• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“პენსიონერს შესაძლოა მიეცეს უფლება აირჩიოს, თუ რომელ ბანკში აიღოს პენსია” – კანონპროექტი

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“პენსიონერს შესაძლოა მიეცეს უფლება აირჩიოს, თუ რომელ ბანკში აიღოს პენსია” – კანონპროექტი
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს, – სწორედ ამას ითვალისწინებს ცვლილებები “სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში”, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ტარიელ ნაკაიძემ დააინიცირეს პარლამენტში.

საკითხის განხილვა ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იწყება. ოპოზიციონიერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ საპენსიო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი არა 36%, არამედ გაცილებით ნაკლები იყოს.

“რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამ პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს პენსიის გაცემის უფლების ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მონოპოლიზება წარმოადგენს. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც. პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს.

ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას დანაკლისით იღებენ. სწორედ ასე იქცევა „ლიბერთი ბანკიც“.

ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში დაერიცხება ხელფასი და ამ ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მას შეუძლია გადავიდეს სხვა ბანკში, სადაც იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, უფრო დაბალი განაკვეთი სახელფასო ავანსზე. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მსგავსი კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ვაშაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ საპენსიო კანონში უნდა ჩაიწეროს: “პენსიონერს უფლება აქვს, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება”, ხოლო ცვლილებები 2021 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

“ლიბერთი ბანკის” მიერ პენსიების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით აპრილში სპეციალური სხდომაც გაიმართა, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი და ბანკის გენერალური დირექტორი დაესწრნენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ფრაქცია მოქალაქეების წევრებმა “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ირაკლი რუხაძესთან და ბანკის გენერალურ დირექტორთან ვასილ ხოდელთანაც გამართეს შეხვედრა.

“ლიბერთი ბანკი” პენსიების ადმინისტრირების უფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ფლობს. წინა ტენდერის მსგავსად, “ლიბერთი ბანკის” გარდა ამ ტენდერში მონაწილეობა სხვა არც ერთმა კომერციულმა ბანკმა არ მიიღო.

ინფორმაციისთვის, “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა პარლამენტში 12 აპრილს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საპენსიო კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც არც ძვირია და არც იაფი, არამედ “საბაზრო” განაკვეთია.

Share2Tweet1

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

მაია ფანჯიკიძე შვეიცარიაში გამართულ სემინარს დაესწრება

12 years ago
საქართველოში მეწარმეობის კვირეული იმართება

საქართველოში მეწარმეობის კვირეული იმართება

10 years ago
„ორჯერ არის აცრილი და ეგ გვეხმარება“ – ელგუჯა ბურდული რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს 

„ორჯერ არის აცრილი და ეგ გვეხმარება“ – ელგუჯა ბურდული რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს 

5 years ago

ევროპელებმა ამერიკელებზე ზეწოლა გაზარდეს

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by