთვის უთქვამს, დასარჩენად მივდივარო. პირდაპირ ადგა და უფლის გზას დაადგა. მარტყოფისყოველთა წმინდათა მამა მონასტერში მივიდა დადარჩა…
მამა ლუკა: – მიცნობდა უწმინდესი, სამების დასშივგალობდი. სხვადასხვა ტაძრების გახსნაზე მისულმგალობლებს სასულიერო პირებიც გვიცნობდნენ. ამდენად, იქ მისული უცხო არ ვიყავი. ამ მონასტერშიცმიცნობდნენ…
და ორ წელიწადში ბერად აღვიკვეცე. მერე, სამებაშიდიაკვანი დასჭირდათ. წამიყვანეს და სამებაშიუწმინდესმა დიაკვნად მაკურთხა.
სნოში, ყაზბეგში, ან რომელიმე ქალაქში, იქაურიტაძრის დღესასწაულზე გვიხდებოდა ჩასვლა… ერთხელაც, ჯერ კიდევ 2002 წელს (ცოლს ჯერ არ ვიყავიგაშორებული), რამდენიმე მგალობელი ვიყავით დაუწმინდესმა, პირად საუბარში მითხრა, შენი მანტიაუკვდავიაო.
მაშინ ვერ მივხვდი, მან ჩემი სურვილიც არ იცოდა, თუმცა ფაქტობრივად, მიმანიშნა, შენ უნდა იყობერმონაზონი და საამისოდ მოემზადეო. აღმოჩნდა, ისე, რომ შვიდ წელიწადში, მისი ეს ნათქვამი ახდა და მე ამგზას დავადექი.
რვათვიანი დიაკვნობის შემდეგ, უკვე 2012 წელს, მღვდლად მაკურთხა ლისში ღვთის ანაბარადარჩენილი, მეცხრამეტე საუკუნის ღვთისმშობლისმიძინების სახელობის ტაძრის აღდგენა და მისიწინამძღვრობა მამა ლუკას დაევალა. უწმინდესისკურთხევით, უნდა შეკრებილიყო საძმო და აღედგინათტაძარი.
მამა ლუკა: – სამებიდან მე და მამა გრიგოლიწამოვედით და პატრიარქის ლოცვა–კურთხევაშევასრულეთ. დღეს უკვე ექვსი სასულიერო პირი ვართსაძმოში. და ამ ტაძრის ეზოში, კიდევ ახალ ტაძარსვაშენებთ. სოფელში კიდევ სხვა ორი ტაძარი ავაგეთ. ამსაქმეში მეხმარება ყველა, ვინც ჩემს მეგობრად თვლისთავს. მათ გამოჩენა არ სურთ, ამიტომ ვერავისდავასახელებ…
ლისიონის მონასტრის წინამძღვარი დატრავმატოლოგი
მამა ლუკას მრევლი არა მხოლოდ ლისის მოსახლეობაა, არამედ სულიერი შვილები თბილისიდანაც ჩადიანმასთან.
სულიერ გზაზე შედგომამ რომ დაამშვიდა და თავი “სახლში” აგრძნობინა, შემდეგ დაფიქრდა, რომ ღვთისმიერ ბოძებულ ნიჭს გამოყენება სჭირდებოდა. დაბოლო ორი წელია, მოძღვარი ლუკა ისევტრავმატოლოგია.
მამა ლუკა: – ადამიანს რა ნიჭიც მიეცემა, იმისდაკარგვა და გაფლანგვა, არაფრით შეიძლება. ისევმომინდა, რომ დავბრუნებოდი საქმეს და ადამიანებსფიზიკურადაც დავმხარებოდი.
მადლობა ღმერთს, გამოჩნდა დრო ჩემს ცხოვრებაში, რამაც საყვარელი საქმის გაგრძელების საშუალებამომცა. დავეკითხე უწმინდესს, იდეა მოეწონა დამკითხა, ხომ შეძლებო? შემდეგ კონსულტაცია გავიარეკოლეგებთან.
დაკარგული წლების აღდგენა რთული ყოფილა. თითქმის თავიდან და ნულიდან დავიწყე ეს საქმე. ჯერკიდევ პროფესიის აღდგენაში ვარ.
მოძღვარი რომ საოპერაციოში შედის, არაორდინალურიფაქტია და არის ხუმრობებიც.
ერთხელ, ბიჭები სხედან და პაციენტს ოპერაციის წინუხსნიან, კონკრეტული ოპერაციის რისკებს, რომშეიძლება განვითარდეს თრომბი და ა.შ. მაგრამო, ეუბნებიან, ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ გვაქვსშესაბიმისი საშუალება, რითიც მას დავძლევთ. ყველაფრისთვის მზად ვართო. და ამ დროს კარს ვაღებდა შევდივარ ანაფორით და თეთრი ხალათით. ამ კაცმაშემომხედა და თქვა, თქვენ მართლა ყველაფრისთვისმზად ყოფილხართო.
