• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ბამო” – ხელნაკეთი დეკორაციების, სათამაშოებისა და ნივთების ჯადოსნური სამყარო

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ბამო” – ხელნაკეთი დეკორაციების, სათამაშოებისა და ნივთების  ჯადოსნური სამყარო
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნამდვილად ასეა, როდესაც საკუთარი საქმიანობა გიყვარს და მოქმედების თითოეული ეტაპი გაბედნიერებს, ეს შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს. “ბამო” სწორედაც რომ საკუთარი საქმის მოყვარულის წყვილის იდეებისა და ქმედებების შედეგია. თითოეული ნივთი, რომელიც მზადდება, დიდ ენერგიას, სითბოსა და სიყვარულს ატარებს.

დეტალებზე “თბილისი თაიმსს” “ბამო”-ს დამფუძნებელი,  თეკა ჯამაკაშვილი ესაუბრა.

“საოცარია უკუკავშირი, როდესაც იღებ დადებით ემოციასა  და სიხარულს შენი ნამუშევრის შეფასებისას, უამრავ მადლობას და აღტაცებად,  რომელშიც დიდი სიყვარული ჩააქსოვე“

რამდენი ხანია, რაც „ბამო“ არსებობს?

“ბამო” არის ოჯახური სტარტაპი, სახელოსნო-საწარმო, სადაც იქმნება ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის ხელნაკეთი ნივთები.

9 წელია,  რაც მე და გიორგი  ჩვენს პატარა და სიყვარულით გაჟღენთილ სახლში ყველაფერს საკუთარი ხელით ვქმნით… ყველაფერი ჩვენი ხელით იქმნება, იხატება, ეწყობა… 

თავდაპირველად, დავიწყეთ ნაძვის ხეების დამზადება, ყოველ წელს სხვადასხვა დიზაინის ნაძვის ხეს ვქმნიდით და ეს იქცა ჩვენს საახალწლო ტრადიციად.

თავიდან, ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს  ვჩუქნიდით და მათთვის ვქმნიდით დეკორს, სათამაშოებს,  მათი ემოციებისა და მოწონების შემდეგ მივხვდით, რომ ეს საქმე გვაბედნიერებს და გადავწყვიტეთ, ეს სიყვარული სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა.

ასე შევქმენით ჩვენი ბრენდი •ბამო• რომელიც 2020 წლის დეკემბერში წარვუდგინეთ უფრო ფართო საზოგადოებას “ფეისბუქ” და “ინსტაგრამის” გვერდების საშუალებით.

უმთავრესად, რა მიზნებისთვის უკვეთენ მათ?

ჩვენი ნივთები თუ ავეჯი უმთავრესად იქმნება სასაჩუქრედ, საყვარელი ადამიანებისთვის, ასევე, საკუთარი სახლის ინტერიერის გასალამაზებლად.

მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს როგორც საბავშვო სათამაშო და დეკორი, ასევე, ავეჯი.

ჩვენი ნივთები  შეიძლება, ერთდროულად ინტერიერის გასალამაზებლად და სათამაშოდ გამოიყენოთ, ეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მათ.

მათი დიზაინი ვისი იდეით მზადდება?

დიზაინი ერთობლივად იქმნება. ვფიქრობთ, ვაკეთებთ ესკიზსა და  ჩანახატს, ამის შემდეგ გიორგი მუშაობს ხეზე, ასევე, ვაწყობთ ერთობლივად, საბოლოო შტრიხებს (შეღებვა, მოხატვა, დაფაქტურება),  ძირითადად, მე ვასრულებ. თუმცა, აქაც ორივე ვინაწილებთ საყვარელ საქმეს.

გვაქვს განსხვავებული ხაზი – “ბამო სახლები”, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე სითბოსა და სიმყუდროვეს შემოიტანს სახლში.

გარდა სახლებისა, კიდევ რას ამზადებთ?

გვაქვს მასიური ხისგან დამზადებული ხელნაკეთი სათამაშოები,  დეკორატიული ნივთები და ავეჯი.

გვაქვს საბავშვო ხაზი, ვქმნით მობაილებს, საქანელებსა და ჰამაკებს. განსხვავებული ფორმის თაროებს, სათამაშო თოჯინის სახლებს. დეკორატიული ფანქრები, რომელიც ერთდროულად ოთახის ფერად დეკორსა და ბავშვის სათამაშოს წარმოადგენს, ბავშვს ეხმარება ფერების მხიარულად შესწავლაში.

ასევე, ვამზადებთ რობოტებს, “ჩიტის ბუდე” სახლებს, დეკორატიულ ცხოველებს როგორც საბავშვო და ვინტაჟური სტილის, ასევე, “დრიფთვუდ არტის” სტილში (driftwood art) და ა.შ. რასაც ჩვენი ფანტაზია და მოხერხებულება გასწვდება.

საახალწლოდ ვამზადებთ ტრანსფორმერ ნაძვის ხეებს, რომელიც შეგიძლია, სურვილისამებრ შეცვალო და შექმნა საკუთარი დიზაინი.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share8Tweet5

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

„ჯერ გამოსაკვლევია სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი!!!!“ – რას წერს ნინი შერმადინი მოსწავლის ბულინგის ფაქტზე

„ჯერ გამოსაკვლევია სად იზრდება ეს ეშმაკის ნაშიერი!!!!“ – რას წერს ნინი შერმადინი მოსწავლის ბულინგის ფაქტზე

3 years ago

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის საზღვრისპირა სოფლებმა სარწყავი წყალი პირველად მიიღეს

13 years ago

გიორგი კვირიკაშვილი: “დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას”

11 years ago
თბილისში 40-მა საზაფხულო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება

თბილისში 40-მა საზაფხულო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება

10 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by