• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ბახტურიძე: მედია სივრცეში ვხვდებით უკანონო, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის შემთხვევებს

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
გიორგი ბახტურიძე: მედია სივრცეში ვხვდებით უკანონო, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის შემთხვევებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საზოგადოებისთვის ერთ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს თამბაქოს მოხმარება, მისი რეალიზება და შესაბამისი სანქციები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი, მეტნაკლებად, აღნიშნულ საკითხს არეგულირებს, ჩვენ ხშირად ვხვდებით კანონდარღვევის ფაქტებს.

დეტალებზე “თბილისი თაიმსს” თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე ესაუბრა.

“თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და პოპულარიზაცია სრულად არის აკრძალული. ინტერნეტ და მედია სივრცეში მაინც შევხვდებით მსგავსი, უკანონო რეკლამების შემთხვევებს მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია. დღეის მდგომარეობით, კანონი ყველა სახის რეკლამასა და პოპულარიზაციას კრძალავს. თუმცა, მედია საშუალებების გარკვეული ნაწილი, რომელიც ფინანსდება პირდაპირ თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაინც არღვევს კანონს. ეს ძალიან დიდ  აღშფოთებას იწვევს ჩვენი და საზოგადოების მხრიდან, რადგან ხდება მათი კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაცია. 

ვრცელდება ცრუ, არამეცნიერულ მასალებზე დაყრდნობილი ინფორმაცია და, ფაქტობრივად, ამ ნარკო დამოკიდებულებაში იწვევენ ახალ მომხმარებლებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, მოზარდებს. ეს არის მიუღებელი და კანონ საწინააღმდეგო ქმედება, ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენ პარლამენტსა და შემოსავლების სამსახურს, რომლის პრეროგატივაც ამ კუთხით გარკვეული ზედამხედველობის გაწევაა, რომ აღსრულების მექანიზმი არის დასახვეწი და ეს პროცესი საჭიროა”, – განმარტავს ბახტურიძე და იმ შემთხვევებზეც საუბრობს, როდესაც, კანონ საწინააღმდეგოდ, პრომო გოგონები სავაჭრო დაწესებულებებში მაინც ახდენენ თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაციას.

“ასევე, 2018 წლიდან აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში პრომოგოგონების გამოჩენა. სამწუხაროდ, თამბაქოს ინდუსტრია, რა თქმა უნდა, არ ერიდება კანონის დარღვევას და, პრომო სააგენტოების დაქირავების საშუალებითა და მაღაზიებისთვის გარკვეული სარგებლის დაპირებით, არღვევენ კანონს.

კანონით, პრომო სააგენტოები ან, ზოგიერთ შემთხვევაში, თამბაქოს ინდუსტრია აგებს ხოლმე პასუხს, მაგრამ სავაჭრო ობიექტები ამ ჯარიმების მიღმა არიან დარჩენილნი. ესეც ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება და სავაჭრო ობიექტები იმდენივე ოდენობის საჯარიმო სანქცია ექნებათ დაკისრებული, როგორც პრომოსააგენტოებს, რომლებიც უკანონო ქმედებებს ჩადიან”, – აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.

მისი შეფასებით, სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზება აკრძალულია, თუმცა, შესაბამისი საჯარიმო სანქცია ძალიან დაბალია.

“თქვენ იცით, რომ სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზება აკრძალულია. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ძალიან დაბალია და სავაჭრო ობიექტები ამ თანხას იხდიან. ამიტომ, კანონმდებლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია საჯარიმო სანქციის გაზრდა, რათა ამ მიმართულებით გაიზარდოს ეფექტურობა”, – ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე”თბილისი თაიმსთან” საუბრისას.

ShareTweet

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

7 years ago
“ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც წლების წინ დასაქმდნენ, დღესაც მუშაობენ” – ანჟელა ჩიხლაძე

“ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც წლების წინ დასაქმდნენ, დღესაც მუშაობენ” – ანჟელა ჩიხლაძე

5 years ago
არჩილ თალაკვაძე-ოპოზიციას: თავს არ უნდა ვაძლევდეთ უფლებას, რომ ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით

არჩილ თალაკვაძე-ოპოზიციას: თავს არ უნდა ვაძლევდეთ უფლებას, რომ ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით

8 years ago

ბესო კალაძე: “მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით”

10 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by