ბევრ პაციენტს შვება აქვს მე რომ იქ მხედავს, საოპერაციოში. კაბას ვიხდი, ვიცვამ საოპერაციოხალათს და როდესაც მზადყოფნაში მხედავენ, სიმშვიდე ეუფლებათ. საოპერაციოში არის ხალისი. საოპერაციოში გვიწევს სიმღერა, გალობა… ახლობლებისგან მიდის ხუმრობები, ბარემ მგალობელიცაქ ხართ, მღვდელიც აქ ხართ, ხომ არ გამოულოცავთო. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა ყველას უხარია. ეს ისგუნდია, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა.
მე ოპერაციებზე ვდგავარ როგორც ასისტენტი. ჯერპასუხისმგებელი ექიმი არ ვარ.
შესვლამდე გულში ლოცვებს ვამბობ, ეს იციან ჩემიგუნდის წევრებმა, ექიმებმა და როგორც მითხრეს, თვითონაც მშვიდად არიან ოპერაციის გაკეთებისას. ისინი ისედაც პროფესიონალები არიან, თუმცა სულიერიგვერდში დგომა სჭირდება ყველას.
სურვილი მაქვს, ადამიანებს გვერდში დავუდგესულიერადაც და ფიზიკურადაც. რამდენად შევძელიმისიის შესრულება, იქ მეტყვიან, ზევით, როცამოვხვდები…
წმინდა ლუკა
მამა ლუკა: – მე მყავს კუმირი, რომელიც ეკლესიამწმინდანად შერაცხა. თუ შეიძლება წმინდანზე კუმირისწოდება, ის ჩემთვის წმინდა ლუკაა. მეორე მსოფლიოომის დროს ეპისკოპოსი იყო და თან ქირურგიც. ცნობილია, როგორც ლუკა ყაზანელი. ტოტალიტარულრეჟიმს მისი დახვრეტა სურდა, დაიჭირეს, გადაასახლეს, წვერიც გაპარსეს.
ბევრჯერ უნდოდათ დახვრეტა, მაგრამ იმდენად დიდიქირურგი იყო (ომის დროს მისი ძალიან დიდი საჭიროებაიდგა), ვერ მოიშორეს.
მატარებელი ჰყავდა და საბჭოთა კავშირისტერიტორიაზე დადიოდა, თუკი ვინმესჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაჰქონდა, ჩასვმდა მატარებელში და ოპერაციასუკეთებდა. აზიარებდა ავადმყოფებს. ერთ ბიჭსტრაქტორის მიერ მოჭრილი ხელები მიაკერა, შემდეგ ისპიანისტი გახდა. ისეთ რამეებს აკეთებდა, არც მხოლოდექიმს რომ არ ძალუძს და არც მხოლოდ მღვდელსშეუძლია.
ერთ ფაქტს მოვყვები: როდესაც ბერად უნდააღვკვეცილიყავი, ჩემსკენ მომავალი მეუფე გზადფიქრობდა, რა დავარქვაო. მამა დემეტრე, რომელიცასევე ჩემთან, ცალკე მოდიოდა, ისიც თავისთვისფიქრობდა, ნეტა, ბერად აღკვეცის შემდეგ რასდაარქმევენო? საჩუქრად წმინდა ლუკას ნაწილიმოჰქონდა. და როდესაც ორივე მოვიდნენ და მეუფემაღკვეცის რიტუალი დაიწყო, გადაწყვიტეს, რომ ლუკადაერქმიათ ჩემთვის. სხვათა შორის, ლუკამახარებელიც ექიმი იყო…
შვილი
მამა ლუკას ჰყავს ქალიშვილი, ანა ფალავანდიშვილი, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობს, მომავალიოპერის მომღერალია. ანას პედაგოგობას დამეურვეობას უწევს საქვეყნოდ ცნობილი ბანი, პაატაბურჭულაძე, რომელიც ანას ბაბუაა (ბებიის ძმაა). პერიოდულად, გოგონა, ბერლინში მასთან ჩადის დაბაბუის მასტერკლასებს ესწრება…
მამა ლუკა: – გარდა სულიერი შვილებისა, რომელიცღმერთმა სამწმყსოდ მომაბარა, მყავს ხორციელიშვილი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულითმიყვარს.
ანა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია, რაც კი საერო ცხოვრებაში მქონია. უდიდეს ძალას დასტიმულს მაძლევს. მაძლევს ენერგიას, რომ ვიყო, თუნდაც მისთვის სამაგალითო.
ვარ მონასტერში და მაქვს კიდევ ის პასუხისმგებლობა, რომ გავზარდო შვილი ისე, რომ სული გადავურჩინო.
მუსიკა მისი მამოძრავებელი ძალაა. სულისკვეთებასაძლევს, რომ უხაროდეს ცხოვრება. მე ეს მიხარია. თუმისი სურვილი, გადაწყვეტილება და მონდომება იქნება, ოპერის მომღერალი გამოვა…
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: www.viola.ge